ლენსტერი — ირლანდიური სარაგბო გუნდი, რომლის საშინაო არენაც არის დუბლინში. ლენსტერი მოიცავს ირლანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთ რეგიონს(ირლანდია სულ 4 სარაგბო რეგიონადაა დაყოფილი).ლენსტერის ტრადიციული საშინაო არენაა დონიბრუკი, მაგრამ ის მცირე მოცულობისაა (6000) ამიტომ საშინაო თამაშებს გუნდი ერ-დი-ეს არენაზე ატარებს. ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებს, დუბლინის მთავარ სტადიონზე – ავივაზე. ლენსტერი გინესის ლიგის (ყოფილი კელტთა ლიგა) წევრია დაარსებიდან-2001 წლიდან და ამ დროში მან 5-ჯერ შეძლო ჩემპიონობა. 2009 წელს ლენსტერმა პირველად მოიპოვა ჰეინიკენის თასი. სულ კი 4-ჯერ შეძლო ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვება და ერთხელაც ჩელენჯ თასს დაეუფლა.

ლენსტერი
Leinster Rugby
Leinster rugby badge.png
დაარსდა 1879
რეგიონი დუბლინი, ირლანდია
მოედანი

RDS Arena (ტევადობა - 18,500 ადამიანი)

Aviva Stadium (ტევადობა: 51,700 ადამიანი)
ხელმძღვანელი მიკ დოუსონი
მწვრთნელ(ებ)ი ლეო ქალენი
კაპიტანი ჯეიმი ჰისლიპი
ყველაზე მეტი კეპი გორდონ დარსი (257)
ყველაზე მეტი ლელო შეინ ჰორგანი
ლიგა პრო 14
2018-2019 1-ლი
საშინაო  ფერები
გასასვლელი  ფერები
ოფიციალური საიტი
www.leinsterrugby.ie

ისტორიარედაქტირება

პირველი მატჩები, ლენსტერმა, როგორც თავისი რეგიონის წარმომადგენელმა 1975 წელს ჩაატარა, მასტერისა და ულსტერის წინააღმდეგ. მაშინ რაგბის 20-20 თამაშობდნენ. 1995 წლიდან, ლენსტერი გახდა პროფესიონალური რაგბის კლუბი. 1990-იან წლების შუაში, გუნდმა დატოვა პროფესიონალური რაგბი და დაბრუნდა 2000 წელს, როდესაც გუნდს გამოუჩნდა ახალი სპონსორი: Canterbury Clothing Company. ლენსტერის პირველი სეზონი ახლად შექმნილ კელტთა ლიგაში წარმატებით დამთავრდა – გუნდმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული,დაამარცხა რა მანსტერი 2001-02 წლების სეზონში.2002-2003 წლებში გუნდი გახდა მესამე გუნდი, რაგბის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ყველა ჯგუფური თამაში ჰეინიკენის თასზე.

სათამაშო არენარედაქტირება

დიდი ხნის განმავლობაში, ლენსტერი საშინაო მატჩებს დონიბურკის სტადიონზე ატარებდა. თუმცა სტადიონი იმდენად პატარაა(6000 კაცი) რომ 2005 წლიდან გუნდმა საშინაო არენად ერ-დი-ეს არენა გაიხადა, სადაც 18 500 ადამიანი ეტევა. თავდაპირველად აქ მხოლოდ ჰეინიკენის თასის თამაშებს ატარებდნენ, მაგრამ ახლა, ვერც ეს სტადიონი იტევს ლენსტერის ქომაგებს, ამიტომ მნიშვნელოვან მეტოქეებს ავივაზე უხვდებიან.

ტიტულებირედაქტირება

ფინალისტი: 5 (2006, 2010, 2011, 2012, 2016)

პერსონალური ჯილდოები და რეკორდებირედაქტირება

ევროპის წლის მორაგბერედაქტირება

2018 –   ჯონათან სექსტონი

ევროპის წლის მორაგბერედაქტირება

PRO14 წლის გუნდირედაქტირება

Pro14 ოქროს ბუცირედაქტირება

ოქროს ბუცი გადაეცემა იმ დამრტყმელს, რომელსაც სეზონის განმავლობაში ექნება წარმატებული დარტყმების (ჯარიმა, გარდასახვა) ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. პრიზი გადაიცემა 2012 წლიდან. (პროცენტული მაჩვენებელი მოცემულია ფრჩხილებში)

ინდივიდუალური რეკორდებირედაქტირება

ყველა დროისრედაქტირება

(26 მაისი 2015წ. მონაცემები).

ევროპის ტასირედაქტირება

(26 მაისი 2015წ. მონაცემები)

Pro12რედაქტირება

(26 მაისი 2015წ. მონაცემები).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. RaboDirect PRO12 Dream Team. RaboDirect PRO12 (5 May 2014). ციტირების თარიღი: 6 May 2014.