ლიში (ინგლ. Laois) — საგრაფო ირლანდიის ცენტრალური ნაწილის სახმრეთ-აღმოსავლეთით. შედის ლენსტერის პროვინციაში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი — პორტ-ლიში. მოსახლეობა — 80,559 ადამიანი (23-ე ადგილი საგრაფოებს შორის; 2011 წლის მონაცემები).

საგრაფო
ლიში
Laois
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
ადმ. ცენტრი პორტ-ლიში
შიდა დაყოფა Graiguecullen–Portarlington, Borris-in-Ossory–Mountmellick და Portlaoise
კოორდინატები 53°00′00″ ჩ. გ. 7°24′00″ დ. გ. / 53.00000° ჩ. გ. 7.40000° დ. გ. / 53.00000; -7.40000
დაარსდა 1556
ფართობი 1,720 კმ²
მოსახლეობა 80,559 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 34,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC±00:00
საავტომობილო კოდი LS
ოფიციალური საიტი laois.ie

გეოგრაფია

რედაქტირება

ტერიტორიის ფართობი — 1719 კმ2 (23-ე ადგილი).

საგრაფო დაარსდა მერი I-ის მიერ, როგორც დედოფლის საგრაფო. საგრაფომ თავისი ამჟამინდელი სახელწოდება ირლანდიურ ენაზე მიიღო ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს. ლიში აგრეთვე იწერებოდა, როგორც „Leix“. პორტი-ლიში (წინა სახელწოდება — მერიბორო) — საგრაფოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ინგლისის მიერ ირლანდიის კოლონიზაციის პერიოდში ლიში იყო კოლონია. პირველად ეს მოხდა 1556 წელს, როდესაც გრაფმა ესეკიელმა ომურების კლანს ჩამოართვა საკუთრების უფლება და სცადა მათი ჩანაცვლება ინგლისელი კოლონისტებით. მიუხედავად ამისა, ეს გადაიქცა პარტიზანულ ომში. ქვეყნის კოლონიზაციის უფრო წარმატებული მცდელობა განხორციელდა XVII საუკუნეში, მის დროს უკვე არსებულმა ინგლისურმა დასახლებამ გააფართოვა საზღვრები. თუმცა, ორივე მცდელობა არ იყო სრულიად წარმატებული არენდატორების ნაკლებობისა და ომურების მიერ განხორციელებული იერიშების გამო. მოგვიანებით, 1690-იანი წლებში, საგრაფო გახდა სახლი ფრანგი ჰუგენოტებისა, რომლებიც აქ დასახლდნენ ირლანდიაში ომის დროს ვილჰელმ III-ისთვის მსახურობის შემდეგ. ამასთან ერთად, მაუნთმელიკში დასახლდნენ დიდი რაოდენობით კვაკერები, რომლებიც ავრცობდნენ იმ უბანს.

1922 წელს სახელწოდების შეცვლის მიუხედავად, საკუთრების მნიშვნელოვანი დოკუმენტები დღემდე ფორმდება დედოფლის საგრაფოს სახელით.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
  • Slieve Bloom Mountains
  • Rock of Dunamase
  • Emo Court
  • Castle Durrow
  • Stradbally House
  • Mountmellick Quaker Museum
  • Ballyfin House
  • Dunamase Arts Centre, Portlaoise

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება