ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

All Blacksახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბიში და ჰყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად [2].

ახალი ზელანდია
კავშირი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი All Blacks
ემბლემა ვერცხლისფერი გვიმრა
მწვრთნელ(ებ)ი სკოტ რობერტსონი
კაპიტანი სემ კეინი
ყველაზე მეტი კეპი სემ უაიტლოკი (153)[1]
ყველაზე მეტი ქულა დენ კარტერი (1598)
ყველაზე მეტი ლელო დაგ ჰაულეტი (49)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 3–22 ახალი ზელანდია ახალი ზელანდიის დროშა
(15-08-1903)
უდიდესი გამარჯვება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 145–17 იაპონია იაპონიის დროშა
(04-06-1995)
უარესი დამარცხება
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 35–7 ახალი ზელანდია ახალი ზელანდიის დროშა
(25-08-2023)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 9 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონები, 1987, 2011, 2015

გუნდმა პირველი ბრძოლა გამართა 1884 წელს, „კუმბერლენდის ქვეყანა, ახალი სამხრეთ უელსის“ წინააღმდეგ. All Blacks-მა დაასრულეს მათი პირველი მოგებების სერია მათი ზემდგომი გუნდის, სამხრეთ აფრიკის დამარცხებით, ახალ ზელანდიაში, 1956 წელს. ათეული წლის შემდეგ, მათ მიაღწიეს თავიანთ ყველაზე გრძელ მოგებების სერიას, 17 თამაშის მოგებით, 1965 წლიდან 1970 წლამდე. გუნდმა ერთი ტურის განმავლობაში მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.

ჯგუფის დაარსების ადრეულ წლებში, მათი ფორმის ფერი იყო შავი და სერი. 1905 წლის ტურიდან, All Blacks-ის ფორმა მხოლოდ შავი ფერისგან შედგებოდა, გარდა ვერცხლისფერი გვიმრისა (გერბი), და სახელიც „All Black“ (ყველა შავი) მოდის ამ პერიოდიდან. All Blacks-ის ტრადიციული შესრულება არის „ჰაკა“, რომელსაც ასრულებს გუნდი ლიდერი, გუნდთან ერთად თამაშის დაწყების წინ.

რაგბის გავრცელება ახალ ზელანდიაში

რედაქტირება
 
ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები 1884 წელს

ახალ ზელანდიას პირველად რაგბი გააცნო ჩარლზ მონრომ, 1860 იანი წლების დასასრულს. თვითონ მონრომ კი ეს სპორტი აღმოაჩინა ინგლისში, როდესაც სწავლობდა კრისტის კოლეჯში. ამ სპორტმა ახალ ზელანდიაში ადგილის დამკვიდრება დაიწყო 1870 წლის მაისში. ახალი ზელანდიის პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1882 წელს, როდესაც სამხრეთის რაგბის კავშირი (შემდგომ ახალი სამხრეთ უელსის რაგბის კავშირი) იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგზაურები ეთამაშნენ ორ ორჯერ ოკლენდის პროვინციის გუნდს და ველინგტონს, ხოლო თითო თითოჯერ კანტერბურის, ოტაგო და დასავლეთ სანაპიროს, ჩრდილოეთ ირლანდიას. გუნდმა მოიგო 4 და წააგო 3 თამაში. 2 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის გუნდი ახალ სამხრეთ უელსში მოგზაურობდა. ახალმა ზელანდიამ ითამაშა და მოიგო 8 თამაში.

საერთაშორისო შეჯიბრების დაწყება

რედაქტირება

პირველად, ახალმა ზელანდიამ ტურნე გამართა ახალ სამხრეთ უელსში, 1894 წელს. ამ წლებში მათ ითამაშეს პირველი საერთაშორისო თამაში ახალ სამხრეთ უელსთან და წააგეს 8-ით 6 [3]. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდის პირველ საერთაშორისო თამაშად ითვლება ავსტრალიასთან დაპირისპირება, 1903 წლის 15 აგვისტოს. თამაში დასრულდა ახალი ზელანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 22-ით 3[4].

აღსანიშნავია ახალი ზელანდიის პირველი ტური ბრიტანეთში, 1905 წელს. გუნდის სახელის, „all black“-ის დარქმევის იდეა ამ ტურის პერიოდიდან მოდის[5].

