ოქტომბერი
ოქტომბერი (ლათ. October) — გრიგორიანული კალენდრის მეათე თვე. ოქტომბერში 31დღე-ღამეა.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem — რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — სთვლისა, ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.
ოქტომბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ოქტომბრის ზოდიაქოს ნიშნებია სასწორი და ღრიანკალი. ოქტომბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც იანვარი, გარდა ნაკიანი წლისა.
სთვლისა
რედაქტირებაკორნელი კეკელიძე სთვლისას 5 სექტემბერი — 4 ოქტომბრით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „სთულისაჲ“ (თთუე) არის წმიდა ქართული სახელი იმ თვისა, რომელშიც ადგილი ჰქონდა სთველს ან რთველს, ეს იგი ნაყოფის შეგროვებას. იგი მნიშვნელობით იგივეა რაც სომხური „ქაღოც“.
„ესრეთ აღესრულნეს ბევრნი იგი თთუესა სთულისასა ოცდახუთსა, დღესა შაბათსა[3].“
|
„კალისტრატე და მისთანანი იწამნეს თთუესა სთულისასა ოცსა[4].“
|
„და აღესრულა ოცდაექუსსა სთულისასა წმიდაჲ იგი რიფსიმე[5].“
|
ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენები
რედაქტირება- ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე სირიუსი შედის ქალაქ ბაბილონში; ათავისუფლებს 70 წლის განმავლობაში დევნილ ებრაელებს და აკეთებს ისტორიაში პირველ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას
- ძვ. წ. 331 : გაუგამელას ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს I
- 1582 : რომის პაპმა გრეგორიუს XIII-მ შემოიღო გრიგორიანული კალენდარი. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ მოჰყვა 15 ოქტომბერი
- 1604 : კეპლერის ვარსკვლავი — გერმანელი ასტრონომი იაჰანნეს კეპლერი აკვირდება განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავის გაჩენას ოფიუხუსის კონსტელაციის არეში. ეს მოვლენა მიჩნეულია ჩვენს გალაქტიკაში (ირმის ნახტომი) ზეახალი ვარსკვლავის ბოლო მოვლენად
- 1800 : ესპანეთმა საფრანგეთს გადასცა ლუიზიანა
- 1822 : ბრაზილია დამოუკიდებელი გახდა პორტუგალიისაგან
- 1888 : თომას ედისონი აპატენტებს ოპტიკურ ფონოგრაფს (პირველი ფილმი)
- 1905 : ნორვეგია დამოუკიდებელი გახდა შვედეთისაგან
- 1923 : გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქემალ ათათურქი
- 1932 : გამოცხადდა ერაყის დამოუკიდებლობა
- 1946 : ჩამოახრჩვეს ნიურნბერგის პროცესში ბრალდადებული ათი სამხედრო დამნაშავე
- 1949 : მაო ძე-დუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა
- 1957 : სპუტნიკ 1 გაშვებულია ორბიტაზე-კოსმოსური ერის დასაწყისი
- 1960 : გამოცხადდა ნიგერიის დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან
- 1964 : ჩრდილოეთ როდეზიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან და გახდა ზამბიის რესპუბლიკა
- 1970 : ფიჯიმ დამოუკიდებლობა მიიღო
- 1988 : სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნულ იქნა მიხაილ გორბაჩოვი
- 1990 : გამოცხადდა გერმანიის გაერთიანება
- 1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“
- 1995 : „Microsoft-მა“ გამოუშვა Windows 95