ექსცენტრისიტეტი
ექსცენტრისიტეტი (ელიფსისა, ჰიპერბოლისა და პარაბოლისა) — რიცხვი, რომელიც ტოლია კონუსური კვეთის წერტილიდან ფოკუსამდე და ამ წერტილიდან დირექტრისამდე მანძილთა ფარდობისა. ექსცენტრისიტეტი ახასიათებს კონუსური კვეთის ფორმას : ორი კონუსური კვეთა, რომელთაც ტოლი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ერთმანეთის მსგავსია. ელიფსისათვის ექსცენტრისიტეტი ერთზე ნაკლებია, ჰიპერბოლისათვის — ერთზე მეტი, ხოლო პარაბოლისათვის — ერთის ტოლი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 257.