ალფონსო I (არაგონი)
ალფონსო I (ესპ. Alfonso I; დ. 1073/1074 — გ. 8 სექტემბერი 1134) — არაგონისა და ნავარის მეფე 1104–1134 წლებში. სანჩო I-ის ვაჟი. იქორწინა კასტილიის დედოფალ ურაკაზე, ალფონსო VI-ის ასულზე (1082–1126).
ალფონსო I | |
---|---|
Alfonso I de Aragón | |
ალფონსოს ქანდაკება მადრიდში | |
არაგონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1104 |
მმართ. დასასრული: | 1134 |
წინამორბედი: | პედრო I |
მემკვიდრე: | რამირო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1073/1074 |
დაბ. ადგილი: | ვალე-დე-ეჩო |
გარდ. თარიღი: | 8 სექტემბერი, 1134 |
გარდ. ადგილი: | პოლენინო, ესპანეთი |
მეუღლე: | ურაკა კასტილიელი |
დინასტია: | ხიმენესების დინასტია |
მამა: | სანჩო I |
დედა: | ფელიცია დე რუსი |
რელიგია: | კათოლიკე |
1114 წელს ალფონსომ აიღო ტულედუს ციხე და იგი გახადა არაგონელთა ფორპოსტი ებროს აუზში. შემდეგ ფრანგი რაინდების დახმარებით დაამარცხა არაბები და 7 თვიანი ალყის შემდეგ, 1118 წლის 18 დეკემბერს აიღო სარაგოსა — მთავარი მუსულმანური ქალაქი ჩრდილო ესპანეთში. ამის შემდეგ მას არაფერი არ უშლიდა ხელს, თავისი სამეფო სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაეფართოვებინა.
ალფონსომ დედაქალაქი სარაგოსაში გადაიტანა და 1120 წელს დაამარცხა არაბები კუტანდასთან. 1126 წელს მან მესამედ დაამარცხა არაბები არინსოლთან, ლუსენას მახლობლად და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიაღწია.
ამ პერიოდში მას მოუწია თავის ცოლთან — კასტილიის დედოფალთან ომი. 1127 წელს მან კასტილიაზე უარი თქვა თავისი გერის ალფონსო VII-ის სასარგებლოდ.
1134 წლის სექტემბერში მან წააგო ბრძოლა ფრაგასთან. იგი მალე ავად გახდა და მოკვდა. ვინაიდან მას არ ჰყავდა შვილები, მან სამეფო პალესტინურ რაინდულ ორდენებს უანდერძა. არაგონის სამეფოს მეფედ მისი უმცროსი ძმა რამირო II გამოაცხადეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.