ანომალისტური თვე
ანომალისტური თვე — დროის შუალედი პერიგეუმზე მთვარის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის. მთვარის ორბიტის პერიგეუმის სისტემური გადაადგილების გამო ანომალისტური თვე განსხვავდება დედამიწის ირგვლივ მთვარის გარემოქცევის პერიოდისაგან. იგი 1900 წლის დასაწყისში შეადგენდა 27,554551 საშუალო მზისმიერ დღე-ღამეს და ყოველ 100 წელიწადში 0,095 წამით მცირდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 470.