„პირველი საბჭოთა და მსოფლიოში პირველი ხელოვნური დედამიწის თანამგზავრი“ ცნობადი არაოფიციალური სახელით „სპუტნიკ-1“ (რუს. «Спутник-1» — „თანამგზავრი“), თანამგზავრის კოდოდური აღნიშვნაა „პს-1“ (რუს. «ПС-1», «Простейший Спутник-1») — მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი (დხთ), საბჭოთა კოსმოსური აპარატი, რომელიც საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ფარგლებში გაშვებულ იქნა ორბიტაზე 1957 წლის 4 ოქტომბერს.

სპუტნიკ-1

დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკ-1“
მისია გაშვებისთვის მიღებული გათვლებისა და ძირითადი ტექნიკური გადაწყვეტილებების შემოწმება; სატელიტური გადამცემების მიერ გამოსხივებული რადიოტალღების გავლის იონოსფერული კვლევები; ატმოსფეროს ზედა ფენების სიმკვრივის ექსპერიმენტული განსაზღვრა თანამგზავრის შენელებით; აღჭურვილობის მუშაობის პირობების კვლევა
COSPAR ID 1957-001B
SCN 00002
მისიის ხანგრძლივობა 3 თვე
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი საბჭოთა კავშირის დროშა ОКБ-1
მასა 83.6 კგ
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 4 ოქტომბერი, 1957, 19:28:34 UTC
სასტარტო მოედანი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, ბაიკონურის კოსმოდრომი, მოედანი № 1
რაკეტა-მატარებელი „სპუტნიკი“
ყველა კოსმოსური პროგრამა

დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის შექმნაზე, პრაქტიკული კოსმონავტიკის ფუძემდებლის ს. კოროლიოვის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდნენ მეცნიერები: მ. კოლდიში, მ. ტიხონრავოვი, მ. რიაზანსკი, ო. ივანოვსკი, ნ. ლიდორენკო, გ. მაქსიმოვი, ვ. ლაპო, კ. გრინგაუზი, ბ. ჩეკუნოვი, ა. ბუხტიაროვი, ნ. ბერესკოვი და სხვები.

დხთ „სპუტნიკ-1“-ის გაშვებამ დასაბამი მისცა პოლიტიკური, სამხედრო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარების ახალი ეპოქის დასაწყისს. მისი გაშვების თარიღი (4 ოქტომბერი) წარმოადგენს კაცობრიობის კოსმოსური ერის დასაწყისს და იგი ყოველწლიურად აღინიშნება რუსეთში, როგორც კოსმოსური ძალების დღე. მის სახელს ატარებს პლანეტა პლუტონის ზედაპირზე არსებული ერთ-ერთი დაბლობი (სახელი ოფიციალურად დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 2017 წლის 8 აგვისტოს).

გაშვება განხორციელდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს მე-5 კვლევითი პოლიგონიდან „ტიურა-ტამი“ (რომელმაც მოგვიანებით დაერქვა კოსმოდრომი „ბაიკონური“) კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის «Р-7»-ის ბაზაზე შექმნილი რაკეტა-მატარებლის „სპუტნიკის“ მიერ 1957 წლის 4 ოქტომბერს. დხთ-ს ორბიტალური პერიოდი შეადგენდა 1 საათსა და 35 წუთს, ეკვატორის მიმართ დახრილობა — 65°. დხთ წარმოადგენდა 58 სმ დიამეტრის 83.6 კგ ბურთის ფორმის აპარატს, რომელზეც იდგა 20.005 და 40.002 მეგაჰერცი სიხშირის 2 რადიოგადამცემი. სიგნალებს ჰქონდათ ტელეგრაფის გადაცემათა სახეობა. მათი ხანგრძლივობა შეადგენდა 0.3 წმ-ს. ერთი რადიოგადამცემი სიგნალს გადასცემდა მეორე რადიოგადამცემის პაუზის დროს.[1] აპარატიდან სიგნალები განუწყვეტლად გადმოეცემოდა 22 დღის განმავლობაში, სანამ 26 ოქტომბერს ელექტრული ბატარეები არ დაჯდა. 1958 წლის 4 იანვარს, „სპუტნიკ-1“ ორბიტაზე გაშვებიდან სამი თვის შემდეგ ატმოსფეროს ზედა შრეებში დაიწვა. ამ ხნის განმავლობაში აპარატმა 1440-ჯერ შემუფრინა დედამიწას.[2] თანამგზავრის პარალელურად, ოდნავ განსხვავებულ ორბიტაზე ფრინავდა რაკეტა-მატარებელი, რომლითაც იქნა გაშვებული კოსმოსში. დედამიწიდან შესაძლებელი იყო თვალყურის დევნება, როგორც თანამგზავრის ისე რაკეტა-მატარებლის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზ. „კომუნისტი“, №237 (10934), 6 ოქტომბერი, 1957
  2. Zak, Anatoly. Sputnik's mission. RussianSpaceWeb.com (2015). ციტირების თარიღი: 27 December 2015