უკრაინა-ნატოს ურთიერთობები
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
უკრაინასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო) შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო. უკრაინამ 2008 წელს მიმართა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP) ინტეგრაციისთვის. ნატოში გაწევრიანების გეგმები უკრაინამ შეაჩერა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც სურდა ქვეყნა არ შესულიყო ალიანსში. [1] [2] ევრომაიდანის არეულობის ფონზე, 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი გაიქცა უკრაინიდან. [3] იაცენიუკის დროებითმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, თავდაპირველად თქვა, ქვეყნის სტატუსზე მითითებით, რომ ნატოში გაწევრიანებას არ აპირებდა. [4] თუმცა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შემოჭრისა და 2014 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ ნატოში გაწევრიანება პრიორიტეტად აქცია. 2019 წლის 21 თებერვალს უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, ნორმები უკრაინის სტრატეგიული კურსის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ ძირითადი კანონის პრეამბულაში, სამ მუხლში და გარდამავალ დებულებებშია გათვალისწინებული.
ნატო |
უკრაინა |
2021 წლის ივნისის ბრიუსელის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გაიმეორეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმით, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი და უკრაინის უფლებაა, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ დაადებს ვეტოს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, „რადგან ჩვენ არ დავბრუნდებით ინტერესთა სფეროების ეპოქაში, როცა დიდი ქვეყნები წყვეტენ, რა უნდა გააკეთონ პატარებმა“. [5]
ნატოში გაწევრიანების შესახებ შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.
2005-2013 წლებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, უკრაინის საზოგადოების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებაზე დაბალი რჩებოდა. [6] [7] [8] [9] [10] [11] თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ, საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის ნატოში გაწევრიანებისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2014 წლის ივნისიდან გამოკითხვებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 50% მხარს უჭერდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. 2017 წლის ივნისში, დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების დაახლოებით 69%-ს სურს ნატოში გაწევრიანება, რომ შევადაროთ 2012 წელს, იანუკოვიჩის ხელისუფლების დროს, 28% უჭერდა მხარს. [12]
რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ
რედაქტირებარუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას. 2008 წლის 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა თავისი რაკეტები უკრაინას დაუმიზნოს, თუ მისი მეზობელი შეუერთდება ნატოს და დათანხმდება აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის ფარის განთავსებას. [13] უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე უცხო სამხედრო ბაზებს; [14] 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ნატო არ გეგმავდა სამხედრო ბაზების უკრაინაში განთავსებას. [15] რუსეთთან ერთად, ჩინეთიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას. [16]
პრემიერ-მინისტრმა პუტინმა 2008 წელს ნატო-რუსეთის სამიტზე განაცხადა, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მის ქვეყანას შეეძლო აღმოსავლეთუკრაინისა და ყირიმის ანექსია. [17]
2008 წლის 20 ნოემბერს უნგრეთის პარლამენტში ნატოს კონფერენციაზე, გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ აურელია ბუჩესმა თქვა: „ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ნატოს გაფართოებასა და რუსეთს შორის, რადგან ორივე გვჭირდება“ და ნატოს გენერალური მდივნის, იააპის დე ჰოოპ სხეფერმა თორმეტი დღის შემდეგ ესპანეთში გამართულ კონფერენციაზე თქვა: „ყოფილ საბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაჩენა რეალობაა. ამ სახელმწიფოების უნარი, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, არის ლაკმუსის ტესტი ახალი ევროპისთვის. უნდა გავაკეთოთ არჩევანი რუსეთთან კარგ ურთიერთობასა და შემდგომ გაფართოებას შორის? ჩემი პასუხია არა - ჩვენ არ ავირჩევთ, არ გავწირავთ ერთს მეორესთვის. ეს ახალ გამყოფ ხაზებს მოიტანდა“ [18] .
2014 წლის 18 ნოემბერს BBC- სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოითხოვა "100%-იანი გარანტია, რომ არავინ იფიქრებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე"; 2 დღის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო ეს მოწოდება და განაცხადა, რომ ეს იქნებოდა "უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემის იდეის დარღვევა, რაც ფუნდამენტურია". [19] [20]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ukraine makes it official: Nation will abandon plans to join NATO“. Kyiv Post. May 28, 2010.
- ↑ Yanukovych opens door to Russian navy keeping base in Ukraine GlobalSecurity.org Retrieved on March 09, 2010
- ↑ „Ukraine has no alternative to Euro-Atlantic integration – Poroshenko“. Interfax-Ukraine. 23 December 2014.
- ↑ „Deschytsia states new government of Ukraine has no intention to join NATO“. Interfax-Ukraine. 29 March 2014.
- ↑ „European Truth“. NATO Secretary General: It is not up to Russia to decide whether Ukraine will be a member of the Alliance.
- ↑ Razumkov Centre poll. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2014. ციტირების თარიღი: August 26, 2009
- ↑ „Ukraine leftists meet NATO envoys with burning U.S. flag“. RIA Novosti. 2008-06-17. ციტირების თარიღი: 2008-09-20.
- ↑ Khrestin, Igor (2008-08-18). „Politics as usual“. UNIAN. ციტირების თარიღი: 2008-09-20.
- ↑ NATO military exercise begins in Ukraine[მკვდარი ბმული] Retrieved on September 20, 2008
- ↑ „Half of Ukrainians opposed to Ukraine's membership of NATO, poll indicates“. Interfax-Ukraine. 2008-02-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 4, 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-15.
- ↑ Ukrainians Likely Support Move Away From NATO, Gallup (April 2, 2010)
- ↑ „Pledging reforms by 2020“. Reuters. 2017-07-11. ციტირების თარიღი: 2017-07-11.
- ↑ „Russia in Ukraine missile threat“. BBC News. February 12, 2008. ციტირების თარიღი: May 26, 2010.
- ↑ „Ukraine's territory will never be used against Russia, says Yuschenko“. Interfax-Ukraine. July 6, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 29, 2012. ციტირების თარიღი: July 6, 2009.
- ↑ „NATO not planning to deploy military bases in Ukraine“. Kyiv Post. December 16, 2009.
- ↑ „China joins Russia in opposing Nato expansion“. BBC News. 4 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 February 2022. ციტირების თარიღი: 4 February 2022.
- ↑ „Imperski kompleksy brativ rosiyan Abo Ne rozsypayte perly pered svynyamy“ Імперські комплекси братів росіян Або Не розсипайте перли перед свинями [The Imperial complex of Russian brothers, or, Do not cast pearls before swine]. Ukrayinska Pravda (უკრაინული). July 3, 2008.
- ↑ Tony Halpin (2008-11-20). „Don't turn deaf ear to Ukraine Nato bid, Viktor Yushchenko begs allies“. The Times. ციტირების თარიღი: 2019-05-10.
- ↑ „Ukraine crisis: Russia demands guarantees from Nato“. BBC News. 18 November 2014.
- ↑ „Stoltenberg dismisses Kremlin's request for guarantees over Ukraine membership of NATO“. The Baltic Times. 20 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 31 მარტი 2022.