რეპუტაციის ჩამოყალიბება

რედაქტირება
 
All Blacks 1905 წელს

ახალი ზელანდიის კონკურენცია სამხრეთ აფრიკასთან დაიწყო 1921 წელს, როდესაც სამხრეთ აფრიკის გუნდი იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში. მოგვიანებით All Blacks-იც ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში 1928 წელს.

1924 წელს, ახალი ზელანდიის ტურისტებმა დიდ ბრიტანეთში, გუნდი საბოლოოდ შერაცხეს „დაუმარცხებლებად“, რადგან ისინი იგებდნენ ყველა თამაშს. ახალმა ზელანდიამ ტური გამართა ბრიტანეთში 1930 წელს, თუმცა ლომებმა მოიგეს პირველი თამაში. ამის შემდეგ, უკვე 1935-36 წლებში, ახალი ზელანდია ისევ ჩავიდა ბრიტანეთში და წააგო მხოლოდ 3 თამაში, 30 თამაშიდან[6].

1937 წელს, სამხრეთ აფრიკამ დაამარცხა All Blacks, როდესაც მათ ჰქონდათ ტური ახალ ზელანდიაში. 1937 წლის სამხრეთ აფრიკის გუნდი დასახელებული იქნა საუკეთესო გუნდათ, იმათ შორის რომლებიც იმყოფებოდნენ ახალ ზელანდიაში[7][8]. 1949 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, All Blacks ეთამაშა სპრინგბოკებს, სამხრეთ აფრიკაში. ტურში უნდა აღინიშნოს რეპუტაცია დაკარგული All Blacks-ის ჩანაწერი: ორი წაგებული თამაში ერთ დღეში. ამ დროისთვის ავსტალიას ტური ჰქონდა ახალ ზელანდიაში. 3 სექტემბრის ნაშუადღევს (ახალი ზელანდიის დროით), All Blacks, ჯონი სმიტის კაპიტნობით, დამარცხდა ავსტარლიასთან, ანგარიშით 11-ით 6[9]. ამის შემდეგ გუნდმა წააგო სამხრეთ აფრიკასთანაც, ანგარიშით 9-ით 3[10]. ამას მოყვა მათი კიდევ ერთი თამაშის წაგება, რითაც ავსტრალიამ „ბლედისლიოს თასი“ მოიგო.

1959 წელს, All Blacks-მა მოუგო ლომებს, და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი გაბატონება რაგბის სამყაროში. 1963-64 წელს, გუნდი ჰქონდა დიდ ბრიტანეთში ტური, ვილსონ ვინრის ლიდერობით. გუნდი მთლიანი ტურის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ნიუსპორტთან. სწორედ ამ ტურის განმავლობაში, გუნდმა დაამყარა რეკორდი ყველაზე გრძელ მოგებების სერიაში: 17 მოგებული თამაში 1965 წლიდან 1970 წლამდე [11].

ადრეული მსოფლიო თასები

რედაქტირება

1987 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა ფიჯი, იტალია, არგენტინა, უელსი, შოტლანდია და გავიდა ფინალში, სადაც მოუგო საფრანგეთს, ანგარიშით 29–9.[12] ამ ჩემპიონატში ახალმა ზელანდიამ დათმო მხოლოდ 52 ქულა, ხოლოდ მოწინააღმდეგე გუნდს დაუდო 43 ლელო 6 თამაშში.

1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა სამი მოგებით. მეოთხედფინალში კანადა დაამარცხა ანგარიშით 29-13[13] და ნახევარ ფინალში დაუპირისპირდა ავსტრალიას, რომელთანაც 16-6 წააგო. გუნდი მესამე ადგილისთვის შეეჯიბრა შოტლანდიას და დაამარცხა ანგარიშით 13-6.

