შანდუნის ნახევარკუნძული

შანდუნის ნახევარკუნძული ― ნახევარკუნძული ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში. შეჭრილია ყვითელ ზღვაში 350 კმ-ზე. ნაპირები ძალზე დანაწევრებულია. ბევრია ყურე და უბე. მთები შემოსილია ბუჩქნარით. მთათაშორისი ვაკეები და სანაპირო დაბლობი მჭიდროდ დასახლებულია. საზღვაო ნავსადგურებია ცინდაო, იანტაი, ვეიხაი.

ლიტერატურა რედაქტირება