სპუტნიკი
(გადამისამართდა გვერდიდან სპუტნიკ 1)
„სპუტნიკი“ (არაოფიციალური სახელწოდება; რუს. «Спутник» — „თანამგზავრი“) — საბჭოთა კავშირის ადრეული დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების (დხთ) სერია სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების. ისინი გამოიყენებოდა დედამიწის მახლობლად კოსმოსში ტვირთის გაშვების ექსპერიმენტებისთვის, ცოცხალ არსებებზე უწონობისა და რადიაციის გავლენის შესასწავლად, დედამიწის ატმოსფეროს თვისებების შესასწავლად და პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენისთვის მოსამზადებლად.
1957 წლის 4 ოქტომბერს საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ფარგლებში გაშვებულ იქნა „სპუტნიკის“ სერიის პირველი კოსმოსური აპარატი — „სპუტნიკ-1“. ამ ისტორიული ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო ს. კოროლიოვი.
ყველა დხთ, ცნობილი „სპუტნიკის“ სახელით
რედაქტირებასახელწოდება „სპუტნიკ-1...10“ არ წარმოადგენს მის ოფიციალურ სახელს. იგი გავრცელდა და დამკვიდრდა ბეჭდური პრესის მიერ.
- სპუტნიკ-1 (ПС-1) — „პირველი საბჭოთა და მსოფლიოში პირველი ხელოვნური დედამიწის თანამგზავრი“, 4 ოქტომბერი, 1957
- სპუტნიკ-2 — „დედამიწის მეორე საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი“, 3 ნოემბერი, 1957
- სპუტნიკ-3 — „დედამიწის მესამე საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი“, 15 მაისი, 1958
- სპუტნიკ-4 — „პირველი ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-1П — სერია ვოსტოკი, 15 მაისი, 1960
- სპუტნიკ-5-1 — „უნომრო № ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-1 № 1 — სერია ვოსტოკი, 28 ივლისი, 1960. ავარია სტარტისას რაკეტა-მატარებელზე.
- სპუტნიკ-5 — „მეორე ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-1 № 2 — სერია ვოსტოკი, 19 აგვისტო, 1960
- სპუტნიკ-6 — „მესამე ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-1 № 3 — სერია ვოსტოკი, 1 დეკემბერი, 1960
- სპუტნიკ-7-1 — „უნომრო № ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-1 № 4 — სერია ვოსტოკი, 22 დეკემბერი, 1960. ავარია სტარტისას რაკეტა-მატარებელზე.
- სპუტნიკ-7 — „მძიმე თანამგზავრი 01“. პირველი საბჭოთა თანამგზავრი ვენერაზე, 4 თებერვალი, 1961
- სპუტნიკ-8 — „მძიმე თანამგზავრი 02“, ასს ვენერა-1-ს ერთ-ერთი სახელწოდება, 12 თებერვალი, 1961
- სპუტნიკ-9 — „მეოთხე ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-3 № 1 — სერია ვოსტოკი, 9 მარტი, 1961
- სპუტნიკ-10 — „მეხუთე ხომალდი-თანამგზავრი“, ვოსტოკ-3 № 2 — სერია ვოსტოკი, 25 მარტი, 1961
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Soviet Satellite Data. // Aviation Week & Space Technology, May 27, 1963, v. 78, no. 21, p. 110. — технические данные полётов космических аппаратов серии «Космос» (1—12), «Спутник», (4—10) «Восток» (1—4)