ბასტილიის აღება1789 წლის 14 ივლისს მნიშვნელოვანი სიმბოლური ეტაპი საფრანგეთის რევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული). ამჟამად 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე „ბასტილიის დღეს“ უწოდებენ.

„ბასტილიის აღება“, ჟან-პიერ-ლუი-ლორან ჰუელის ნახატი.

წინაპირობა

რედაქტირება

ლუი XVI-ის მეფობის დროს საფრანგეთი დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეს კრიზისი ნაწილობრივ გამოწვეული იყო ამერიკის რევოლუციაში ჩარევის ხარჯებით და გამწვავდა რეგრესიული დაბეგვრის სისტემით.[1] 1789 წლის 5 მაისს მოიწვიეს გენერალური შტატების წარმომადგენლები, რომლებმაც დაიწყეს ზრუნვა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ამ ძველ, არქაულ სათათბირო ინსტიტუტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მეორე შტატის წევრები წარმოადგენდნენ თავადაზნაურობას [2], რომლებიც შეადგენდნენ საფრანგეთის მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს. [3]

შესაბამისად, დაიგეგმა გენერალური შტატების კრება, რომელიც ვერსალში დებატებით დაიწყო. სადავო გახდა კენჭისყრისა და სხდომათა ჩატარების წესი. ხმის მიცემის წესთან დაკავშირებით დავები მიმდინარეობდა პირველ, მეორე და მესამე შტატებს შორის. სხდომა 1789 წლის 17 ივნისს გაიმართა. მესამე შტატმა, თავისი წარმომადგენლებისგან, რომლებიც შედგენილი იყო ზოგადი შემადგენლობიდან, საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ეროვნული ასამბლეა, ორგანო, რომლის მიზანიც იყო საფრანგეთის კონსტიტუციის შექმნა. მეფე თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებას, მაგრამ იძულებული გახდა ეღიარებინა კრების უფლებამოსილება, რომელმაც 9 ივლისს დაარქვა თავის თავს ეროვნულ-საკანონმდებლო ასამბლეა.[4]

პარიზი აჯანყებასთან ახლოს იყო და ფრანსუა მიგეტის სიტყვებით რომ აღვწეროთ, „მოწამლული იყო თავისუფლებით და ენთუზიაზმით“, [5] რომელმაც ფართო მხარდაჭერა გამოავლინა ასამბლეის მიმართ. პრესამ გამოაქვეყნა ასამბლეის დებატები. პოლიტიკური დებატები თავად ასამბლეის მიღმა გავრცელდა დედაქალაქის საზოგადოებრივ მოედნებსა და დარბაზებში. სამეფო სასახლე და მისი საფუძველი გახდა მიმდინარე შეხვედრების ადგილი. ეს იყო გადამწყვეტი რევოლუციური აქტი, რითაც შტატების წარმომადგენლები გაემიჯნენ ძველ სახელმწიფოებრივ წყობას და პირველი ნაბიჯი გადადგეს „ხალხის სუვერენიტეტისა“ და „საერთო ნების“ პრინციპების დასამკვიდრებლად. ეროვნულ-საკანონმდებლო ასამბლეას თავადაზნაურობის ნაწილი შეუერთდა.[6] ხალხმა, სამეფო სასახლეში შეხვედრის უფლებამოსილებით, ჩატეხეს აბბის ციხეების ფანჯრები, რათა გაეთავისუფლებინათ საფრანგეთის გვარდიის წევრი გრენადიერები, რომლებიც ციხეში ჩასვეს ხალხის წინაღმდეეგ ცეცხლის გახსნაზე უარის თქმის გამო. [7] ასამბლეამ პატიმრების მცველებს ურჩია მეფის სახელით მოწყალება გაეღოთ. ამიტომ ციხეში მყოფმა გრენადიერებმა შეწყალება მიიღეს. ისინი ადრე პოპულარულ და სანდო პიროვნებებად მიიჩნეოდნენ. [8]

