ლესტერ პირსონი
ლესტერ ბოულს პირსონი (ინგლ. Lester Bowles Pearson; დ. 23 აპრილი, 1897, ნიუტონბრუკი, ონტარიო, კანადა — გ. 27 დეკემბერი, 1972, ოტავა, კანადა) — კანადელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, კანადის მე-14 პრემიერ-მინისტრი 1963-1968 წლებში. 1957 წელს მოიპოვა ნობელის მშვიდობის პრემია, რადგან მოახდინა გაეროს საგანგებო ძალების ორგანიზება, სუეცის არხის კრიზისის მოსაგვარებლად.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1897 წლის 23 აპრილს ირლანდიური წარმოშობის ღარიბი მეთოდისტი მღვდლის ედვინ არტურ პირსონისა და მისი მეუღლის ენ სარაჰის ოჯახში. განათლება მიიღო ტორონტოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში.
პირსონს ჰყავდა ორი ძმა ვაუგჰან ვჰიტერ პირსონი და მარმადუკ პირსონი. მალევე ლესტერის მამამ ახალგაზრდა ოჯახთან ერთად ქალაქ აურორაში გადავიდა, სადაც ის მღვდელმსახურებას აღავლენდა. პირსონმა 1913 წელს 16 წლის ასაკში დაამთავრა ჰამილტონის კოლეჯი, რომლის შემდეგაც ის ჩაირიცხა ტორონტოს უნივერსიტეტის ვიქტორიის კოლეჯში. პირსონი ვიქტორიის კოლეჯში ისტორიის და ფსიქოლოგიის კურსზე წარჩინებით გამოირჩეოდა, რომლის შედეგადაც მან კანადის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ხარისხი მიიღო. ვიქტორიის კოლეჯის დასრულების შემდგომ პირსონმა ოქსფორდში წმინდა ჯონის კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია მოიპოვა, სადაც ის 1921-1923 წლებში სწავლობდა.
სპორტული ინტერესები
რედაქტირებატორონტოს უნივერსიტეტში სწავლის დროს პირსონი აქტიურად თამაშობდა რაგბსა და კალათბურთს. პირსონი ასვე აქტიურად თამაშობდა ოქსფორდის ჰოკეისგუნდში, სადაც ის 1923 წელს სპენგლერის თასი მოიგო. პირსონი ასევე აქტიურად იყო გატაცებული ბეისბოლით და ლაკროისის თამაშით. პირსონი საკმაოდ ნიჭიერი ბეისბოლის მოთამაშე იყო, რის გამოც ის ნახევრად პროფესიონალურ გუნდში თამაშობდა, რომლის შედეგადაც ის ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრს მოგზაურობდა. პირსონი ასევე გატაცებული იყო და კარგად ფლობდა გოლფს და ჩოგბურთს.
პირველი მსოფლიო ომი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, 1915 წელს პირსონი კანადის არმიის სამედიცინო კორპუსში გაწევრიანდა, რომელიც კანადის საზღვრებს გარეთ გაგზავეს. მისი მსახურობის პერიოდში პირსონი დისლოცირებული იყო სამხრეთ ევროპაში და ეგვიპტეში, რის შემდეგაც იგი იბრძოდა სალონიკის ფრონტზე. კონფლიქტის პერიოდში იგი ასევე სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას უწევდა სერბიის არმიას. სამედიცინო კორპუსში მსახურობის დროს პირსონმა ლეიტენანტის ჩინს მიაწია, რომლის შემდგომაც მან ავიაციაში გადაყვანა მოითხოვა. ავიაციაში გადაყვანიდან მალევე პირსონი ორჯერ დაშავდა. მან ფრენა ინგლისში ჰენდონის ავიაბაზაზე ისწავლა. პირსონი მისი პირველი ფრენის დროს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა.
1918 წელს ლონდონში უშუქობის დროს პირსონს ავტობუსი დაეჯახა, რომლის შედეგადაც იგი კანადაში სარეაბილიტაციოდ გააგზავნეს, მაგრამ იგი მალევე სამხედრო სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მისი მფრინავობის პერიოდში პირსონმა მისი მეტსახელი მაიკი მიიღო, ვინაიდან მისი ფრენის ინსტრუქტორი ლესტერი მფრინავისთვის შეუფერებელ სახელად მიიჩნევდა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ პირსონი ლესტერს ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის ან საჯარო შეკრებებზე დასწრების დროს იყენებდა, მაგრამ მისი ახლო მეგობრები და ოჯახის წევრების მას მუდმივად მაიკად მოიხსენიებდნენ.
