მანსტერი (სარაგბო გუნდი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

მანსტერი (Rugbaí Mumhan) — ირლანდიური პროფესიონალური სარაგბო გუნდი, რომელიც წარმოადგენს მანსტერის პროვინციას პრო 14-ში. მისი მთავარი საშინაო არენა არის ტომონდ-პარკი, ქალაქ ლიმერიკში, თუმცა ხშირად მეტოქეებს მასპინძლობს კორკში, ირლანდიის დამოუკიდებელ პარკზე.

მანსტერი
მეტსახელ(ებ)ი წითელი არმია (The Red Army)
დაარსდა 1879
რეგიონი ლიმერიკი და კორკი, ირლანდია
მოედანი Thomond Park (ტევადობა: 25,600) (ტევადობა - 18,500 ადამიანი)
Irish Independent Park (ტევადობა: 8,008)
ხელმძღვანელი გერი ო'ში
მწვრთნელ(ებ)ი იოჰან ვან გრაანი
კაპიტანი პიტერ ომაჰი
ყველაზე მეტი კეპი დონაქა ოქალაჰან (268)
ყველაზე მეტი ქულა რონან ოგარა (2,625)
ყველაზე მეტი ლელო საიმონ ზებო (60)
ლიგა პრო 14
2018-2019 მე-2, ნახფ.
გუნდის  ფერები
ოფიციალური საიტი
www.munsterrugby.ie

მანსტერი ოფიციალურად დაფუძნდა 1879 წელს, იმავე წელს როდესაც ირლანდიის პროვინციების კიდევ ორი გუნდი - ლენსტერი და ალსტერი. თუმცა პირველი მატჩი ლენსტერი წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1875 წელს გამართეს.

მიუხედავად იმისა რომ კორკი ლიმერიკზე დიდი ქალაქია, ამ უკანასკნელში რაგბი ძალიან პოპულარულია და მანსტერიც ტრადიციულად უმეტესად ლიმერიკელი მორაგბეებისგან შედგებოდა.

მანსტერ აქვს დიდი ტრადიცია საერთაშორის ტურნეების მოწყობისა. პირველი ტურნე 1905 წელს მოეწყო როდესაც ლიმერიკს ეწვია ლეგენდარული ოლ ბლექსი. ამ მატჩში მანსტერმა წააგო ანგარიშით 0-33. მასნტერი გახდა პირველი ირლანდიური გუნდი რომელმაც შეძლო სამხრეთელი გრანდის დამარცხება, 1967 წელს მათ ავსტრალიას მოუგეს ანგარიშით 11-8.

1973 წელს მანსტერმა ფრეს მიაღწია ახალ ზელანდიასთან, 3-3, ხოლო 1978 წელს გახდა პირველი ირლანდიური გუნდი რომელმაც შეძლო ოლ ბლექსის დამარცხება. ლიმერიკში მანსტერმა 12-0 იმარჯვა[1]. ამ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე კლუბის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ითვლება. დღემდე პოპულარულია სპექტაკლი Alone it Stands და ალან ინგლიშის წიგნი „ადექი და იბრძოლე: როცა მანსტერმა დაამარცხა ოლ ბლექსი“ („Stand Up and Fight: When Munster Beat the All Blacks“) რომლებიც ამ მოვლენას ეძღვენება. 2005 წელს ეს წიგნი ირლანდიის ბესტსელერი გახდა.[2]

2008 წელს, ამ გამარჯვებიდან 30 წლის აღსანიშნავად ზელანდია კიდევ ერთხელ ეწვია ლიმერიკს. 76 წუთისთვის მანსტერ იგებდა 16-13, მაგრამ თამაშის მიწურულს ჯო როკოკოს ლელოს წყალობით ზელანდიამ გაიმარჯვა - 16-18. 2016 წელს მანსტერმა მაორებს უმასპინძლა და 27-14 გაიმარჯვა.

ზელანდიის მსგავსად, მანსტერი ავსტრალიასაც ხშირად ეთამაშებოდა. პირველი გამარჯვება ირლანდიელება 1967 წელს შეძლეს. 1992 წელს, მსოფლიო ჩემპიონის რანგში ვოლაბები კორკს ესტუმრნენ და წააგეს ანგარიშით 22-19. მასნტერმა ავსტრალია კიდევ ერთხელ დაამარცხა 2010 წელს, 15-6.[3] საინტერესოა რომ მასნტერს ყველა ქულა ავსტრალიელმა ლეგიონერმა, პოლ ვარვიკმა მოუპოვა (3 ჯარიმა და 2 არეკნი)

პროფესიული ხანა

რედაქტირება

1995 წლის 26 აგვისტოს, რაგბის საერთაშორისო კავშირმა გამოაცხადა რომ რაგბი გახდა „ღია თამაში“. ეს ნიშნავდა რომ ყველა შეზღუდვა ფინანსებთან დაკავშირებით მოიხსნა და მორაგბეებს შეეძლოს ხელფასების აღება. ამის შემდეგ ირლანდიაში არსებული 4 პროვინციის გუნდი, მათ შორის მანსტერი გახდა პროფესიონალური სარაგბო კლუბი.