1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში, ახალმა ზელანდიამ კარგად იასპარეზა, მაგრამ თავის მოპოვება ვერ შეძლო. გუნდმა ფინალამდე მოუგო ისეთ გუნდებს როგორებიცაა: შოტლანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ხოლო ფინალში დამარცხდა სამხრეთ აფრიკასთან დამატებით დროში, ანგარიშით 15-12.[14][15]

პროფესიონალური ერა

რედაქტირება

სამი ერის თასი

რედაქტირება
 
ინგლისი VS ახალი ზელანდია

პროფესიონალური ერა რაგბიში დაიწყო 1995 წელს, როდესაც შეიქმნა „Super 12“-ის შეჯიბრება და „სამი ერის თასი“[16]. პირველი სამი ერის თასი ჩატარდა 1996 წელს, ახალი ზელანდიის გამარჯვებით. გუნდმა მოიგო ოთხივე თამაში და გახდა თასის მფლობელი[17].

მომდევნო, 1997 წლის სამი ერის თასის გამარჯვებულიც ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც მოიგო თასი ოთხივე თამაშის მოგებით[18]. შემდეგ წელს, ახალმა ზელანდიამ გამარჯვება დაუთმო სამხრეთ აფრიკას. ამ წელს ახალმა ზელანდიამ ცუდად ითამაშა და ოთხი თამაშიდან ოთხივე წააგო[19]. მთელი ისტორიის განმავლობაში, ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ახალმა ზელანდიამ ოთხი თამაში წააგო ზედიზედ.

1999 წელს, ახალმა ზელანდიამ კვლავ მოიგო სამი ერის თასი. ამ ჩემპიონატში აღსანიშნავია თამაში, სადაც ახალმა ზელანდიამ 28-0 სძლია სამხრეთ აფრიკას. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩემპიონატი მოიგო ავსტრალიამ. 2002 წელს თასს დაეუფლა კვლავ ახალი ზელანდია, რასაც მოყვა 2003 წლის დამაჯერებელი გამარჯვება. 2004 წელს ჩემპიონატზე გამარჯვება ერგო სამხრეთ აფრიკას. ამ ჩემპიონატზე სამივე გუნს ჰქონდა ორი მოგება და ორი წაგება.

 
ავსტრალია VS ახალი ზელანდია. 13 აგვისტო, 2005

სამხრეთ აფრიკამ აჯობა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას მხოლოდ აღებული ქულებით. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ვერცერთმა სხვა გუნდმა ვერ აჯობა და სამივე წლის თასიც მას ერგო.

მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალმა ზელანდიამ სძლია ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს, ანგარიშით 30-16. აღსანიშნავია ასევე იტალიასთან დიდი ანგარიშით გამარჯვება - 101-3. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა შოტლანდია ანგარიშით 30-18 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში საფრანგეთს. დიდი ბრძოლის შემდეგ, ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 31-43.

2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ზელანდია ჯგუფიდან გავიდა ოთხივე თამაშის მოგებით. მეოთხედფინალში იგი შეხვდა სამხრეთ აფრიკას და ძლია ანგარიშით 29-9 და დაუპირისპირდა ნახევარფინალში ავსტრალიას. ახალი ზელანდია დამარცხდა, ანგარიშით 22-10.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალმა ზელანდიამ არც ისე კარგად იასპარეზა. ჯგუფიდან ოთხივე მოგებით გავიდა და მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა, ანგარიშით 18-20.

2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალურ მატჩში, ახალმა ზელანდიამ დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 8–7 და მოიპოვა გამარჯვება.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელადიამ, ფინალურ მატჩში დაამარცხა ავსტრალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 34-17.[20]

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში, ახალი ზელანდიის ნაკრები დამარცხდა ანგარიშით 19-7. ბრინჯაოს ფინალში კი დაამარცხეს უელსის ნაკრები ანგარიშით, 40-17 და გახდნენ ბრინჯაოს მედლის მფლობელები.[21]

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალურ მატჩში, ახალი ზელანდიის ნაკრები დამარცხდა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 13-12, შედეგად დაიკავეს მეორე ადგილი.[22]

 
ახალი ზელანდიის ჰაკა საფრანგეთის წინააღმდეგ. 2006

ახალი ზელანდია ასრულებს ჰაკას (მაორის ცეკვა) ყოველი საერთაშორისო თამაშის დაწყების წინ. ეს ტრადიცია ახალმა ზელანდიამ დაიწყო 1884 წელს, ახალი სამხრეთ უელსის ტურის დროს. ახალი ზელანდიის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც იმყოფებოდა ტურნეზე ბრიტანეთში, 1889 წელს, გამოიყენა Ake Ake Kia Kaha, ხოლო 1903 წელს, როდესაც გუნდი იმყოფებოდა ავსტრალიაში - Tupoto koe, Kangaru! 1905 წლიდან, გუნდმა ტრადიციულად დაიწყო Ka Mate-ს გამოყენება და 1914 წლისთვის, ეს იყო ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი[23]. 2005 წლის 28 აგვისტოს, სამი ერის თასის ერთ-ერთი თამაშის, სამხრეთ აფრიკა ახალი ზელანდიის დაწყების წინ, ახალმა ზელანდიამ შეასრულა ახალი ჰაკა Kapa o Pango.

ჩანაწერები

რედაქტირება

სამი ერის თასი

რედაქტირება

ახალ ზელანდიას სამი ერის თასი აქვს მოგებური ცხრაჯერ, სამხრეთ აფრიკას სამჯერ, ხოლო ავსტალიასა ორჯერ.

სამი ერი (1996–2011, 2020)

რედაქტირება
ქვეყანა თამაშები ქულები ბონუს
ქულები
საერთო
ქულები
ჩემპიონის
წოდება
თამაში მოგება ფრე წაგება გატანილი მიღებული სხვაობა
  ახალი ზელანდია 76 52 0 24 2054 1449 +605 35 243 11
  ავსტრალია 76 30 3 43 1591 1817 −226 34 160 3
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 72 28 1 43 1480 1831 −351 24 138 3
  არგენტინა 4 1 2 1 56 84 -28 0 8 0

რაგბის ჩემპიონატი (2012-დან)

რედაქტირება
ქვეყანა თამაშები ქულები ბონუს
ქულები
საერთო
ქულები
ჩემპიონის
წოდება
თამაში მოგება ფრე წაგება გატანილი მიღებული სხვაობა
  ახალი ზელანდია 57 48 2 7 1979 1059 +920 36 233 9
  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 57 28 4 25 1449 1289 +160 26 146 1
  ავსტრალია 57 25 3 29 1304 1553 −249 13 126 1
  არგენტინა 57 8 1 48 1036 1868 −832 12 46 0

განახლების თარიღი: 29 ივლისი, 2023


მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

ახალმა ზელანდიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 36 თამაში, რომელთაგანაც 30 მოიგო და 6 წააგო. ახალი ზელანდია არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც 1987 წლიდან 2003 წლამდე ყველა ნახევარფინალში ითამაშა, მაგრამ 2007 წელს, მეოთხედფინალში საფრანგეთმა სძლია. გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო მხოლოდ ერთხელ, 1987 წელს, დამაჯერებელი გამარჯვებით. 1991 წელს, გუნდი დამარცხდა ნახევარფინალში ავსტრალიასთან, შემდეგ კი შოტლანდიას მოუგო და დაიკავა მესამე ადგილი. 1995 წელს, გუნდმა მიაღწია ფინალამდე, თუმცა სამხრეთ აფრიკამ სძლია, ანგარიშით 15-13. 1999 წელს, ახალმა ზელანდიამ წააგო ნახევარფინალში საფრანგეთთან, და მესამე ადგილის მოსაპოვებლად დაუპირისპირდა სამხრეთ აფრიკას, სადაც 18-20 დამარცხდა. 2003 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა ნახევარფინალში ავსტალიასთან და მესამე ადგილის მოსაპოვებლად საფრანგეთს შეხვდა, სადაც 40-13 მოიგო. უკვე 2007 წელს, ახალი ზელანდია დამარცხდა მეოთხედფინალში საფრანგეთთან, ანგარიშით 18-20[24], აქამდე ისინი იყვნენ ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიაღწია ნახევარფინალამდე ყოველ ჩემპიონატში [25]

მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალმა ზელანდიამ დაამყარა რამდენიმე რეკორდი: ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (145 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს)[26], ყველაზე მეტი გატანილი ქულა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (1,711 ქულა)[27], ყველაზე მეტი ლელო ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (232 ლელო), ყველაზე მეტი გატანილი გარდასახვა ყველა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში (173). ასავე ახალი ზელანდიის მოთამაშეების დამყარებული რეკორდები: იოჰან ლომუ — ყველაზე მეტი ლელო (15 ლელო ორი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში)[28], სინ ფიტზპატრიკი — ყველაზე მეტი თამაში (17 თამაში 1987 დან 1995 წლამდე), მარკ ელისი — ყველაზე მეტი ლელო ერთ თამაშში (6 ლელო იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს)[29], გრენტ ფოქსი — ყველაზე მეტი ქულა ერთ ჩემპიონატში (126 ქულა 1987 წელს) და სიმონ კულჰანი — ყველაზე მეტი ქულა ერთ თამაშში (45 ქულა იაპონიის წინააღმდეგ 1995 წელს).

პოზიციები

რედაქტირება
  • 1987 — პირველი
  • 1991 — მესამე
  • 1995 — მეორე
  • 1999 — მეოთხე
  • 2003 — მესამე
  • 2007 — მეოთხედფინალიდან გავარდა
  • 2011 — პირველი
  • 2015 — პირველი
  • 2019 — მესამე
  • 2023 — მეორე

საერთო ჩანაწერი მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება
მოწინააღმდეგე
ნაკრები
თამაშების
რაოდენობა
მოგება ფრე წაგება გატანილი
ქულა
მიღებული
ქულა
ქულების
სხვაობა
მოგების
პროცენტულობა
  იტალია 5 5 - - 348 51 +297 100
  შოტლანდია 5 5 - - 161 57 +104 100
  უელსი 3 3 - - 136 52 +84 100
  ინგლისი 3 3 - - 93 57 +36 100
  ტონგა 2 2 - - 136 16 +120 100
  კანადა 2 2 - - 97 19 +78 100
  იაპონია 1 1 - - 145 17 +128 100
  პორტუგალია 1 1 - - 108 13 +95 100
  რუმინეთი 1 1 - - 85 8 +77 100
  ფიჯი 1 1 - - 74 13 +61 100
  აშშ 1 1 - - 46 6 +40 100
  არგენტინა 1 1 - - 46 15 +31 100
  ირლანდია 1 1 - - 43 19 +24 100
  საფრანგეთი 4 2 - 2 118 85 +33 50
  სამხრეთ აფრიკა 3 1 - 2 59 46 +13 33
  ავსტრალია 2 - - 2 16 38 -22 0
საერთო 36 30 - 6 1711 506 +1205 83.33

საერთო ჩანაწერი

რედაქტირება

ახალ ზელანდიას აქვს მოგებული 318 თამაში 429-დან, რომლის მოგების პროცენტულობა 74.1%-ია. ამის მიხედვით, ახალი ზელანდია არის ყველაზე წარმატებული ეროვნული ნაკრები რაგბის გუნდების ისტორიაში.

ახალი ზელანდიის თამაშების ცხრილი, ყველა სხვა ნაკრებთან. განახლებულია: 4 ნოემბერი, 2007[30].

მოწინააღმდეგე
ნაკრები
თამაშების
რაოდენობა
მოგება წაგება ფრე მოგების
პროცენტულობა
ავსტრალია1439741567.8%
სამხრეთ აფრიკა834634355.4%
საფრანგეთი513812174.5%
ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები34266276.5%
ინგლისი31246177.4%
შოტლანდია26240292.3%
უელსი23203087%
ირლანდია21200195%
არგენტინა13120192.3%
იტალია9900100%
სამოა4400100%
ფიჯი4400100%
კანადა4400100%
ტონგა3300100%
ანგლო-ველში320166.7%
მსოფლიო XV321066.7%
რუმინეთი2200100%
აშშ2200100%
დიდებული ბრიტანეთი1100100%
იაპონია1100100%
მშვიდობიანი კუნძულზე მცხოვრებნი1100100%
პორტუგალია1100100%
საერთო433322941774.34%

