კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „კიევის იგორ სიკორსკის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრ. Націона́льний техні́чний університе́т Украї́ни «Ки́ївський політехні́чний інститу́т і́мені І́горя Сіко́рського») — უმაღლესი სასწავლებელი კიევში, რომელიც არის უკრაინაში ყველაზე დიდი უნივერსიტეტი. იგი შედგება 18 ფაკულტეტის, 7 საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების (მათ შორის ერთი სამხედრო), 15 კვლევითი ინსტიტუტისა და ცენტრისგან. ამჟამად ინსიტიტუტში არის 375 პროფესორი და დაახლოებით 36 ათასი სტუდენტი.
უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი „კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ | |
---|---|
დაფუძნდა | 31 აგვისტო, 1898 |
ატარებს სახელს | იგორ სიკორსკი[1] და ალექსანდრე II |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | მიხეილ ზგუროვსკი |
პროფესორი | 375 |
სტუდენტი | 36 000 |
მდებარეობა | კიევი |
ქალაქი | კიევი |
ქვეყანა | უკრაინა |
კავშირები | ORCID[2] |
kpi.ua |
ინსტიტუტი დაფუძნდა 1898 წლის 31 აგვისტოს. თავდაპირველად არსებობდა სწავლის ოთხი მიმართულება: მექანიკური, ქიმიური, სასოფლო-სამეურნეო და საინჟინრო. პირველ წელს კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 360 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო პირველი რექტორი იყო ვიქტორ კირპიჩოვი. უმაღლესი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობას იღებდნენ გამოჩენილი რუსი მეცნიერები: ნიკოლაი ჟუკოვსკი, კლიმენტ ტემერაზევი და დიმიტრი მენდელეევი.