1995-96 წწ. სეზონი იყო პირველი სეზონი როდესაც გაიმართა ევროპის ჰეინიკენის თასი, ახლად დაფუძნებული ევროპული საკლუბო ტუნირი. ამ ტურნირზე ირლანდია 3 გუნდით იყო წარმოდგენილი - ლენსტერი, მანსტერი და ალსტერი. სადებიუტო სეზონში მანსეტრმა ჯგუფური ეტების გადალახვა ვერ შესძლო. მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 1998-99 სეზონზე მოახერხა მანსტერმა პულიდან გასვლა, და ნახევარფინალამდე მიაღწია.

პირველად ჰეინიკენის თასის ფინალში მანსტერი 2000 წელს გავიდა, თუმცა ერთი ქულით წააგო ინგლისური ნორთჰემპთონთან.

მომდევნო სეზონში მანსტერი ნახევარფინალში გამოეთიშა, სადაც კვლავ ერთი ქულით წააგი, ამჯერად ფრანგულ სტად ფრანსესთან[4]. 2001-02 წწ. სეზონში მანსტერი კიდევ ერთელ გავიდა ფინალში, სადაც ლესტერთან წააგო[5]. ამ სეზონში მანსტერი კელტთა ლიგის ფინალშიც გავიდა, მაგრამ აქაც წააგო ამჯერად დუბლინის ლენსტერთან თანაბარ თამაშში - 24-20.

2002-2003 წწ. სეზონში, მანსტერი კიდევ ერთხელ შეხვდა ლესტერ თაიგერსს, დაამარცხა და გავიდა ნახევარფინალში. თუმცა წინსვლა ფრანგულ ტულუზმა შეაწყვეტინა. ამ სეზონში მანსტერმა პირველად მოიგო კელტა ლიგა, კარდიფში დაამარცხა ოსპრეიზი ანგარიშით 37-17.

2003-2004 წწ. წითელი არმია კვლავ გავიდა ნახევარფინალში და დამარცხდა ინგლისურ ვასპთან.

2004-2005 წწ. მანსტერი კვლავ გადის პლეი ოფში და ამჯერად ეთიშება ბიარიცთან ბრძოლაში. ეს მატჩი გაიმართა ესპანეთში, რეალ სოსიედადის სტადიონზე და გახდა ჰეინიკენის თასის ისტორიაში პირველი მატჩი რომელიც ჩატარდა ესპანეთის ტერიტორიაზე.

 
მილენიუმი 2006 წლის ფინალი, რომლსაც მანსტერის 65 000 ქომაგი დაესწრო.

2005-2006 წლებში, მანსტერი კიდევ ერთელ გადის ჰეინიკენის თასის ფინალში. ნახევარფინალურ მატჩში ტრადიციულ მეტოქეს, ლენსტერს მოუგო დიდი ანგარიშით 30-6. ფინალური მატჩი გაიმართა უელსში, მილენიუმის სტადიონზე ბიარიცის წინააღმდეგ. დაძაბული მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა 23-19 და მანსტერი ისტორიაში პირველად დაეუფლა ევროპულ თასს.

2006-2007 სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ჰეინიკენის თასზე მეოთხედფინალში გამოეთიშნენ, ხოლო კელტა ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

2008 წელს მანსტერმა განახორციელა სუპერ-ტრანსფერი, დაიმატი ზელანდიის ყევლა დროის საუკეთესო მელელოვე დაგ ჰაულეტი (Doug Howlett). ამ სეზონშიც, ჰეინიკენის თასის ფინალში გავიდა გუნდი. ფინალური მატჩი ისევ მილენიუმის სტადიოზე ჩატარდა ფრანგული ტულიზის წინააღმდეგ. ირლანდიელება მოიგეს 16-13 და მეორედ დაუფლნენ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ თასს. ამ წარმატების შემდეგ მთავარი მწვრთნელმა, დექლან კიდნიმ (Declan Kidney) დატოვა მანსტერი და ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი გახდა. სანაცვლოდ წითელი არმია ჩაიბარა იმდროისთვის ახალბედა ავსტალიელმა ტონი მაკგაჰანმა.

2008-2009 წლების სეზონზე მანსტერმა ნახევარფინალი წააგო ლენსტერთან 25–6. ამ მატჩს დაესწრო 82 200 ადამიანი რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებული იყო. 2009 წელს, მანსტერმა მეორედ გაიმარჯვა კელტთა ლიგაში[6].

2009-10 წწ. მანსტერი კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეთორმეტედ გადის ჰეინიკენის თასის პლეიფოში. ამჟამადაც ნახევარფინალში წააგო ბიარიცთან და გამოეთიშა ასპარეზობას.

2010-11 წწ. სეზონზე, მანსტერმა პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ჯგუფური ეტაპის გადალახვა და ბრძლა ჩელენჯ თასზე განაგრძო. თუმცა ამ ტურნირზეც ვერ მიაღწია წარმატებას, ნახევარფინალი წააგო ინგლისური ჰარლიქუინზთან 20-12. სანუგეშოდ, მანსტერელებმა მესამედ მოიგეს კელტთა ლიგა, ფინალში დუბლინელი მეტოქე დაამარცხეს ანგარიშთ 19-9.

