ნოემბერი

წლის მეთერთმეტე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგობისთვე)
გიორგობისთვე“ ამ გვერდზე გადმოდის. ო. იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვე“ შესახებ იხილეთ გიორგობისთვე (ფილმი).


ნოემბერი (ლათ. November) — გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.

<< ნოემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
2024

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.

ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.

ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა — თებერვალი.

ტირისკონი

რედაქტირება

კორნელი კეკელიძე ტირისკონს 5 ოქტომბერი — 3 ნოემბერით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] უნდა იყოს „ტირისკანი“ და არა „ტირისკონი“. ტირისკანი იყოფა „ტირის“ და „კანი“ ნაწილებად. პირველი ნაწილი „ტირის“ არის სახელწოდება ძველი ირანული თვის „Tiris“, საიდანაც მომდინარეობს, როგორც ახალსპარსული მეოთხე თვის სახელი „ტირ“, ასევე კაპადოკიური „Tirix-Τήρι-Τειρει“ და სომხური „ՏՐԷ“ (აქაც მეოთხე თვეა). მეორე დაბოლოება „კანი“ არის ირანულ-სომხური დაბოლოებაა, როგორც მაგალითად ირანული „ფროტი-კან“, ანდა შემდგომი „ფროტი-გან“, კაპადოკიურად „მითრაკან“, სომხური „მეჰეკან“ და „აჰეკან“.

 
„წელთა მათ სუფევისა ნუმერიანოსისთა და მსაჯულობასა თეოდორჱსსა, თთუესა ტირისკნისასა ოცდახუთსა[3].“
 
„იქმნა წამებაჲ ესე სამგზის სანატრელთა მოწამეთაჲ წელთა დიოკლიტიანესთა ნიკომიდია ქალაქსა ტირისკნისასა ხუთსა[4].“

ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

რედაქტირება
  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101-102
  3. ათონ. №57, გვ. 305
  4. ათონ. №57, გვ. 317