მეტროპოლიტენი

(გადამისამართდა გვერდიდან მეტრო)

მეტროპოლიტენი, შემოკლებით მეტრო — რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობაა, რომლის გზები განლაგებულია ქუჩებისგან განცალკევებით, როგორც წესი, მიწისქვეშ. მატარებელთა მოძრაობა მეტროში რეგულარულია, განრიგის მიხედვით. ტრანსპორტის ეს სახეობა გამოირჩევა მაღალი წარმადობით. მას საშუალოდ საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ქალაქებში ჩამოყალიბებული ქუჩების სისტემით, მეტრო როგორც წესი მიწისქვეშაა განლაგებული და მხოლოდ რამდენიმე სადგური თუ ამოდის მიწისზევით. თითო მატარებელი 4-8 ვაგონს ატარებს. გვირაბის დიამეტრი 5-6 მეტრს შეადგენს. სადგურების პლატფორმები სიგრძეში 160 მეტრს არ აღემატება, სიგანეში კი 16 მ-ს. მეტროპოლიტენის ხაზის ერთი კილომეტრის გაყვანა საშუალოდ 50 მილიონ აშშ-ის დოლარამდე ჯდება. მეტროპოლიტენის სიდიდე მერყეობს 2-კმ-იანი ხაზით ისრაელის ქალაქ ჰაიფაში და ნიუ-იორკის მიწისქვეშა მეტროს სისტემით, რომლის საერთო სიგრძე 1300 კმ-ს აღემატება.

მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი სადგური.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება