მარსის ველის ხოცვა-ჟლეტა
ხოცვა-ჟლეტა მარსის ველზე (ფრანგ. Fusillade du Champ-de-Mars) — საფრანგეთის რევოლუციის დროს მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. გაიმართა 1791 წლის 17 ივლისს, როდესაც უიარაღო დემონსტრანტები მონარქიის ლიკვიდაციის პეტიციისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
რევოლუციის საწყის ეტაპზე ფრანგული არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა. 1791 წლის 20 ივნისს მეფე ლუი XVI-მაც სცადა გაქცევა, მაგრამ უშედეგოდ. ყოველივე ამის შემდეგ, მოსახლეობაში მონარქიამ ავტორიტეტი დაკარგა. ხალხში და რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მონარქიის დამხობისა და რესპუბლიკის დამყარების მომხრეთა ხმები. ანტიმონარქიულ მოძრაობას მიმდევრები გაუჩდნენ როგორც დედაქალაქში, ასევე პროვინციებში. მოვლენათა ეპიცენტრი მარსის ველი იყო. დემონსტრანტები მოითხოვდნენ მეფის გადადგომას.
ხელისუფლების ყველა ორგანომ დამფუძნებელი კრებისაგან მიიღო ბრძანება უზრუნველეყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება. კრების ბრძანებით მარსის ველზე შეიჭრა ეროვნული გვარდიის ძალები. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაცია მშვიდად მიმდინარეობდა პარიზის მერმა ჟან ბაიიმ დემონსტრაციის ძალით დაშლის ბრძანება გასცა.
მარკიზ დე ლაფაიეტი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, ცდილობდა დაეშალა დემონსტრანტები საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნებით, მაგრამ დღის მეორე ნახევარში დემონსტრანტების რაოდენობა უფრო გაიზარდა. დემონსტრაცია უფრო რადიკალური გახდა. ლაფაიეტი კვლავ მშვიდობიანად დაშლას შეეცადა, მაგრამ ქვები დაუშინეს. რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, ეროვნულმა გვარდიამ ბრბოს ცეცხლი გაუხსნა.[1] დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.[2]
მშვიდობიანი აქციის დაშლას მოჰყვა სადამსჯელო ოპერაციები. 18 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ გამოსცა ბრძანება „მეამბოხეების“ მკაცრად დასჯის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- David Andress, Massacre at the Champ De Mars: Popular Dissent and Political Culture in the French Revolution, The Boydell Press, coll. « Royal Historical Society Studies in History New Serie », 2000 (ISBN 9780861932474)
- Éric Hazan, Une histoire de la Révolution française, La Fabrique, 2012 (ISBN 978-2-35872-038-0)
- Albert Mathiez, Le Club des Cordeliers pendant la crise de Varennes et le massacre du Champ de Mars, Paris, Librairie ancienne Honoré Champion, 1910, Pdf (lire en ligne)
- Timothy Tackett, Le roi s’enfuit. Varennes et l’origine de la Terreur, La Découverte, 2004 (ISBN 2707142387)
- Annie Duprat, « Une campagne de presse en 1791 : la folie de Louis XVI », Le Temps des Médias, no 7, février 2006, p. 10-19 (DOI 10.3917/tdm.007.0010, lire en ligne)
- Aurélie Neusy, « Opinions et réflexions sur la loi martiale dans la presse et les pamphlets (1789‑1792) », Annales historiques de la Révolution française, no 360, avril-juin 2010, p. 27-48
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Woodward, W. E. (1938). Lafayette. New York: Farrar & Rinehart.
- ↑ Andress, David (2004). The French Revolution and the People. London, UK: Hambledon and London, გვ. 151. ISBN 978-1-85285-295-5.