მარტი

წლის მესამე თვე იულიუსის და გროგორიანულ კალენდრებში
(გადამისამართდა გვერდიდან მირკანი)

მარტი (ლათ. Martius) — გრიგორიანული კალენდრის მესამე თვე. მარტში 31 დღეა.

<< მარტი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
2024

სახელი ეწოდა ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი.

მარტი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიაობის ერთ-ერთი დღე მარტზე მოდის.

მარტის ზოდიაქოს ნიშნებია თევზები და ვერძი. მარტი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ნოემბერი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც თებერვალი — ნაკიან წელში.

კორნელი კეკელიძე მირკანს 2 თებერვალი — 3 მარტით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „მიჰრაკანი“ ან, უფრო ძველი ფორმა მისი, რომელიც დამოწმებულია ერთ ძეგლში, „მეჰრაკანი“, მომდინარეობს ავესტური Mithra-საგან (მეშვიდე თვე) და უდრის სომხურ „მეჰეკან“-ს და მის ორეულს, კაპადოკიურ „მითრაკანა“-ს.

 
„და აღესრულა წამებაჲ მათი თთუესა მეჰრაკნისასა ოცდახუთსა[3].“
 
„რომელსა დრესა სამი იყო ადარ თთჳსაჲ, წელსა მეექუსესა შარავანდედობასა დარეჰისასა, მიჰრაკანსა თთუესა ოცდასამსა[4].“
 
„სუფევასა დიოკლიტიანჱსსა და მაქსიმიანჱსსა მეფეთასა უწინარჱს ცხრისა დღისა იგრისა, რომელ არს მეცხრამეტესა მიჰრაკნისასა, მთავრობასა ნუმერიანოზისსა და მაქსიმოსსა კილიკიას[5].“

მარტის მნიშვნელოვანი მოვლენები

რედაქტირება
  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
  3. „თუესა ივნისსა „ა“ წამებაჲ წმიდისა ქრისტეფორჱსი და მოყუასთა მისთაჲ“, ათონ. №57, 323
  4. ეზრა 6, 14-15, ხელნაწ. A 570, გვ. 131
  5. ათონ. A 57, გვ. 364