ჩინეთ-იაპონიის ომი (1894-1895)

ჩინეთ-იაპონიის ომი
თარიღი 25 ივლისი 189417 აპრილი 1895
მდებარეობა კორეის ნახევარკუნძული კონტინენტური ჩინეთი, ტაივანი, იაპონიის ზღვა ყვითელი ზღვა
შედეგი
  • იაპონიის გამარჯვება (სიმონოსეკის ზავი)
ტერიტორიული
ცვლილებები
კორეის დამოუკიდებლობა, ლიაოდუნის ნახევარკუნძულის, კუნძულ ტაივანის და პენჰულედაოს დათმობა.
მხარეები
იაპონია ჩინეთი
ძალები
300,000 ჯარისკაცი 630,000 ჯარისკაცი
დანაკარგები
13,823 მოკლული 3,973 დაჭრილი 10,000 მოკლული 25,000 დაჭრილი
ჩინეთ-იაპონიის ომი ვიკისაწყობში

ჩინეთ-იაპონიის ომი 1894-1895 — დაპირისპირება ჩინეთსა და იაპონიას შორის, რომელიც იაპონიის დიდი სტრატეგიული გამარჯვებით დასრულდა და რომელმაც აჩვენა ჩინეთის პოლიტიკური სისუსტე.

ომის მიმდინარეობა

რედაქტირება

1894 წლის ოქტომბრიდან იაპონელებმა საომარი მოქმედებები გადაიტანეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის (დუნბეის) ტერიტორიაზე, სადაც ხელთ იგდეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზები. ნოემბრის თვეში იაპონელებმა ჯარები გადაიყვანეს ლიაოდუნის ნახევარკუნძულზე, დაეუფლნენ ლიუშუნს და სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს. მათ ბარბაროსულად ამოხოცეს ჩინელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შემდეგ იაპონელებმა კიდევ უფრო განავითარეს შეტევითი ოპერაციები და ახალ-ახალი ტერიტორიები გამოსტაცეს ჩინელებს. 1895 წლის დასაწყისისათვის ბრძოლები შანდუნის ნახევარკუნძულზე გადაიტანეს.

ჩინეთის მთავრობამ უკვე 1894 წლის მიწურულისათვის თხოვნით მიმართა დიდ სახელმწიფოებს მომრიგებლობის თაობაზე,მაგრამ უშედეგოდ. იაპონიის მთავრობა და სარდლობა არ ჩქარობდნენ ზავის დადებას უკვე დამარცხებულ ჩინეთთან. მათ სურდათ მეტი ბაზები და ტერიტორია დაეპყროთ, რათა შემდეგ ზავის მძიმე პირობები წაეყენებინათ ჩინეთისათვის.ევროპის დიდი სახელმწიფოები და აშშ, რომელთა პარპაში ჩინეთის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის ავბედობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, მშვიდად აკვირდებოდნენ ჩინეთ-იაპონიის ომს. მათი ჩაურევლობის ტაქტიკა მხოლოდ იაპონელებისათვის იყო ხელსაყრელი.

ჩინეთ-იაპონიის ომში, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი აშკარა აგრესიის ობიექტი იყო, იაპონია კი აგრესორი, ჩინელი ხალხის ფართო მასა პასიური დარჩა. ასეთ ვითარებაში ომის გაგრძელების შეუძლებლობა კარგად დაინახა ჩინეთის რეაქციულმა ზედაფენამ, რომელმაც 1895 წლის თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება ზავის დადების შესახებ. იაპონიის მთავრობის მოთხოვნითჩინეთის დელეგაციას სათავეში ჩაუყენეს ლი ხუნჯანი.

საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა იაპონიის ქალაქ სიმონოსეკში. ლი ხუნჯას მრჩევლის სახით თან ახლდა ამერიკელი დიპლომატი ფოსტერი, რომელმაც ცუდი სამსახური გაუწია მას და თავისი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად იაპონიის მხარე დაიკავა. საზავო მოლაპარაკება 1895 წლის აპრილში დამთავრდა, 17 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს სიმონესკის საზავო ხელშეკრულებას.

სიმონოსეკის ზავით ჩინეთი ცნობდა კორეის დამოუკიდებლობას, უთმობდა იაპონიის ლიაოდუნის ნახევარკუნძულს თავისი ბაზებით, კუნძულ ტაივანს და პენჰულედაოს კუნძულებს. ამას გარდა იაპონიამ მოიპოვა ყველა ის პრივილეგია, რომლითაც სარგებლობდნენ დასავლეთის დიდი კაპიტალისტური სახელმწიფოები. სიმონოსეკის ზავმა მტრული გამოძახილი პოვა მეფის რუსეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, რომლებსაც გარკვეული ეგოისტურ-აგრესიული მიზნები ამოქმედებდათ ჩინეთის მიმართ. ჩინეთ-იაპონიის ომის შედეგებმა ერთხელ კიდევ საქვეყნოდ გამოავლინა ჩინეთის ჩამორჩენა და უმწეობა. მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია მასთან შედარებით პატარა მეზობლის აგრესიას, ვერ შეძლო ფეოდალური ჩინეთის განმტკიცება, ვერ დაიცვა მისი სუვერენიტეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Авилов Р. С. Влияние Японо-китайской войны 1894—1895 годов на концепцию размещения войск в Приамурском военном округе // Актуальные вопросы военной истории: Сборник трудов Международной научной конференции, посвященной 200-летию Отечественной войны 1812 года. — Киров: ФГБОУ ВПО Вятская ГСХА, 2013. — С. 6-11.
  • Непомнин О. Е., История Китая: Эпоха Цин. XVII — начало XX века. — Москва, издательская фирма «Восточная литература» РАН, 2005. ISBN 5-02-018400-4
  • Нозиков Н. Японо-китайская война 1894–1895 гг. - М.: Воениздат НКО СССР, 1939.
  • «История Востока» в 6 томах. Том IV «Восток в новое время (конец XVIII — начало XX в.)». Книга 2 — Москва, издательская фирма «Восточная литература» РАН, 2005. ISBN 5-02-018473-X
  • «История Китая» п/ред. А. В. Меликсетова — Москва, издательство МГУ, издательство «Высшая школа», 2002. ISBN 5-211-04413-4
  • Не Шичэн «Дунчжэн жицзи» (Дневники карательного похода на восток) // «Чжун-Жи чжаньчжэн» (Японо-китайская война), сборник документов, т. 6, Шанхай, 1956.
  • Чжао Эрсюнь «Цин ши гао» (Черновая история династии Цин), 1927.
  • Ким Чжон Хон. Японо-китайская война 1894—1895 гг. и судьба Кореи. — Вопросы истории. — 2005. — № 5. — C. 106—113 დაარქივებული 2020-06-25 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება