ალექსანდრე ნეველის ლავრა

ალექსანდრე ნეველის ლავრა (რუს. Александро-Невская лавра) — მართლმადიდებლური მამათა მონასტერი სანქტ-პეტერბურგში. პირველი და ყველაზე დიდი მონასტერი ქალაქში. 1797 წლიდან პავლე I-ის ბრძანებით აქვს ლავრის სტატუსი.

ალექსანდრე ნეველის ლავრა
ალექსანდრე ნეველის ლავრა — რუსეთი
ალექსანდრე ნეველის ლავრა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′11″ ჩ. გ. 30°23′19″ ა. გ. / 59.91972° ჩ. გ. 30.38861° ა. გ. / 59.91972; 30.38861
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810589000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სასაფლაო, სადაც კრძალავდნენ XVIII-XIX საუკუნეების ცნობილ მოღვაწეებს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

პეტრეს ეპოქა

რედაქტირება

მხარეთმცოდნეების ზოგიერთ გამოცემაში ზოგჯერ წერენ, რომ ალექსანდრე ნეველის მონასტერი თავად პეტრე I-მა დააარსა. 1710 წელს, მას შემდეგ რაც იმპერატორმა იხილა მდინარე ჩერნო-რეჩკის (ამჟამად მონასტირკა) ნევასთან შეერთების ადგილი, გამოსცა ბრძანება ამ ადგილზე მონასტრის აშენების შესახებ, რომლისთვისაც გამოიყო გარკვეული მიწის ნაკვეთი მდინარე ნევის ორივე მხარეს. ტერიტორია მიაწერეს ვალდაის ივერიის მონასტერს.

მონასტრის კურთხევა ალექსანდრე ნეველის სახელზე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სწორედ ამ ადგილზე მან 1240 წელს შვედებზე მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება ნევის ბრძოლაში.

ახალი მონასტრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიმანდრიტი თეოდოსი (იანოვსკი). დაარსების ოფიციალური თარიღია პირველი ხის ხარების ეკლესიის კურთხევის დღე 1713 წლის 25 მარტი (ხარების დღესასწაული).

არქიტექტურული კომპლექსის პროექტი შეიმუშავეს ორი წლის წინ დომენიკო ტრეზინის ხელმძღვანელობით. ტრეზინის მიხედვით მონასტერი გათვლილია, როგორც შენობა-ნაგებობების სიმეტრიული ანსამბლი, რომელსაც ეკავა ადგილი ნევასა და ჩერნო-რეჩკას შორის. ამავდროულად მონასტერი იყო ახალი დედაქალაქის საფორტიფიკაციო ნაგებობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მონასტრიდან დედაქალაქამდე დაგეგმეს გრძელი გზის ნევის პროსპექტის მშენებლობა.

1720 წელს მონასტერთან გაიხსნა სკოლა ეკლესიის მსახურთა შვილებისათვის. ექვსი წლის შემდეგ მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სლავურ-ბერძნულ-ლათინური სემინარია. შემდეგ მას ეწოდა ალექსანდრე ნეველის მონასტრის მთავარი სემინარია, რომელსაც 1797 წელს პავლე I-მა მიანიჭა აკადემიის სტატუსი. ნეველის ლავრის კედლებში ეკლესიის მსახურთა არაერთი თაობა გაიზარდა. მათ შორის რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსები XVIII-XIX საუკუნეებში. 1719 წლიდან ლავრაში მოქმედებდა სანქტ-პეტერბურგის სტამბა, ხოლო 1714 წლიდან ჯარისკაცების თავშესაფარი.

პეტრე I-მა, რომელიც ახლად აგებულ მონასტერს ესტუმრა 1723 წლის 29 მაისს, ბრძანა ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტრიდან ახალ დედაქალაქში გადაესვენებინათ თავად ალექსანდრე ნეველის ნეშტი. იმპერატორის ბრძანება შეასრულეს 1724 წლის 30 აგვისტოს, რის შემდეგაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში გაჩნდა ახალი დღესასწაული მართლმორწმუნე თავადის ნეშტის გადასვენება.

სინოდალური პერიოდი

რედაქტირება
 
ლვრის საერთო ხედი 1815 წელს

ტრეზინის გეგმის განხორციელება გაჭიანურდა დიდი ხნის მანძილზე. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი წარიმართა ელისაბედ I-ის მმართველობის პერიოდში და ეკატერინე II-ის მეფობის პირველ ნახევარში. თავდაპირველი პროექტით აგებული ტაძარი დაინგრა. მისი ახალი პროექტი შეიმუშავა ივან სტაროვმა, რომელმაც მონასტრის შემადგენლობაში მოაქცია მდინარე მონასტირკის მთელი მარცხენა სანაპირო.

1742 წელს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის დაარსების შემდეგ მისი მმართველი, ამავდროულად იყო მონასტრის არქიმანდრიტი.

