ივნისი

წლის მეექვსე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში
(გადამისამართდა გვერდიდან მარიალისა)

ივნისი (ლათ. Junius) — გრიგორიანული კალენდრის მეექვსე თვე. ივნისში 30 დღეა.

<< ივნისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
2024

სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.

ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.

ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.

არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.

მარიალისა

რედაქტირება

კორნელი კეკელიძე მარიალისას 3 მაისი — 1 ივნისით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „მარიალი“ არის სომხური „მარერ“-ი.

 
„მეხუთესა მარიალისა თჳსასა მოუწოდა მათ ბჭემან[3].“
 
„აღესრულა წმინდაჲ იგი ფილეკტიმონ ათხუთმეტსა მაისისა თთჳსასა, რომელ არს მარიალი, დღესა შაბათსა[4].“

ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები

რედაქტირება
  • ივნისის პირველი ორშაბათი ირლანდიის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახალხო დღესასწაულია (გამოსაშვები დღე). ირლანდიურ კალენდარში ამ თვეს ჰქვია Meitheamh და ზაფხულის სეზონის შუა თვეა.
  • მზებუდობა, რომელსაც ჩრდ. ნახევარსფეროში „ზაფხული მზებუდობა“, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში „ზამთრის მზებუდობა“ ჰქვია ხდება 20-22 ივნისს.
  • შუაზაფხულს ზეიმობენ შვედეთში ივნისის მესამე პარასკევს.
  • სკოლებში ამ თვეს ზაფხულის არდადეგები იწყება.
  • მამის დღეს აღნიშნავენ ბელგიაში ივნისის მეორე კვირადღეს; აშშ-ში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში, ირლანდიასა და კანადაში ის ივნისის მესამე კვირადღეზე მოდის.
  • გეი-პრაიდის აღნიშვნის ღონისძიებები ტარდება მრავალ ქვეყანაში სტოუნუოლის არეულობების წლისთავის აღსანიშნავად.
  • ბუმსდეი აღნიშნება ირლანდიასა და მსოფლიოს სხვა ინგლ.-ენოვან ქვეყნებში 16 ივნისს ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ ფანების მიერ.
  • დროშის დღე შვედეთში (6 ივნისი), აშშ-ში (14 ივნისი), დანიაში (15 ივნისი), არგენტინაში (20 ივნისი) და რუმინეთში (26 ივნისი).
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება 9 ივნისს.
  • ენ-ბი-ეი (აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია) პლეიოფები და ფინალური თამაშები იწყება.
  • ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე — 12 ივნისი.
  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101-102
  3. „მარტვილობა თეოდოსის და ივლიანოსისა“
  4. „კიმენი“, გვ. 160