მარსის ველი (პარიზი)

მარსის ველი (ფრანგ. Champ de Mars) — საზოგადოებრივი პარკი პარიზის მეშვიდე ოლქში. მდებარეობს ეიფელის კოშკსა და პარიზის სამხედრო სკოლას შორის, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მდინარე სენის მარცხენა ნაპირზე.

მდინარე სენის სანაპირო პარიზში: მარსის ველი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ხედი ეიფელის კოშკიდან
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 600
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

1751 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ გადაწყვიტა დაეარსებინა სამხედრო სკოლა ხელმოკლე არისტოკრატიული ოჯახის ბიჭებისათვის. სკოლის წინ მდებარე ტერიტორიას ეწოდა მარსის ველი ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. აღნიშნული ველი გამოიყენებოდა სამხედრო აღლუმებისთვის. სწორედ აქ საზეიმო ვითარებაში შევიდა ძალაში საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია 1790 წლის 14 ივლისს და აქ გაიმართა სახალხო აჯანყება 1791 წლის 17 ივლისს. 1867 წლიდან აქ რეგულარულად იმართება მსოფლიო ექსპოზიციის გამოფენები.

1991 წელს მდინარე სენის სანაპიროზე მდებარე სხვა ძეგლებთან ერთად მარსის ველი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება