ვენერა-1
ვენერა-1 (რუს. Венера-1, აგრეთვე ცნობილი როგორც „ტიაჟოლი სპუტნიკ-02“ ან „სპუტნიკ-8“) — ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, გამიზნული პლანეტა ვენერის გამოკვლევისთვის, როგორც სსრკ-ის კოსმოსური პროგრამა ვენერის ნაწილი.[1] 1961 წლის 19 მაისს სადგური გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც ვენერას ჩაუფრინა 100 000 კილომეტრის დაშორებით. თუმცა, 19 თებერვალს უკვე დაკარგული იყო მასთან რადიო-კავშირი, რის გამოც მონაცემების გამოგზავნა ვერ შეძლო. საბჭოთა ინჟინრების აზრით, გათვლების ხელახლა გადახედვის შემდეგ, აპარატის წარუმატებლობა მზის მიმართულების სენსორის თერმული რეჟიმის არასწორი გათვლის შედეგი იყო, რასაც შეუქცევადად უნდა გამოეწვია მისი გადახურება.[2] თუმცა, მათი ბრიტანელი კოლეგები თვლიან, რომ ივნისში ჯორჯელის ობსერვატორიის რადიო-ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული სუსტი სიგნალები სწორედ „ვენერა-1-ს“ უნდა ეკუთვნოდეს.
ვენერა-1 | |
---|---|
ალტერნატიული დასახელება | ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური „ვენერა-1“ |
NSSDC ID | 1961-003A |
SCN | 00080 |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | სსრკ, რკკ „ენერგია“ |
ასაფრენი მასა | 643,5 კგ. |
ზომები | სიმაღლე: 2,035 მ. |
დიამეტრი | 1,05 მ. |
მიმართულება | ტრიაქსიალური მზისა და ვარსკვლავ კანოპუსის მიმართ |
კვების წყაროები | 2 СБ, АБ AgZn |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 12 თებერვალი, 1961 02:09:00 UTC |
სასტარტო მოედანი | სსრკ ბაიკონური, № 1 |
რაკეტა-მატარებელი | მოლნია |
მისიის დასრულება | |
ბოლო კონტაქტი | 19 თებერვალი, 1961 |
ორბიტის პარამეტრები | |
ორბიტის ტიპი | ჰელიოცენტრული |
პერიცენტრი | 0,718 ა. ე. |
აპოცენტრი | 1,019 ა. ე. |
ორბიტალური დახრილობა | 0,58° |
სინოდური პერიოდი | 311,1 დღე |
მიმღებ-გადამცემები | |
სიხშირე | 922.8 მჰც |
დიაპაზონი | დეციმეტრული ტალღები |
მიზნობრივი აპარატურა | |
მანომეტრი | — |
იონური ხაფანგები | მზის ქარების გასაზომად |
მიკრომეტეორიტების დეტექტორი | — |
გეიგერის მრიცხველი | კოსმოსური რადიაციის გასაზომად |
მოციმციმე დეტექტორი | კოსმოსური რადიაციის გასაზომად |
დასკვნები
რედაქტირებამიუხედავად მისიის წარუმატებლობისა, „ვენერა-1“ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კოსმოსური ტექნიკის განვითარებაში. იგი სხვა პლანეტის გამოკვლევისთვის გამიზნული პირველი აპარატი იყო; დანერგილ იქნა კოსმოსური აპარატის მიმართულების ტექნიკა სამი ღერძის მიმართ, რომელთაგან ორი მზე და ვარსკვლავი კანოპუსი იყო; მონაცემების გადმოგსაგზავნად პირველად იქნა გამოყენებული პარაბოლური ანტენა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვენერა-1
- საბჭოთა ექსპედიცია ვენერაზე (ინგლისური)
- Николай Карташев. (15.09.2006) მიღებულია ვენერის ახალი დამუშავებული სურათი საბჭოთა აპარატებიდან რუსული. compulenta.ru.[მკვდარი ბმული]
- Геннадий Пономарев. (09.02.2006) ჩვენ პირველებმა გავისეირნეთ ვენერის ვუალების ქვეშ რუსული. „Сегодня“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.02.2012. ციტირების თარიღი: 08.06.2010.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Spacecraft 1961-003A. NASA Goddard Space Center. დაარქივებულია NSSDC ორიგინალიდან — 22.02.2012. ციტირების თარიღი: 09.08.2010.
- ↑ Борис Черток. „ВПЕРВЫЕ К ВЕНЕРЕ“, Ракеты и люди, книга 2.