1797 წელს პავლე I-ის ბრძანების თანახმად მონასტერმა მიიღო ლავრის სტატუსი. რუსეთის იმპერატორებისა და მათი ოჯახის წევრების კეთილგანწყობის დამსახურებით მონასტერი ერთ-ერთი უმდიდრესი გახდა ქვეყანაში. მისი კაპიტალი 3 მლნ რუბლს აღემატებოდა[1].

XX საუკუნის დასაწყისში მონასტერში ჩამოყალიბდა ახალი განყოფილებები, მაგალითად მომღერალთა კურსები. 1909 წელს დაარსდა მუზეუმი. ლუჟკის მაზრაში დაარსდა სერაფიმო-ანტონიევის სკიტე, რომელიც მიაწერეს მონასტერს. პირველი მსოფლიო ომის დროს მონასტრის კედლებში მოაწყეს ლაზარეთი. მონასტრის სარევიზიო გუნდის წევრის ს. პ. კაბლუკოვის მნაცემებით 1917 წლის მაისში მონასტრის კაპიტალი შეადგენდა 2 მლნ რუბლს, საიდანაც 1 966 243 საპროცენტო ქაღალდები იყო, ხოლო 133 155 რუბლი ნაღდი ფული[2].

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება

1917 წლის თებერვალში მონასტრის ძმათა რაოდენობა 113-ს შეადგენდა, მათ შორის 63 ბერი იყო, ხოლო 50 მორჩილი[3]. 1917 წლის ნოემბერში მონასტრის ბერებმა მონაწილეობა მიიღეს დამფუძნებელი კრების წევრების არჩევნებში[3]. 1917 წლის 14 დეკემბერს წმინდა სინოდის რევიზია მოხდა, რომელიც ჩატარდა მაისში და ივლისში: კომისიამ გამოავლინა რიგი დარღვევები ლავრის ხელისუფლების მიერ.

ბოლშევიკები ცდილობდნენ ქონების კონფისკაცია მოეხდინათ ჯერ კიდევ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამოყოფის დეკრეტის მიღებამდე. 1918 წელს, სახელმწიფო სახალხო კომისარიატმა გამოსცა ბრძანება ლავრისა და მეტროპოლიის პალატების საცხოვრებელი კვარტლების კონფისკაციის შესახებ. შენობები გადაეცა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს. იმავე დღეს მონასტერს სტურობდა დელეგაცია,რომელმაც წარადგინა დოკუმენტი სახალხო კომისარ ალექსანდრა კოლონტაის ხელმოწერით. ყველანაირი ქონება გადაეცემოდა უფლებამოსილ პირს. 19 იანვარს ეკლესიაში შეიჭრა შეიარაღებული დანაყოფი, კომისარ ილოვაისკის ხელმძღვანელობით, რომელმაც დააპატიმრა რამდენიმე სასულიერო პირი. ვიღაცამ განგაში ატეხა, შეიკრიბა მოსახლეობა და წითელარმიელები განაიარაღეს, მაგრამ სასიკვდილოდ დაიჭრა პეტროგრადელი მღვდელი პეტრე სკიპეტრევი. საბოლოოდ წითელარმიელებმა დატოვეს მონასტერი. 21 იანვარს პეტროგრადის მიტროპოლიტმა ბენიამინმა მოაწყო ლიტანიობა ეკლესიის დასაცავად, რომელშიც მონაწილეობდა 500 000 ადამიანი. 1918 წლის იანვრის მოვლენები იყო ახალი ხელისუფლების პირველი ღია გამოსვლა რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ[3].

1918 წლის თებერვალში ძალაში შევიდა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამოყოფის დეკრეტი. რელიგიურ ორგანიზაციებს აეკრძალათ რაიმე ქონების დაგროვება. მონასტერმა მოქმედება გააგრძელა 1932 წლის 17 თებერვლამდე. 18 თებერვლის ღამეს ლენინგრადში დააპატიმრეს ყველა ბერი. გაუქმებული მონასტრების ბაზაზე განათავსეს სხვადასხვა სახელოსნო.

1957 წელს ღვთისმსახურება აღსდგა სამების ეკლესიაში. ალექსანდრე ნეველის სხეული ტაძარს დაუბრუნდა 1989 წლის 3 ივნისს[4].

თანამედროვეობა

რედაქტირება

სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ლავრის კედლებში დაიწყო 1996 წელს. ამ პროცესებს ხელმძღვანელობდა ეპისკოპოსი ნაზარი (ლავრინენკო). სამების ეკლესიის მრევლის სხდომა გაიმართა 1997 წლის 3 ნოემბერს და მმართვლობა გადაეცა ლავრის სასულიერო პირებს. მიიღეს მონასტრის ტიპიკონი. დანიშნეს მონასტრის ძირითადი თანამდებობებზე სასულიერო პირები. ეპარქიას ლავრის მონასტერი სრულიად გადაეცა 2000 წლის 18 აპრილს.

მონასტრისა და სალიტურგიო ცხოვრებისს აღორძინებასთან ერთად ლავრაში მიმდინარეობს ტრადიციული მრეწველობის დარგების აღორძინება. აქ მუშაობს: ხატმწერთა, იუველირთა და ქრისტიანულ მინიატურათა სახელოსნოები. მომლოცველთა სამსახური ახორციელებს გასვლებს ლენინგრადის ოლქის ფარგლებსა და მის გარეთ. 2007 წლის ზაფხულში დასრულდა სამების ტაძრის გუმბათის რესტავრაცია და 14 მეტრიანი ჯვრის მოოქროვება[5].

არქიტექტურული კომპლექსი

რედაქტირება

სამების ეკლესია, რომელიც ააგეს პეტრე დიდის ეპოქაში თეოდორ შვერტფეგერის პროექტის მიხედვით, დაშალეს 1753-1755 წლებში. ამჟამად მოქმედი შენობა, რომელიც შესრულებულია ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში, აგებულია ეკატერინე II-ის მმართველობის პერიოდში ივან სტაროვის პროექტის მიხედვით. ტაძარი აკურთხეს 1790 წლის 30 აგვისტოს. ამავე პერიოდში გადაასვენეს ალექსანდრე ნეველის ნეშტი ხარების ეკლესიიდან.

# ფოტო სახელწოდება არქიტექტორი აგების თარიღი ეძღვნება
1   სამების ტაძარი ივან სტაროვი 1776—1790 სამება
2   ხარების ეკლესია დომენიკო ტრეზინი

თეოდორ შვერტფრეგერი
1717—1724 ალექსანდრე ნეველი

ხარება

სულთმოფენობა
3   თეოდორეს ეკლესია თეოდორ შვერტფრეგერი

პიეტრო ანტონიო ტრეზინი
1742—1767 დიდი მთავარი თევდორე იაროსლავის ძე

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი (1842 წლამდე იოანე ოქროპირი)
4   კარიბჭის ეკლესია ივან სტაროვი 1784—1786 ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“

ხარების ეკლესიაზე მიბმული დარბაზები აგებულია 1819-1822 წლებში ვასილი პეტროვის პროექტის მიხედვით.

თევდორეს კოსრპუსის მხარეს 1889-1891 წლებში გრიგორ კარპოვის პროექტის მიხედვით ააგეს მიტროპოლიტ ისიდორე ნიკოლსკის განსასვენებელი, რომელიც აკურთხეს ღირსი ისიდორე პელუსიოტელის სახელზე.

# ფოტო სახელწოდება არქიტექტორი აგების თარიღი ეძღვნება
5   ლაზარეს სასაფლაო ლევ ტიბლენი (გადაკეთება) 1717—1723

1787—1790

1835—1836
ლაზარეს აღდგინება
6   ტიხვინის სასაფლაო ნიკოლაი გრებიონკა 1869—1873

1931 (ფასადის დეფორმაცია)
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი
7   ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია გრიგორი კარპოვი 1868—1871 ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი

მიუხედავად რამდენიმე გვიანდელი მიშენებისა, არქიტექტურულ სტილში გრძელდება ბაროკოს დომინირება:

# ფოტო სახელწოდება არქიტექტორი აგების თარიღი სტილი
1   მიტროპოლიტის კორპუსი მიხეილ რასტორგუევი

ალექსი გორნოსტაევი (გადაკეთება)
1756—1764

1819

1861—1863
ბაროკო, ეკლექტიკა
2   ჩრდილოეთის კორპუსი, კოშკით მიხეილ რასტორგუევი 1761—1771 გვიანი ბაროკო
3   სამხრეთის კორპუსი ბიბლიოთეკის კოშკით მიხეილ რასტორგუევი 1756—1761 გვიანი ბაროკო
4   კონსისტორია და სასაფლაოს კანტორა ლევ ანდრეევი 1900 ეკლექტიკა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Александро-Невская лавра // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Рункевич С. Г. Александро-Невская лавра, 1713—1913: Историческое исследование. — СПб., 1913.
  • Белякова Е. В. Александро-Невская Лавра в честь Святой Троицы // Православная энциклопедия. — М. : Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2000. — Т. I. — С. 613—617. — 752 с. — 40 000 экз. — ISBN 5-89572-006-4.
  • Соколов А. В. Государство и Православная церковь в России, февраль 1917 — январь 1918 гг. Дисс. … доктора исторических наук. — СПб., 2014.
  • Сойкин П. П. Александро-Невская Свято-Троицкая лавра // Православные русские обители: Полное иллюстрированное описание православных русских монастырей в Российской Империи и на Афоне. — СПб.: Воскресение, 1994. — С. 179-182. — 712 с. — 20 000 экз. — ISBN 5-88335-001-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Александро-Невская Лавра в честь Святой Троицы
  2. Соколов А. В. Государство и Православная церковь в России, февраль 1917 — январь 1918 гг. — С. 660.
  3. 3.0 3.1 3.2 Шкаровский М. Свято-Троицкая Александро-Невская Лавра в 1918—1922 гг. Часть I დაარქივებული 2016-04-28 საიტზე Wayback Machine.
  4. Журнал Московской патриархии. — 1989. — № 9. — С. 22—24.
  5. На отреставрированном куполе собора Александро-Невской лавры освящен 14-метровый крест // NEWSru.com. — 20 июня 2007 г.