ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიკუნძულ ირლანდიის (ირლანდიის რესპუბლიკის და ჩრდილო ირლანდიის) ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც საკმაოდ პოპულარული სპორტია ირლანდიაში. გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს ექვსი ერის ჩემპიონატზე (რომელიც მათ 10-ჯერ მოიგეს) და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ რაგბის მსოფლიო თასზე. 2019-ის მონაცემებით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიამ 9-დან 9-ჯერ ითამაშა. მისი საუკეთესო შედეგი კი 1/4 ფინალია, რომელიც 7-ჯერ დააფიქსირა.

ირლანდია
Ireland rugby.png
კავშირი ირლანდიის რაგბის ფეხბურთის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი სამყურები
მწვრთნელ(ებ)ი ენდი ფარელი
კაპიტანი ჯონათან სექსტონი
ყველაზე მეტი კეპი ბრაიან ო’დრისკოლი (133)
ყველაზე მეტი ქულა რონან ო’გარა (1,083)
ყველაზე მეტი ლელო ბრაიან ო’დრისკოლი (46)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ინგლისის დროშა ინგლისი 7–0 ირლანდია ირლანდიის დროშა
(15-02-1875)
უდიდესი გამარჯვება
აშშ-ის დროშა აშშ 3–83 ირლანდია ირლანდიის დროშა
(10-06-2000)
უარესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 60–0 ირლანდია ირლანდიის დროშა
(23-06-2012)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 9 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი, 1987, 1991, 1995, 2003, 2011, 2015

ირლანდიის ნაკრების პირველ მატჩად მიჩნეულია 1875 წლის თამაში ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებით 7-0 დასრულდა.[1]

მატჩები საქართველოს ნაკრებთანრედაქტირება

ირლანდიას საქართველოს წინააღმდეგ 4 მატჩი აქვს ჩატარებული[2]. პირველი მატჩი შედგა ირლანდიაში, 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და დასრულდა 70:0 მასპინძლების გამარჯვებით. 2002 წელს, იმავე სტადიონზე ირლანდიამ 64:14 იმარჯვა. ქართველთაგან ლელოები კაცაძემ და ხამაშურიძემ დადეს, ორივე გარადსხვა კი ურჯუკაშილმა შეასრულა.

მესამე და ყველაზე დაძაბული შეხვედრა გამოდგა 2007 წლის მსოფლიო თასზე, ბორდოში, რომელიც 10:14 დასრულდა ირლანდიელთა სასარგებლოდ[3]. ქართველთაგან ლელო გიორგი შკინინმა დადო[4], ჯარიმა და გარდასხვა კი მერაბ კვირიკაშილმა გაიტანა.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება კვლავ ირლანდიაში, დუბლინის ავივას სტადიონზე გაიმართა, რომელიც 49-7 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Irish International Teams: Results, Scorers, Dates and Venues – 1874 to June 1999. Irishrugby.ie. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2008.
  2. http://stats.espnscrum.com/statsguru/rugby/stats/index.html?class=1;opposition=81;team=3;template=results;type=team;view=results
  3. RUGBY WORLD CUP 2007, MATCH 16. rugbyworldcup.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-22. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2020.
  4. https://www.youtube.com/watch?v=P08NSK5OtlQ