აპოცენტრი და პერიცენტრი
პერიცენტრი და აპოცენტრი (ბერძნ. περί პერი — გარშემო, ახლოს, გვერდით; ბერძნ. από აპო — „-დან“, „-გან“ (რთული სიტყვის ნაწილი, გამოხატავს უარყოფას და რაღაცის ნაკლებობას), ლათ. centrum — ცენტრი) — ციური სხეულის ორბიტის უახლოესი და უშორესი წერტილები ცენტრალური სხეულიდან, რომლის გარშემოც ისინი ბრუნავენ.
მზის სისტემის პლანეტების ორბიტაზე პერიცენტრსა და აპოცენტრს უწოდებენ შესაბამისად პერიჰელიუმსა და აფელიუმს (პერიჰელიუმი და აფელიუმი; ბერძნ. ‘ήλιος ჰელიოს — მზე). ასევე ფართოდ გამოიყენება ტერმინები პერიგეა და აპოგეა (აგრეთვე პერიგეუმი და აპოგეუმი; ბერძნ. περίγειος — „დედამიწის გვერდით“; ბერძნ. απόγεια — „დედამიწიდან“), რომელთაც დედამიწის ორბიტაზე მთვარესა და ხელოვნურ თანამგზავრის უახლოესა და უშორეს წერტილებს უწოდებენ.
ფორმულა
რედაქტირებაორბიტაზე პერიაფსიდებსა და აპოაფსიდებს [1] ახასიათებთ შემდეგი ფორმულები:
- პერიაფსიდები: მაქსიმალური სიჩქარე მინიმალურ (პერიაფსიდები) მანძილზე
- აპოაფსიდები: მინიმალური სიჩქარე მაქსიმალურ (აპოაფსიდები) მანძილზე
მაშინ როცა, კეპლერის პლანეტათა მოძრაობის კანონისა და ენერგიის მუდმივობის თანახმად, შემდეგი მონაცემები მოცემულ ორბიტაზე არის მუდმივი:
სადაც,
- არის უდიდესი მანძილი ელიფსის ცენტრიდან წრეწირამდე
- არის სტანდარტული გრავიტაციის პარამეტრი
- არის ექსცენტრისიტეტი, განსაზღვრული როგორც
ტერმინოლოგია
რედაქტირებაჩვეულებრივ გამოიყენება ტერმინები აპოცენტრი და პერიცენტრი, თუმცა ტექნიკური ხმარებისთვის ამჯობინებენ ტერმინებს: აპოაფსიდები და პერიაფსიდები.
სხეული | უახლოესი წერტილი | უშორესი წერტილი |
---|---|---|
გალაქტიკა | პერიგალაქტიკონი | აპოგალაქტიკონი |
ვარსკვლავი | პერიასტრი | აპოასტრი |
შავი ხვრელი | პერიმელასმა/პერიბოთრა/პერინიგრიკონი | აპომელასმა/აპობოთრა/აპონიგრიკონი |
მზე | პერიჰელიუმი | აფელიუმი |
მერკური | პერიჰერმიონი | აპოჰერმიონი |
ვენერა | პერიცითერიონი/პერიცითერეანი/პერიკრიტიონი | აპოცითერიონი/აპოცითერეანი/აპოკრიტიონი |
დედამიწა | პერიგეა/პერიგეუმი | აპოგეა/აპოგეუმი |
მთვარე | პერისელენიუმი/პერიცინთიონი/პერილუნე | აპოსელენიუმი/აპოცინთიონი/აპოლუნე |
მარსი | პერიარეიონი | აპოარეიონი |
იუპიტერი | პერიზენე/პერიიოვი | აპოზენე/აპოიოვი |
სატურნი | პერიკრონე/პერისატურნიუმი | აპოკრონე/აპოსატურნიუმი |
ურანი | პერიურანიონი | აპოურანიონი |
ნეპტუნი | პერიპოსეიდიონი | აპოპოსეიდიონი |
პლუტონი | პერიჰადიონი | აპოჰადიონი |
დედამიწის პერიჰელიუმი და აფელიუმი
რედაქტირებადედამიწა მზეს ყველაზე მეტად იანვრის დასაწყისში უახლოვდება, ივლისის დასაწყისში — შორდება. პერიჰელიუმს, აფელიუმსა და დედამიწის სეზონებს შორის კავშირი იცვლება
21 000 წლიან ციკლში. ეს ანომალიური პროცესი იწვევს კლიმატის პერიოდულ ცვლილებას (იხ. მილანკოვიჩის ციკლები).
ამ მოვლენის სამომავლო თარიღი და საათი მოცემულია შემდეგ გრაფაში:
წელი | პერიჰელიუმი | აფელიუმი |
---|---|---|
2007 | 3 იანვარი 20Z | 7 ივლისი 00Z |
2008 | 3 იანვარი 00Z | 4 ივლისი 08Z |
2009 | 4 იანვარი 15Z | 4 ივლისი 02Z |
2010 | 3 იანვარი 00Z | 6 ივლისი 11Z |
2011 | 3 იანვარი 19Z | 4 ივლისი 15Z |
2012 | 5 იანვარი 00Z | 5 ივლისი 03Z |
2013 | 2 იანვარი 05Z | 5 ივლისი 15Z |
2014 | 4 იანვარი 12Z | 4 ივლისი 00Z |
2015 | 4 იანვარი 07Z | 6 ივლისი 19Z |
2016 | 2 იანვარი 23Z | 4 ივლისი 16Z |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ასტრომექანიკაში ორბიტაზე ცენტრიდან უმოკლესი და უდიდესი მანძილებისთვის გამოიყენება ტერმინები: პერიაფსიდები და აპოაფსიდები