ლოხ-კორიბი
ლოხ-კორიბი (ინგლ. Lough Corrib) — გამდინარე ტბა ირლანდიის დასავლეთ ნაწილში. ზედაპირის ფართობი 176 კმ², მაქსიმალური სიღრმე 50,9 მ. გადაჭიმულია 43,5 კმ-ზე, უდიდესი სიგანეა 16,1 კმ. აქვს არასწორი კონტურის ფორმა. იყოფა ორ: ზედა და ქვედა ნაწილად. ტბის ქვაბული კარსტული წარმოშობისაა, რომელიც გადაღრმავებულია ძველი მყინვარის მიერ. ნაპირები უმეტესწილად დაბალია, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით ციცაბოა და მაღალი. ტბას ასაზრდოებს მდინარეები: გრეგი, კლერი და ბლეკ-რივერი. ბევრია კუნძული. სულ 365 კუნძულია, რომელთაგან უდიდესია კუნძული ინჩაგოილი, სადაც შემორჩენილია წმინდა პატრიკის ეკლესიის ნანგრევები. ჩამონადენი მდინარე კორიბზე ატლანტის ოკეანის გოლუეის ყურეში. მდიდარია თევზით. მოიპოვება კუმჟა, წერი, ქორჭილა და ორაგული. 1996 წლის 7 ივნისიდან შედის რამსარის საერთაშორისო ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში.
ლოხ-კორიბი | |
---|---|
ლოხ-კორიბი | |
კოორდინატები: 53°26′ ჩ. გ. 9°14′ დ. გ. / 53.433° ჩ. გ. 9.233° დ. გ. | |
მდებარეობა | ირლანდია |
სიგრძე | 43,5 კმ |
სიგანე | 16,1 კმ |
ფართობი | 176 კმ² |
საშუალო სიღრმე | 6,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 50,9 მ |
ჩამდინარე მდინარეები | გრეგი კლერი ბლეკ-რივერი |
გამომდინარე მდინარე | კორიბი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლოხ-კორიბი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)