ომის შემდგომი წლები
რედაქტირებაომის დასრულების შემდეგ პირსონი ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლას დაუბრუნდა და 1919 წელს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. სწავლის დასრულების შემდგომ პირსონი ერთი წლის განმავლობაში ჰამილტონში და ჩიკაგოში ხორცის შემფუთავად მუშაობდა, რითაც უკმაყოფილო იყო.
ოქსფორდი
რედაქტირებასტიპენდიის მოპოვების შემდგომ პირსონი ორი წლის განმავლობაში ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ჯონის კოლეჯში სწავლობდა, სადაც მან 1923 წელს თანამედროვე ისტორიის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. 1925 წელს კანადაში დაბრუნების შემდგომ პირსონმა ტორონტოს უნივერსიტეტში ისტორიის სწავლება დაწყო.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებადიპლომატიური სამსახური
რედაქტირებამისი კარიერა დიპლომატიური სამსახურით დაიწყო 1928 წელს, 1941 წლიდან მუშაობდა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1945 წლიდან კანადის ელჩია აშშ-ში, 1948-1952 წლებში ხელმძღვანელობს კანადის დელეგაციას გაეროში, 1952-1953 წლებში გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეა. მონაწილეობდა ჩრდილოეატლანტიკური პაქტის ხელმოწერაში.
1957 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია სუეცის კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების გამო. შემდეგ მან წამოიწყო გაეროს სამშვიდობო ძალების შექმნაზე მუშაობა, რამაც ხელი შეუწყო 1956 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დასრულებას.
დეპუტატი, მინისტრი, პრემიერი
რედაქტირება1948 წლიდან პარლამენტის წევრია ლიბერალური პარტიის რიგებიდან, მუშაობდა ლუი სენ-ლორანის კაბინეტში, ხოლო შემდეგ სახელმწიფო მდივნად საგარეო საქმეთა საკითხებში (საგარეო საქმეთა მინისტრი). 1958 წლის არჩევნებზე ლიბერალების გამანადგურებელი დამარცხების შემდეგ, იგი გახდა პარტიის ხელმძღვანელი.
პირსონის როგროც ოპოზიციის ლიდერის პირველი საპარლამენტო სხდომა მძიმედ დაიწყო. ჯონ დიფენბეკერთან დებატების დროს პირსონმა ხელისუფლების დათმობა არჩევნების გარეშე მოსთხოვა, ვინაიდან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იყო. საპასუხოდ დიფენბეკერმა ლიბერალების საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კრიზისი წლის ბოლოს იყო მოსალოდნელი. დოკუმენტის გასაჯაროვებამ 1957 წლის ლიბერალების საარჩევნო კამპანიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
დოკუმენტის გასაჯაროვების შემდგომ 1958 წლის არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. არჩევნებში პარტიამ ადგილების ნახევარი დაკარგა, დიფენბაკერის კონსერვატიულმა პარტიამ 265 ადგილიდან 208 მოიპოვა. არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი კვებეკი წააგო, რომელიც 1917 წლიდან მუდმივად ლიბერალური პარტიის კონტროლის ქვეშ იყო.
1960 წელს არჩევნების კატასტროფული წაგების შემდგომ პირსონმა მოაზროვნეები შეკრიბა, რომლებმაც ლიბერალური პარტიის მომავალი პოლიტიკა შეიმუშავეს. ლიბერალური პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდგომ პირსონმა აღნიშნული პოლიტიკათა უმრავლესობის იმპლემენტაცია განახორციელა.
