რადიო

(გადამისამართდა გვერდიდან რადიომიმღები)

რადიო (ლათ. radio — ვასხივებ ← radius — სხივი) — უსადენო კავშირის ნაირსახეობა, რომლის დროსაც სიგნალის მატარებლის სახით გამოიყენება რადიოტალღები, რომლებიც თავისუფლად ვრცელდება სივრცეში.

1950-იანი წლების რადიომიმღები

სიგნალის გადაცემა ხდება შემდეგი სახით: გადამცემ მხარეს ყალიბდება რადიოტალღა (სიგნალი) საჭირო სიხშირითა და ამპლიტუდით. შემდეგ გადასაცემი სიგნალის მოდულირებას ახდენს უფრო მაღალი სიხშირის რხევა (მზიდი). მიღებული მოდულირებული სიგნალი სივრცეში გამოისხივება ანტენით. მიმღებ მხარეს რადიოტალღები მოდულირებულ სიგნალს ანტენით იღებს, რის შემდეგაც მისი გაფილტვრა და დემოდულირება ხდება. დემოდულაციის შემდეგ მიიღება სიგნალი, რომელიც შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს, თუმცა მეტწილად მსგავსია გადამცემის მიერ გაშვებული სიგნალისა.

ლიტერატურა

რედაქტირება