ლენსტერი
ლენსტერი (ინგლ. Leinster, ირლ. Laighin) — ირლანდიის პროვინცია, მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
კოორდინატები | 53°20′52″ ჩ. გ. 6°15′35″ დ. გ. / 53.34778° ჩ. გ. 6.25972° დ. გ. | ||||
ფართობი | 19 800 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2 501 208 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
ISO 3166 კოდი | IE-L[1] | ||||
![]() | |||||
ისტორიარედაქტირება
უძველეს დროში დღევანდელი ლენსტერი იყოფოდა სამ სამეფოდ: მიდე, ოსრეგი და ლენსტერი. ნორმანთა შემოჭრის შემდეგ მიდე და ლენსტერი თანდათან შეერწყა ერთმანეთს. ამის ძირითადი მიზეზი პეილი იყო, რომელიც მოიცავდა ორივე ტერიტორიას. შემდგომში უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.
საგრაფოებირედაქტირება
ლენსტერი აერთიანებს 12 საგრაფოს: კარლოუ, დუბლინი, კილდერი, კილკენი, ლიში, ლონგფორდი, ლაუტი, მითი, ოფალი, უესტმითი, უექსფორდი და უიკლოუ. ისტორიული საგრაფო დუბლინი დღეს ადმინისტრაციულად დაყოფილია 3 საგრაფოდ (დან-ლერი-რატდაუნი · ფინგალი · სამხრეთი დუბლინი) და ქალაქ დუბლინად.
უდიდესი დასახლებებირედაქტირება
# | დასახლება | საგრაფო | მოსახლეობა |
---|---|---|---|
1 | დუბლინი | 1,110,627 | |
2 | სვორდსი | ფინგალის საგრაფო | 42,738 |
3 | დროედა | ლაუტის საგრაფო | 38,578 |
4 | დანდალკი | ლაუტის საგრაფო | 35,085 |
5 | ბრეი | უიკლოუს საგრაფო | 31,901 |
6 | ნავანი | მითის საგრაფო | 28,179 |
7 | კილკენი | კილკენის საგრაფო | 24,423 |
8 | ნიუბრიჯი | კილდერის საგრაფო | 21,561 |
9 | კარლოუ | კარლოუს საგრაფო | 20,724 |
10 | ნეისი | კილდერის საგრაფო | 20,573 |
11 | ათლონი | როსკომონის საგრაფო უესტმითის საგრაფო |
20,138 |
12 | მალინგარი | უესტმითის საგრაფო | 20,103 |
13 | უექსფორდი | უექსფორდის საგრაფო | 20,072 |
14 | სელბრიჯი | კილდერის საგრაფო | 19,537 |
მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- CSO Irish Regional Income/GDP 2004 Report
- http://www.gaelscoileanna.ie/assets/Staitistic%C3%AD-2010-2011_Gaeilge.pdf
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.