1962 წლის არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა, მმართველმა პარტიამ ხელისუფლების ფორმირებისთვის საჭირო მანდატები ვერ მოიპოვა და უმცირესობაში მყოფი მთავრობა ჩამოაყალიბა. არჩევნებიდან მალევე პირსონმა კონსერვატორების მერყეობა აშშ-ს ატომური იარაღის კანადურ რაკეტებზე გამოყენებასთან დაკავშირებით მის სასარგებლოდ გამოყენა. კანადის თავდაცვის მინისტრი დუგლას ჰარკენსი გადადგა, ხოლო მეორე დღეს კანადის მთავრობამ უნდობლობის ვოტუმი ორჯერ წააგო, რამაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. არჩევნებში ლიბერალებმა 129 მანდატი მოიპოვეს, აქედან 95 კონსერვატორებისგან. არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ ხმების 41 პროცენტი მიიღო, მაგრამ უმრავლესობისთვის საჭირო 5 ხმა ვერ მოიპოვა. სოციალური კრედიტის პარტიის მხარდაჭერის შედეგად პირსონს მთავრობის ფორმირების საშუალება მიეცა, რის შემდგომაც დიფენბაკერი თანამდებობიდან გადადგა.
1963 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის რამდენიმე მცირე პარტიის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ლიბერალების უმცირესობის მთავრობა. ტომი დუგლასთან და რეგიონალური დონის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იგი ითვლება კანადის თანამედროვე სოციალური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ შემქმნელად, კერძოდ, 40-საათიანი სამუშაო კვირა და ორკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების გარანტია, ახალი მინიმალური ხელფასის შემოღება, ფედერალური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სახელმწიფოს ხარჯზე, კანადის საპენსიო პროგრამა და სახელმწიფო სტუდენტური სესხები. მის დროს მიიღეს კანონი, რომელმაც ფაქტობრივად გააუქმა სიკვდილით დასჯა ქვეყანაში.
1965 წელს პრემიერმა წარმოადგინა კანადის ახალი დროშა (დაამატა ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი). ასევე შეცვალა ჰიმნი. ყველაფერი ეს და ასევე 1967 წელს კანადის კონფედერაციის ასი წლის იუბილის აღნიშვნა მოწმობდა ეროვნული თვითშეგნების ზრდას.
კვებეკის პროვინციაში მღელვარებების პერიოდში, რომელიც გამოწვეული იყო ფრანკო-კანადური სეპარატიზმით, მან გაატარა „კოოპერატიული ფედერალიზმის“ პოლიტიკა, შექმნა სამეფო კომისია, შემოიღო ბილიგვიზმი და ბიკულტურალიზმი, კვებეკელ მეამბოხეებთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა. პირსონის პრემიერობის დროს, 1967 წლის ივლისში შედგა საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლის სკანდალური ვიზიტი, როდესაც მან წარმოთქვა ცნობილი სიტყვა „გაუმარჯოს დამოუკიდებელ კვებეკს!“
მიუხედავად იმისა, რომ პირსონი ხელისუფლებაში მოვიდა უფრო პრო-ამერიკული პროგრამით, ვიდრე მისი კონსერვატიული მოწინააღმდეგე დიფენბეიკერი, იგი აშშ-საგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. კერძოდ პირსონი ეწინააღმდეგებოდა კანადის მონაწილეობას ვიეტნამის ომში და მისმა მთავრობამ პირველად შემოიღო დამატებითი გადასახადი უცხოური კაპიტალით კონტროლირებადი კომპანიების შემოსავალზე.
გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა
რედაქტირება1967 წელს პირსონმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც მალევე პარტიის ყრილობა და ახალი ლიდერის არჩევა მოჰყვა. პარტიის მიერ პირსონის შემცვლელად პიერ ტრიუდო იყო არჩეული, რომელიც პირსონის კაბინეტში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. ტრიუდოს მსგავსად პირსონის კაბინეტის წევრები ჯონ ტერნერი და ჟან შეტიენიც კანადის პრემიერმინისტრები გახდნენ.
1968 წლიდან 1969 წლამდე პირსონი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო განვითარების კომისიის თავმჯდომარეობდა. გადადგომიდან მალევე პირსონი კალრტონის უნივერსიტეტში ისტორიის და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით ლექციებს კითხულობდა. 1970 და 1972 წლამდე იგი საერთაშორისო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი მმართველი იყო. 1969-1972 წლამდე პირსონი კალრტონის უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.