ნეკერის გათავისუფლება

რედაქტირება
 
ჟაკ ნეკერი (1732–1804), საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი

1789 წლის 11 ივლისს ლუი XVI-მ სამსახურიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი ჟაკ ნეკერი, რომელიც კეთილგანწყობილი იყო მესამე შტატის მიმართ. ასევე, მან სამინისტროს სრული რეკონსტრუქცია მოახდინა.[9] ნეკერის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 12 ივლისს, კვირას, შუადღით გავრცელდა. პარიზელები ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა და აჯანყების საწყისმა ელემენტებმაც იჩინა თავი.[10] ლიბერალი პარიზელები ძალიან განარისხა სამეფო გარნიზონის მობილიზებამ ვერსალის შესასვლელთან. შეიკრიბა ხალხი მთელი პარიზიდან სასახლის ირგვლივ. კამილ დემულემ მოუწოდა შეკრებილ საზოგადოებას:

 
„ მოქალაქეებო, არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჟაკ ნეკერის გათავისუფლება ისეთივე ავის მაუწყებელია როგორც ბართლომეს ღამე პატრიოტებისათვის. ამ ღამით გერმანული და შვეიცარიული ბატალიონები დატოვებენ მარსის ველს, რათა ჩვენ დავიხოცოთ. ერთადერთი გზა დაგვრჩენია, ყველამ უნდა ავიღოთ იარაღი![5]

აღნიშნული შვეიცარიული და გერმანული პოლკები იყო დაქირავებული ჯარები, რომელიც რევოლუციამდელი სამეფო ჯარების დიდ ნაწილს შეადგენდნენ. ისინი ფრანგი ჯარისკაცებისგან განსხვავებით ნაკლებად იაზიარებდნენ ხალხის სენტიმენტებს. საჯარო დემონსტრაციები დაიწყო 12 ივლისს. ამასთანავე, გახშირდა პარიზელ მოქალაქეთა შეტევები ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ხალხი მათ ადანაშაულებდა საჭმელსა და ღვინოზე ფასების ზრდის გამო.[11] ისინი ძარცვავდნენ ყველაფერს, სადაც შეიძლებოდა საკვებისა და იარაღის მომარაგება. ღამით გავრცელდა ჭორები, რომ წმინდა ლაზარეს სამღვდელოებას ჰქონდა დიდძალი ქონება, საავადმყოფო და სკოლა. გაბრაზებულმა ბრბომ ალყა შემოარტყა შენობას და გაძარცვა ისინი. [12] წამოიღეს 52 ვაგონი ხორბალი, რომელიც გაყიდეს. გაძარცვეს სხვა ადამიანები, მათ შორის იარაღის არსენალი. სამეფო ჯარები უძლურები იყვნენ ამ ქაოსის შეჩერებაში.

შეიარაღებული კონფლიქტი

რედაქტირება

13 ივლისს დილით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს დემონსტრაციის მონაწილეები და 48,000 კაციანი 'ბურჟუაზიული მილიციის' რეკრუტირება მოახერხეს [12] პარიზის 60 ოლქიდან რათა აღედგინათ წესრიგი. ისინი ერთმანეთს ცნობდნენ ლურჯი და წითელი კოკარდებით, რაც საფრანგეთის ფერებს წარმოადგენდა. ლაფაიეტი აირჩიეს ჯგუფის მეთაურად 14 ივლისს. ჯგუფმა მალევე შეიცვალა სახელი და ეწოდა ეროვნული გვარდია. მათ დაამატეს თეთრი, მეფის ფერი, რის შედეგადაც საფრანგეთი ასოცირდება ამ სამ ფერთან.

ბასტილიის აღება

რედაქტირება

1789 წლის 14 ივლისს,დილით პარიზში საგანგაშო მდგომარეობა იყო. მესამე შტატის პარტიზანები აკონტროლებდნენ პარიზის ბურჟუაზიულ მილიციას. ისინი აგროვებდნენ იარაღს და კარგად შეიარაღებულნიც იყვნენ. იმ დროისათვის ბასტილიის ციხე თითქმის ცარიელი იყო და მასში მხოლოდ 7 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს მაღალი ღირებულება გააჩნდა. შეიარაღებული ხალხის მასა შეიკრიბა ციხესთან. მათგან 2 წარმომადგენელი მიიწვიეს მოლაპარაკებისათვის, თუმცა პროცესის გაჭიანურებამ ცნობისმოყვარე ხალხის მოთმინების ფიალა აავსო. დაახლოებით 13:30-ზე ხალხის მცირე ნაწილმა დაიწყო კედლებზე აცოცება, რომლებმაც მიაღწიეს სახურავს. გარნიზონი დააბნია ხალხში ატეხილმა ჩოჩქოლმა და ხმაურმა. მათ ეს ყოველივე შეტევად აღიქვეს და ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას. შეიარაღებულმა ხალხმაც იერიში მიიტანა ბასტილიის ციხეზე და აიღო აბსოლუტიზმის სიმბოლოდ ქცეული სახელმწიფოს ეს მთავარი საპყრობილე. ლუი XVI-ის დროს ბასტილიას მხოლოდ სახელიღა ჰქონდა შემორჩენილი. ეს იყო საკმაოდ სუსტად დაცული ციხე, პატიმრობის შერბილებული პირობებით და არა უწინდებურად პირქუში, შიშისმომგვრელი და აუღებელი ციხესიმაგრე. დაახლოებით 17:30-ზე ციხესიმაგრე უკვე გათავისუფლებული იყო.

17 ივლისს მეფე ლუი XVI იძულებული გახდა პარიზში ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. მან მოიხმო ჟაკ ნეკერი და დაბრუნდა ვერსალის სასახლეში. პარიზის ახალმა ქალაქის თავმა „ერისა და გვირგვინის ერთობის“ ნიშნად მას სამფეროვანი კოკარდა გადასცა: ლურჯი და წითელი პარიზისა და თეთრი სამეფო გვარის (ბურბონების) ფერი იყო. ლურჯი, თეთრი და წითელი შემდგომში სამფეროვანი ეროვნული დროშის ფერებად აირჩიეს.[13]

შედეგები

რედაქტირება

როდესაც აშკარა გახდა, რომ რევოლუციის შემდეგ მეფე და ხალხი შერიგდნენ, დიდებულებმა, რომლებსაც აშკარა საფრთხე ემუქრებოდათ, დაიწყეს ქვეყნიდა გაქცევა, როგორც ემიგრანტებმა. [14] პირველთა შორის, ვინც დატოვა ქვეყანა, იყვნენ საფრანგეთის მომავალი მეფე შარლ X და მისი ორი ვაჟიშვილი, კონდეს პრინცი და კონტის პრინცი, იოლანდ დე პოლასტრონის ოჯახი და (ოდნავ მოგვიანებით) შარლ ალექსანდრე დე კალონი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი. ისინი დასახლდნენ ტურინში, სადაც კალონმა, როგორც დამრიგებელმა აგენტმა და კონდეს პრინცმა, დაიწყეს სამეფოს წინააღმდეგ შეთქმულების მზადება და საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კოალიციის აგიტაცია.[15]

პარიზში წარმატებული აჯანყების ამბები მთელ საფრანგეთში გავრცელდა. ხალხის სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად და სამეფო ხელისუფლების პრეტენზიების სრული უგულებელყოფის შედეგად, ხალხმა შექმნა მუნიციპალიტეტების პარალელური სტრუქტურები სამოქალაქო მმართველობაში და სამოქალაქო უფლებების დამცველი მილიციელები. [13] ივლისში პარიზში განვითარებული მოვლენების ზეგავლენით მასობრივი მღელვარება დაიწყო პროვინციებშიც. გლეხები არბევდნენ, წვავდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივი ბატონების მამულებსა და სასახლეებს, ინაწილებდნენ მათ მიწებსა და ტყეებს. ყოფილი ყმების მრისხანე შურისძიებამ „დიდი შიში“ აღძრა თავადაზნაურობაში. დიდგვაროვნები მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან. საყოველთაო პანიკამ მოიცვა სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც. ხალხს ქვეყნის გარედან (ავსტრიის, პრუსიისა და ინგლისის) შეიარაღებული ინტერვენციის ეშინოდა. ამიტომ ყველგან იქმნებოდა მოხალისეთა შეიარაღებული რაზმები. [16][17]

იყო არგუმენტები, რომ ბასტილია უნდა შემონახულიყო, როგორც ძეგლი თავისუფლებისთვის, ან როგორც ახალი ეროვნული გვარდიის საცავი, მაგრამ პარიზის საქალაქო დარბაზში მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მუდმივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშალათ შენობა და მშენებლობის მეწარმეს პიერ-ფრანსუა პალოის მისცეს შენობის დაშლის მითითება. პალოიმ დაუყოვნებლად დაიწყო მუშაობა. თავად ციხესიმაგრის დანგრევა და ოთხი ქანდაკების დაშლა, ხუთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა.[18]

