საერთაშორისო გეოფიზიკური წელი

საერთაშორისო გეოფიზიკური წელი (ფრანგ. Année géophysique internationale) — პერიოდი 1957 წლის 1 ივლისიდან 1958 წლის 31 დეკემბრამდე (18 თვე), რომლის განმავლობაში 67 ქვეყანა მთელ დედამიწაზე ერთიანი პროგრამითა და მეთოდიკით ატარებდა გეოფიზიკურ დაკვირვებებსა და გამოკვლევებს. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის წინამორბედი იყო ადრე ჩატარებული ორი საერთაშორისო პოლარული წელი. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ჩატარებას ხელმძღვანელობდა სპეციალური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე იყო ს. ჩეპმენი. კვლევა გაგრძელდა 1959 წელს საერთაშორისო გეოფიზიკური თანამშრომლობის სახელწოდებით. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ჩატარება დაუკავშირდა მზის აქტიურობის მაქსიმუმის პერიოდს; მის პროგრამაში შედიოდა რაეროლოგიური, მეტეოროლოგიური, ოკეანოგრაფიული, გლაციოლოგიური, მაგნიტური, გრავიმეტრიული და სეისმური დაკვირვებები; ინტენსიურად იკვლვედნენ ატმოსფეროს ზედა ნაწილს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ანტარქტიკის გამოკვლევას, სადაც სხვადასხვა ქვეყანამ დაკვირვებებისათვის ბაზები დააარსა (მაგალითად, სსრკ-ის ობსერვატორია „მირნი“ და სხვები). ჩატარდა ექსპედიციები ანტარქტიდის შიგა რაიონებში. ინტენსიური კვლევა მიმდინარეობდა ოკეანეებში. არქტიკაში მცურავ ყინულებზე სსრკ-მა და აშშ-მა გამართა რამდენიმე ობსერვატორია. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო სსრკ-ის მიერ დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება (1957 წლის 4 ოქტომბერი). საერთაშორისო გეოფიზიკური წლის განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებათა საფუძველზე მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგები ატმოსფეროს ფიზიკური, მეტეოროლოგიური, კოსმოსური სხივების ფიზის, დედამიწის მაგნეტიზმის, სეისმოლოგიის ოკეანოლოგიის, გლაციოლოგიისა და სხვა დარგში. მნიშვნელოვან აღმოჩენათა რიცხვს განეკუთვნება დედამიწის რადიაციული სარტყლების, სამხრეთ სიცივის პოლუსის, იონისფეროში იონიზაციის გადიდებული სიმკვრივის ღრუბლების, ოკეანის სიღრმეში ჩქარი დინებების, უცნობი ცხოველებისა და სხვათა აღმოჩენა. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის პირველი მეცნიერული შედეგები შეაჯამეს საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ასამბლეაზე მოსკოვში 1958 წელს

საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ემბლემა

მონაწილე ქვეყნები

რედაქტირება

საერთაშორისო გეოფიზიკური წელში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები:[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Nicolet, M.. The International Geophysical Year 1957/58. World Meteorological Organization. ციტირების თარიღი: 28 November 2013