ნობელის პრემია
რედაქტირებაგაეროს მეშვეობით სუეცის კრიზისის გადაჭრის გამო 1957 წელს პირსონს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. კომისიის განცხადებით პირსონის ძალისხმევამ „მსოფლიო გადაარჩინა“, მაგრამ მისი კრიტიკოსების განცხადებით პირსონის ქმედებებმა კანადის და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები გააუარესა. სუეცის კრიზისის გადაჭრის გამო პირსონი დაგ ჰამარშელდთან ერთად გაეროს სამშვიდობო მისიის დამფუძნებლად მიიჩნევა. პირსონის მიერ შეტანილი წვლილის გამო მის პატივსაცემად ნობელის პრემიის მედალი კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათაო ოფისის მისაღებში არის განთავსებული.
ავადმყოფობა და გარდაცვალება
რედაქტირება1970 წელს პირსონს ანევრიზმის ოპერაცია გაუკეთდა, რისთვისაც ექიმები იძულებულნი გახდნენ მისი მარჯვენა თვალი ამოეღოთ[15].
პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ პირსონი მისი კარიერის შესახებ 3 ნაწილიან ავტობიოგრაფიის დაწერას აპირებდა, 1972 წლის ნობერისთვის მან მისი მეორე წიგნის რამდენიმე თავის დაწერა მოახერხა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. პირსონი შეეცადა მემუარების წერა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა ეტაპობრივად უარესდებოდა, რაც მის მუშაობას ხელს უშლიდა.
1972 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადეს, რომ კიბო ღვიძლში გავრცელდა და პერსონი კომაში ჩავარდა. გარდაიცვალა ამავე დღის ბოლოს, ოტავაში[16]. დაკრძალეს მაკლარენის სასაფლაოზე[17].
ლიტერატურა
რედაქტირება- Canadian Encyclopedia. "Lester B. Pearson" (2015)online
- English, John. Shadow of heaven : the life of Lester Pearson: Volume 1 1897–1948 (1990) online free
- John English (2011). The Worldly Years: vol. 2: Life of Lester Pearson 1949–1972. Random House Digital, Inc.. ISBN 978-0-307-37539-1.
- Ferguson, Will (1999). Bastards and Boneheads: Canada's Glorious Leaders, Past and Present. Vancouver: Douglas & McIntyre. ISBN 978-1-55054-737-5. OCLC 44883908.
- Pearson, Lester B; Fry, Michael G (1975) "Freedom and change" : essays in honour of Lester B. Pearson. Toronto: McClelland & Stewart. ISBN 978-0-7710-3187-8. OCLC 2692327. Also OCLC 463535217 and OCLC 300360332 online free.
- Hillmer, Norman; Granatstein, J L (1999) Prime ministers: ranking Canada's leaders. Toronto: HarperCollins. ISBN 978-0-00-200027-7. OCLC 41432030. Also ISBN 978-0-00-638563-9.
- Hutchison, Bruce (1964). Mr. Prime Minister 1867–1964. Don Mills, Ont: Longmans Canada. OCLC 5024890. Also OCLC 422290909.
- Lester Pearson's Peacekeeping: The Truth May Hurt by Yves Engler Publication Date: Feb 2012 Pages: 160
- Pearson, Geoffrey A.H. (1993). Seize the Day: Lester B. Pearson and Crisis Diplomacy. Carleton University Press.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Four Faces of Peace – Nobel Lecture, 11 December 1957
- Biography at the Library and Archives Canada
- Lester B. Pearson: From Peacemaker to Prime Minister at the CBC Digital Archives
- Lester Bowles Pearson at The Canadian Encyclopedia
- An in-depth exploration of Pearson’s diplomacy during the Suez Crisis of 1956, created by National Dream Productions in conjunction with The Historica Dominion Institute
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
- ↑ 5.0 5.1 Library of Parliament — 1876.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Geni.com — 2006.
- ↑ The Nobel Peace Prize 1957 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Liste complète des récipiendaires de 1864 à aujourd'hui — Laval University.
- ↑ https://cha-shc.ca/prize-winner/lester-b-pearson/
- ↑ „Pearson hovers near death as cancer spreads to his liver“. The Globe and Mail. 28 December 1972. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
- ↑ „Lester Pearson dies in Ottawa“. The Globe and Mail. 28 December 1972. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 17 September 2014.
- ↑ Historic Sites and Monuments Board of Canada – Former Prime Ministers and Their Grave Sites – The Right Honourable Lester Bowles Pearson. Government of Canada (20 December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 27 February 2014.