ახალი ზელანდია IRB-ის მსოფლიო რეიტინგში

რედაქტირება

მწვრთნელები

რედაქტირება
სახელი წელი თამაში მოგება ფრე წაგება მოგების პროცენტულობა
ალექს მაქდონალდი 1949 4 0 0 4 0%
ტომ მორისონი 1950, 5, 55–56 12 8 1 3 66.7%
ლენ კლოუდი 1951 3 3 0 0 100%
არტურ მარსლინი 1953–1954 5 3 0 2 60%
დიკ ევერესტი 1957 2 2 0 0 100%
კეჯ სულივანი 1958–1960 11 6 1 4 54.5%
ნეილ მაქფაილი 1961–1965 20 16 2 2 80%
რონ ბუში 1962 2 2 0 0 100%
ფრედ ალენი 1966–1968 14 14 0 0 100%
ივან ვოდანოვიჩი 1969–1971 10 4 1 5 40%
ბობ დაფი 1972–1973 8 6 1 1 75%
ჯონ სტივარტი 1974–1976 11 6 1 4 54.5%
ჯეკ გლისონი 1977–1978 13 10 0 3 76.9%
ერიც ვოტსონი 1979–1980 9 5 0 4 55.5%
პიტერ ბერკი 1981–1982 11 9 0 2 81.8%
ბრაის როუპი 1983–1984 12 9 1 2 75%
ბრაიან ლოჩორი 1985–1987 18 14 1 3 77.7%
ალექს ვილი 1988–1991 29 25 1 3 86.2%
ლაური მეინსი 1992–1995 34 23 1 10 67.6%
ჯონ ჰარტი 1996–1999 41 31 1 9 75.6%
უეინ სმიტი 2000–2001 17 12 0 5 70.5%
ჯონ მიჩელი 2002–2003 28 23 1 4 82.1%
გრაჰამ ჰენრი 2004–2011 103 88 0 15 85.4%
სტივ ჰანსენი 2012–2019 107 93 4 10 86.9%
იან ფოსტერი 2020–2023 46 32 2 12 69.50%
სკოტ რობერტსონი 2024–

მოთამაშეები

რედაქტირება

ახლანდელი მოთამაშეები

რედაქტირება

ახალი ზელანდიის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

[31]

  1. [1]
  2. IRB მსოფლიო რეიტინგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2008-04-24.
  3. ახალი სამხრეთ უელსი ახალ ზელანდიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-19. ციტირების თარიღი: 2008-04-26.
  4. ახალი ზელანდიის პირველი თამაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-19. ციტირების თარიღი: 2008-04-26.
  5. All Blacks - სახელი?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2008-04-26.
  6. ახალი ზელანდია ბრიტანეთის კუნძულებზე და კანადაში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 2008-04-30.
  7. Palenski (2003), გვ 192.
  8. სპრინგბოკების ტური 1956 წელს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2008-04-30.
  9. ახალი ზელანდია - ავსტრალია. 3 სექტემბერი, 1949. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 2008-04-30.
  10. ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 2008-04-30.
  11. პალენსკი (2003), გვ 269
  12. მსოფლიო ჩემპიონატი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. rugbymuseum.co.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2006-11-15.
  13. პალანსკი (2003), გვ 228.
  14. „სპრინგბოკების გამარჯვება 1995 წლის თასზე“. NZPA. 2003-10-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-27. ციტირების თარიღი: 2006-11-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  15. „1995: საზეიმო დრო სამხრეთ აფრიკისათვის“. bbc.co.uk. 2003-09-24. ციტირების თარიღი: 2006-11-15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. Howitt (2005), გვ 7.
  17. Howitt (2005), გვ 170.
  18. Howitt (2005), გვ 185.
  19. Howitt (2005), გვ 199.
  20. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები
  21. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები
  22. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები
  23. ახალი ზელანდიის ჰაკა
  24. დეჟა ვუ ახალი ზელანდიისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-05. ციტირების თარიღი: 2008-05-18.
  25. ზინზან ბრუკი: ”ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება”
  26. გუნდის ჩანაწერები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-25. ციტირების თარიღი: 2008-05-18.
  27. გუნდის სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2008-05-18.
  28. მოთამაშეების სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2008-05-18.
  29. მოთამაშეების ჩანაწერები
  30. ახალი ზელანდიის თამაშების ჩანაწერები
  31. ახალი ზელანდიის ნაკრების 33 კაციანი შემადგენლობა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
   პორტალი სპორტი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები სპორტზე.