სერგეი პავლეს ძე კოროლიოვი (რუს. Сергей Павлович Королёв) (დ. 12 იანვარი, 1907 [ძვ. სტ. 30 დეკემბერი, 1906], ჟიტომირი, უკრაინა ― გ. 14 იანვარი, 1966, მოსკოვი) — საბჭოთა მეცნიერი, რაკეტულ-კოსმოსური სისტემების კონსტრუქტორი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1958), ლენინური პრემიის ლაურეატი (1957).

სერგეი კოროლიოვი
რუს. Сергей Павлович Королёв
დაბ. თარიღი 30 დეკემბერი, 1906 (12 იანვარი, 1907)
დაბ. ადგილი ჟიტომირი, ვოლინის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] [2] [3]
გარდ. თარიღი 14 იანვარი, 1966(1966-01-14)[1] [4] [5] [6] [7] (59 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ[1] [8]
დასაფლავებულია კრემლის კედლის ნეკროპოლისი
მოქალაქეობა  სსრკ[9] [10] [11]
ეროვნება უკრაინელები
საქმიანობა military flight engineer, ინჟინერ-კონსტრუქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი, სამხედრო[12] [13] , მეცნიერი[14] [15] , ინჟინერი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგია“, რეაქტიული მოძრაობის შესწავლის ჯგუფი, რეაქტიული ინსტიტუტი და ნორდჰაუზენი
ალმა-მატერი კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი[16]
მეუღლე ქსენია ვინცენტინი
შვილ(ებ)ი ნატალია კოროლიოვა
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინური პრემია, შრომითი მამაცობის მედალი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ნამგალი და ურო, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, International Space Hall of Fame[17] [18] და სოციალისტური შრომის გმირი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს ერთდროულად დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და მოსკოვის მფრინავთა სკოლა. ამავე წლის ივნისიდან მუშაობა დაიწყო ცენტრალური აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში (ცაგი). 1931 წელს ფ. ცანდერთან ერთად მონაწილეობდა რეაქტიული მოძრაობის შემსწავლელი ჯგუფის ჩამოყალიბებაში (მოსგირდ), რომელსაც 1932 წლის მაისიდან თვითონ ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფმა შემდგომ ააგო და 1933 წლის აგვისტოში გაუშვა პირველი თხევადსაწვავიანი რაკეტა „ГИРД-09“.

განსხვავებით მისი მთავარი ამერიკელი მეტოქე ვერნერ ფონ ბრაუნისგან, კოროლიოვის ვინაობა მის სიკვდილამდე სრულიად უცნობი იყო როგორც დასავლეთისათვის, ასევე საბჭოთა საზოგადოებისათვის, რადგან საბჭოთა მთავრობა, როგორც წესი, ბევრ რამეს, რაც კოსმოსთან იყო დაკავშირებული, მალავდა. იგი ცნობილი იყო როგორც „მთავარი კონსტრუქტორი“.

მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად იგი დაკავებული იყო თვითმფრინავების შექმნით, მან მალე თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა ორგანიზატორმა. სტალინური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლმა ციხეებში ექვსი წელი გაატარა (მათ შორის რამდენიმე თვე ციმბირის ოქროსმომპოვებელ ბანაკებში). გათავისუფლების შემდეგ იგი გახდა საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ერთ-ერთი მთავარი კონსტრუქტორი. მოგვიანებით იგი გახდა საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელი და მისი მონდომებით გაშვებულ იქნა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი და პირველი ადამიანი კოსმოსში. მისი სიკვდილის შემდეგ, 1966 წელს, კოროლიოვის საბჭოთა მთვარის პროგრამა, რომელიც მთვარეზე ადამიანის დაშვებას ისახავდა მიზნად ამერიკელებზე ადრე, განუხორციელებელი დარჩა.

გარდაიცვალა 1966 წლის 14 იანვარს, არასწორად ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Королёв Сергей Павлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. http://connection.ebscohost.com/c/book-chapters/36578483/sergei-korolev-soviet-space-program
  3. http://link.springer.com/content/pdf/10.1134/S101933160701011X.pdf
  4. http://link.springer.com/content/pdf/10.1007%2F978-1-4419-8150-9_3.pdf
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. TracesOfWar
  7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. http://www.komonews.com/news/tech/10154836.html
  9. http://www.nytimes.com/2009/07/18/opinion/18iht-edbignami.html?hpw
  10. http://www.nytimes.com/books/97/09/28/reviews/970928.28rolandt.html
  11. http://www.bbc.co.uk/science/space/solarsystem/space_missions/sputnik_1/
  12. http://www.sciencephoto.com/media/122422/view
  13. http://images.sciencesource.com/preview/SN4545.html
  14. http://www.sciencephoto.com/media/226384/view
  15. http://www.sciencephoto.com/media/226385/view
  16. https://www.ifri.org/sites/default/files/atoms/files/ifribaumancarolesigmanframars2010.pdf
  17. https://www.nmspacemuseum.org/inductee/sergei-p-korolev/
  18. Space Pioneers EnshrinedLas Vegas: 1976. — გვ. 6.