1789 წლის 16 ივლისს, ბასტილიის შტურმიდან ორი დღის შემდეგ, ჯონ ფრედერიკ საქვილი, რომელიც ელჩად მსახურობდა საფრანგეთში, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ფრანსის ოსბორნს განუცხადა:

 
„ამრიგად, ჩემო ბატონო, ყველაზე დიდი რევოლუცია, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელმაც რაიმე შედეგი გამოიღო, შედარებით რომ ვთქვათ, - თუ მოვლენის სიმძიმეს განვიხილავთ - ძალიან ცოტა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მომენტიდან შეიძლება საფრანგეთი მივიჩნიოთ თავისუფალ ქვეყნად, მეფე ძალიან შეზღუდული მონარქია და მისი უფლებებიც შემცირებულია.[19]

1790 წელს ლაფაიეტმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს გადასცა ბასტილიის რკინის გასაღები. ვაშინგტონი მუდმივად წარადგენდა სამთავრობო დაწესებულებებში, ნიუ – იორკსა და ფილადელფიაში ჩატარებულ შეხვედრებში, პენსიაზე გასვლამდე, 1797 წლამდე. გასაღები კვლავ რჩება ვაშინგტონის რეზიდენციასთან, ვერნონის მთაზე. [20][21]

პალოიმ ასევე წაიღო აგური ბასტილიიდან, რომელიც მან გაყიდა მედლებთან ერთად. ეს მედლები, სავარაუდოდ, პატიმრების ჯაჭვებისგან იყო გაკეთებული. ნაგებობიდან ქვის ნაწილები გაიგზავნა საფრანგეთის ყველა რაიონში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Simon Schama. Citizens: A Chronicle of the French Revolution, pp. 60–71. ISBN 0-670-81012-6
  2. Munro Price. The Fall of the French Monarchy, p. 20. ISBN 0-330-48827-9
  3. Simon Schama. Citizens: A Chronicle of the French Revolution, p. 402. ISBN 0-670-81012-6
  4. M. J. Sydenham. The French Revolution, p. 46. B.T. Batsford Ltd London 1965.
  5. 5.0 5.1 Mignet 1824, §Chapter I
  6. Simon Schama. Citizens: A Chronicle of the French Revolution, pp. 370–71. ISBN 0-670-81012-6
  7. Simon Schama. Citizens: A Chronicle of the French Revolution, p. 371. ISBN 0-670-81012-6
  8. Simon Schama. Citizens: A Chronicle of the French Revolution, p. 375. ISBN 0-670-81012-6
  9. Munro Price. The Fall of the French Monarchy, pp. 85–87. ISBN 0-330-48827-9
  10. Munro Price. The Fall of the French Monarchy, pp. 85–87. ISBN 0-330-48827-9
  11. Richard Cobb and Colin James, p. 73 The French Revolution. Voices From a Momentous Epoch 1789–1795, CN 8039 Guild Publishing 1988
  12. 12.0 12.1 Munro Price. The Fall of the French Monarchy, p. 88 ISBN 0-330-48827-9
  13. 13.0 13.1 Richard Cobb and Colin James. The French Revolution. Voices From a Momentous Epoch 1789–1795, p. 75. CN 8039 Guild Publishing 1988
  14. Munro Price. The Fall of the French Monarchy, p. 93. ISBN 0-330-48827-9
  15. Richard Cobb and Colin James. The French Revolution. Voices From a Momentous Epoch 1789–1795, p. 129. CN 8039 Guild Publishing 1988.
  16. M. J. Sydenham, p. 54 The French Revolution, B. T. Batsford Ltd London 1965
  17. Richard Cobb and Colin James. The French Revolution. Voices From a Momentous Epoch 1789–1795, p. 77. CN 8039 Guild Publishing 1988.
  18. Simon Schama. Citizens: A Chronicle of the French Revolution, p. 414. ISBN 0-670-81012-6
  19. Alger, John Goldworth. Englishmen in the French Revolution. ციტირების თარიღი: 14 July 2018.
  20. „Bastille Key“. Digital Encyclopedia of George Washington. Mount Vernon Ladies' Association. ციტირების თარიღი: 10 April 2019.
  21. William J. Bahr. [George Washington's Liberty Key: Mount Vernon's Bastille Key, p. 8. ISBN 978-1537323374