ბრაიან ო’დრისკოლი

ბრაიან ჯერალდ ო’დრისკოლი (დ. 21 იანვარი, 1979, დუბლინი) — ირლანდიელი მორაგბე, რომელმაც მთელი თავისი კარიერა გაატარა დუბლინის ლენსტერში. მისი სათამაშო პოზიცია იყო შუამარბი. 2003-2012 წლებში იყო ირლანდიის ნაკრების კაპიტანი. 2005 წელს უკაპიტნა ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს. ო’დრისკოლი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ.

ბრაიან ო’დრისკოლი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1979 (1979-01-21) (45 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი, ირლანდია
სიმაღლე 178 სმ
წონა 93 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი 1999–2015 ლენსტერი
პოზიცია შუამარბი
თამაში 186
ქულა 11
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ირლანდია
ნომერი 13
თამაში 133
ქულა 245
Brian O'Driscoll ვიკისაწყობში

ყველაზე მეტი სანაკრებო კეპის მქონე მორაგბეთა სიაში ო’დრისკოლი მეოთხეა. მას ირლანდიის ნაკრებში 133 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ლომებში“ — 8.[1][2] მის ანგარიშზეა 46 სანაკრებო ლელო და დღემდე ირლანდიის ნაკრების საუკეთესო მელელოვეა.[1][3] ამ მაჩვენებლით ის მერვეა მსოფლიოში, ხოლო პირველი — შუამარბებს შორის.

ო’დრისკოლს ასევე ეკუთვნის 6 ერის გათამაშების რეკორდიც 26 დადებული ლელოთი.[4][5] ის არის საუკეთესო მელელოვე ჰეინიკენის თასზე (30 ლელო) ირლანდიელებს შორის.[6] 2006, 2007 და 2009 წლებში ო’დრისკოლი 6 ერის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.[7]

2016 წლის 17 ნოემბერს ო’დრისკოლი შეიყვანეს მსოფლიო რაგბის დიდების ხევანში.[8] ამჟამად ის მუშაობს BT Sport და ITV Sport ტელევიზიებისთვის როგორც რაგბის ანალიტიკოსი.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Irish Rugby: Ireland – Profile: Brian O'Driscoll დაარქივებული 11 September 2015 საიტზე Wayback Machine. ; წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2011.
  2. ბრაიან ო’დრისკოლი: რაგბის კავშირის პროფილი. ESPN Scrum. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2011
  3. Lyle Jackson (15 თებერვალი, 2009). „2009 Six Nations“. BBC. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. O'Driscoll sets all-time try record Sydney Morning Herald; წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2011.
  5. O'Driscoll the great has Irish believing in BOD დაარქივებული 2018-10-04 საიტზე Wayback Machine. The Independent; წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2011.
  6. Leinster Rugby – Profile: Brian O'Driscoll. წაკითხვის თარიღი: 21 მარტი, 2011.
  7. Northampton's recovery overturned as Leinster herald age of the Irish The Guardian. წაკითხვის თარიღი: 21 მაისი, 2011.
  8. „World Rugby Hall of Fame: Jonny Wilkinson attends launch“. BBC News Coventry & Warwickshire. 17 ნოემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)