ჰუგო კაპეტი
ჰუგო კაპეტი (ფრანგ. Hugues Capet; დ. 941 — გ. 24 ოქტომბერი, 996) — კაპეტინგების დინასტიის დამფუძნებელი. საფრანგეთის მეფედ 967 წელს აირჩიეს. შეცვალა კაროლინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე — ლუი V. მაშინდელ წყაროებში ასევე მოხსენიებული როგორც ჰუგო დიდი (ლათ. Hugo Magnus).[1]
ჰუგო კაპეტი | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 3 ივლისი 987, ნუაიონი |
მმართ. დასაწყისი: | 3 ივლისი 987 |
მმართ. დასასრული: | 24 ოქტომბერი 996 |
წინამორბედი: | ლუი V |
მემკვიდრე: | რობერ II |
სხვა წოდებები: |
საფრანგეთის ჰერცოგი (987-996) პარიზის გრაფი (987-996) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 941 |
დაბ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 24 ოქტომბერი 996 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ადელაიდა |
შვილები: |
ვაჟები: რობერ II ქალიშვილები: გიზელა გედვიგა |
დინასტია: | კაპეტინგები |
მამა: | ჰუგო დიდი |
დედა: | ედვიგა საქსონიელი |
ოჯახი
რედაქტირებაჰუგო კაპეტი დაქორწინებული იყო ადელაიდაზე, აკვიტანიის ჰერცოგ უილიამ III-ის ქალიშვილზე. მათ ჰყავდათ სამი შვილი:
- გიზელა, რომელიც დაქორწინდა პონთიუს გრაფ ჰიუ I-ზე.
- ჰედვიგი, რომელიც დაქორწინდა ენოს გრაფ რენე IV-ზე.
- რობერ II, რომელიც ჰუგოს გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მეფე გახდა.
ქალიშვილების რაოდენობა არ არის ცალსახად ცნობილი.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 693.
- Gauvard, Claude. La France au Moyen Âge du Ve au XVe siècle. Paris: PUF, 1996. 2-13-054205-0
- James, Edward. The Origins of France: From Clovis to the Capetians 500–1000. London: Macmillan, 1982. ISBN 0-312-58862-3
- Riché, Pierre. Les Carolingiens: Une famille qui fit l'Europe. Paris: Hachette, 1983. 2-012-78551-0
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jonathan Jarrett, “Sales, Swindles and Sanctions: Bishop Sal·la of Urgell and the Counts of Catalonia”, International Medieval Congress, Leeds University, 11 July 2005, published in the Appendix, Pathways of Power in late-Carolingian Catalonia, PhD dissertation, Birkbeck College (2006), 300.
- ↑ Thus Gauvard, p. 531.