მირიან ბატონიშვილი

მირიან ბატონიშვილი (ბაგრატიონი; დ. 19 აგვისტო, 1766 ― გ. 15 სექტემბერი, 1834) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე.

მირიან ბატონიშვილი, 1827

შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა. პეტერბურგიდან მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან. მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა. 1797 დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა. მსახურობდა „კავკასიის ლინიაზე“ გენერალ გუდოვიჩთან. მირიან ბატონიშვილმა შემოგვინახა „დავითიანის“ გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა. მირიან ბატონიშვილი 1798 იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა. 1801 წლის 15 მარტიდან სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში, ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. რუსულიდან თარგმნა „სწავლა თქმული ილია მინიატისაგან“ (A - 1448), ბრავეს ტრაგედია „ატეისტი“ (H - 2321). ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

1814 წლის 22 მაისს ცოლად მოიყვანა მარია ალექსანდრეს ასული ხილკოვა (რუს. Мария Алексанровна Хилкова; დ. 17 ივნისი, 1788 — გ. 31 მაისი, 1815). შვილები არ ჰყოლიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება