სპუტნიკ-2
„დედამიწის მეორე საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრი“ ცნობადი არაოფიციალური სახელით „სპუტნიკ-2“ (რუს. «Спутник-2»), თანამგზავრის კოდოდური აღნიშვნაა „პს-2“ (რუს. «ПС-2», «Простейший Спутник-2») — დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი (დხთ), საბჭოთა კოსმოსური აპარატი, რომელიც საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ფარგლებში გაშვებულ იქნა ორბიტაზე 1957 წლის 3 ნოემბერს. დხთ-ზე იმყოფებოდა პირველი ცოცხალი არსება — ძაღლი სახელად „ლაიკა“. თანამგზავრი გაეშვა ოქტომბრის რევოლუციის 40 წლისთავის საპატივცემულოდ, სკკპ ცკ-ის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი მითითებით.
სპუტნიკ-2 | |
---|---|
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკ-2“ | |
მისია | ატმოსფეროს ზედაფენების მეცნიერული კვლევა, აგრეთვე კოსმოსურ სივრცეში სიცოცხლის ფიზიკური პროცესებისა და პირობების შესწავლა. |
COSPAR ID | 1957-002A |
SCN | 00003 |
მისიის ხანგრძლივობა | 162 დღე |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | ОКБ-1 |
მასა | 508.3 კგ |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 4 ნოემბერი, 1957, 02:30 UTC |
სასტარტო მოედანი | სსრკ, ბაიკონურის კოსმოდრომი, ПУ № 1/5 |
რაკეტა-მატარებელი | „სპუტნიკი“ 8К71ПС |
ორბიტის პარამეტრები | |
დიდი ნახევარღერძი | 7314.2 კმ |
პერიცენტრი | 212.0 კმ |
აპოცენტრი | 1660.0 კმ |
ორბიტალური დახრილობა | 65.33° |
ექსცენტრისიტეტი | 0.09892 |
სინოდური პერიოდი | 103.7 წთ |
ყველა კოსმოსური პროგრამა |
დხთ-ს მიზანი იყო ატმოსფეროს ზედაფენების მეცნიერული კვლევა, აგრეთვე კოსმოსურ სივრცეში სიცოცხლის ფიზიკური პროცესებისა და პირობების შესწავლა.
მეორე საბჭოთა დხთ წარმოადგენდა რაკეტა-მატარებლის უკანასკნელ საფეხურს, რომელშიც მოთავსებული იყო კონტეინერები სამეცნიერო აპარატურით.
მეორე ხელოვნურ თანამგზავრზე იყო:
- აპარატურა სპექტრის მოკლეტალღოვან ულტრაიისფერ და რენტგენულ დარგებში მზის გამოსხივების გამოსაკვლევად;
- აპარატურა კოსმოსური სხივების შესასწავლად;
- აპარატურა ტემპერატურისა და წნევის შესასწავლად;
- ჰერმეტული კონტეინერი, რომელშიც არის საცდელი ცხოველი (ძაღლი), ჰაერის კონდიცირების სისტემა, საჭმლის მარაგი და ხელსაწყოები კოსმოსური სივრცის პირობებში ცხოველუნარიანობის შესასწავლად;
- საზომი აპარატურა დედამიწაზე მეცნიერული გაზომვის ცნობების გადმოსაცემად;
- ორი რადიოგადამცემი, რომლებიც მუშაობენ 40.002 და 20.005 მეგაჰერცის სიხშირეებზე (ტალღის სიგრძეა დაახლოებით 7.5 და 16 მეტრი შესაბამისად);
- ელექტროენერგიის საჭირო წყაროები.
აღნიშნული აპარატურის, საცდელი ცხოველისა და ელექტროკვების წყაროების საერთო წონა 508.3 კგ-ს შეადგენს. თანამგზავრმა მიიღო ორბიტული სიჩქარე დაახლოებით 8 კმ/წმ. თანამგზავრის ერთი სრული შემოვლის დრო შეადგენდა დაახლოებით 1 საათსა და 492 წუთს; ორბიტის დახრის კუთხე ეკვატორის სიბრტყისადმი უდრის დაახლოებით 65°.[1]