თანამგზავრი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
თანამგზავრი ერთ-ერთი ასტრონომიული ობიექტია. იგი თავისი პლანეტის გარშემო ბრუნავს და მასთან ერთად ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. თანამგზავრი შეიძლება დიდი და შეიძლება პატარა იყოს. მაგალითად მთვარე, იგი დედამიწაზე 1/5-ჯერ პატარაა, მაგრამ არსებობს იმდენად მცირე თანამგზავრი, რომ მათი დანახვა თანამედროვე ტელესკოპებით, არც თუ ისე ადვილია. მაგალითად, მზის სისტემაში ყველაზე დიდ პლანეტას, იუპიტერს 63 თანამგზავრი ჰყავს. თუ იუპიტერს სამოყვარულო ტელესკოპით შეხედავთ, მაქსიმუმ 6 ან 7, ყველაზე დიდ თანამგზავრებს დაინახავთ. არსებობს როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური თანამგზავრი.
ასტრონომები თვლიან, რომ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს ობიექტი, რომელიც მოძრაობს ცენტრალური სხეულის(პლანეტა, ასტეროიდი) გარშემო ისე, რომ ამ ობიექტის შემადგენელი სისტემის ბარიცენტრი იმყოფება სხეულის შიგნით.
თუ ბარიცენტრი არის ცენტრალური სხეულის გარეთ, სხეული კი არ უნდა ჩაითვალოს თანამგზავრად, არამედ სისტემის შემადგენელ ნაწილად(მაგ. ორი ან მეტი სხეული, ასტეროიდი).
ამის მიუხედავად საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს თანამგზავრის მკაცრი განსაზღვრება ჯერ კიდევ არ განუსაზღვრია.