2011-12 წლებში მანსტერმა პირველად დაასრულა ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით - მოიგო ექვსიდან ექვსივე თამაში. მეოთხედფინალში დაძლია ინგლისური ნორთჰემპთონის ბარიერი და გავიდა ნახევარფინალში. აქ, საკუთარ მოედანზე დამარცხდა ირალნდიურ ალსტერთან - 16-22. ეს იყო მანსტერის ისტორიაში ჰეინიკენის თასზე მეორე მარცხი საკუთარ მოედანზე[7]. სეზონის ბოლო მანსტერი დატოვა მწვრთნელიმა, რომელიც ზელანდიელი რობ პენით ჩაანაცვლეს[8].

კიდევ ერთელ გავიდა ნახევარფინალში 2012-13 წწ. სეზონზე, სადაც ამჯერად ფრანგულ კლერმონთან წააგო[9]. კლერმონის შემადგენლობაში ძირითადშ იყო და 78 წუთი ითამაშა ქართველმა დავით ზირაქაშივილმა.

მომდევნო სეზონში ნახევარფინალში გამოეთიშა ევროპული თასისთვის ბრძოლას. კიდევ ერთმა ფრანგულმა გრანდმა, ტულონმა შეძლო მისი შეჩერება[10]. სეზონის მიმდინარეობისას გუნდი ადტოვა მწვრთნელმა და გადაიბარა ყოფილმა კაპიტანმა ენტონი ფოლმა.

ჩემპიონთა თასის ხანა

რედაქტირება

2014 წელს ჰეინიკენის თასი წყვეტს არსებობს და სანაცვლოდ ფუძვნდება ევროპის ჩემპიონთა თასი. პირველ სეზონზე, 2014-15წწ. მანსტერი მოხვდა ძალიან რთულ პულში: სარასენსთან, კლერმონთან და სეილ შარქსთან ერთად. საბოლოო ჯამში, ბოლო 17 წელიწადში მეორედ მანსტერი ჩარჩა ჯფგუფში და ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას[11]. პარალელურად, კელტთა თასის ფინალში გავიდა მაგრამ გამარჯვება იქაც ვერ შეძლო, წააგო გლაზგოს ვორიორსთან[12].

მანსტერმა ვერც შემდგომ სეზონში შეძლო პულიდან გასვლა. მომდევნო სეზონისთვის რაგბის დირექტორის თანამდებობაზე მოიწვიეს ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი რასი ერასმუსი.[13]

2016-17 წწ. სეზონის მიმდინარეობას მოულოდნელად გარდაიცვალა ენტონი ფოლი[14]. მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა ლიმერიკში, სადაც მანსტერმა გლაზგოს უმასპინძლა და 38-17 მოუგო. ფოლის საპატავისაცემოდ 8 ნომრიანი მაისურით არავის უთამაშა, სანაცვლოდ სი ჯეი სტანდერმა 24 ნომრით ითამაშა[15]. ჩემპიონთა თასის მესამე სეზონზე ირლანდიელებმა როგორც იქნა დაძლიეს პულის ეტაპი და გავიდნენ პლეიოფში. მეოთხოდფინალი გაიმართა ლიმერიკში, ტულუზის წინააღმდეგ რომელიც წითლებმა 41-16 მოიგეს. ნახევარფინალი მანსტერმა მოქმედ ჩემპიონ, ლონდონის სარასენსთან დათმო[16], პრო 12-ს ფინალი კი უელსურ სკარლეტსთან წააგო და ის სეზონიც უტიტულოდ ჩაამთავრა[17].

2017-18 წწ. სეზონზე მანსტერში რამდენიმე ცვლილება მოხდა. გუნდი დატოვა რასი ერასუმუსმა. მთავარი მწვრთბელი გახდა აფრიკელი იოჰან ვან გრაანი, რომელიც მანამდე შერკინების მწვრთნელი იყო. გუნდი ასევე დატოვა მანსტერი ყველა დროის საუკეთესო მელელოვემ საიმონ ზებომ. ვან გრაანი სადებიუტი სეზონში მანსტერი ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ფრანგულ რასინგ 92-თან წააგო.[18] ასევე ნახევარფინალშ გამოეთიშა შიდა ჩემპიონატში ბრძოლას - დუბლინის ლენსტერმა 16-15 მოუგო და აგხდა პრო 14-ს პირველი გამარჯვებული[19].

2018-19 წწ. სეზონზე მანსტერმა მე-14 ნახევარფინალი ითამაშა, და ამჯერადაც წააგო ლონდონის სარასენსთან[20]. ნახევარფინალი წააგო დუბლის ლენსტერთანაც პრო-14-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში[21].

ჯილდოები

რედაქტირება
  • ევროპის ჩემპიონთა თასი
    • გამარჯვებული: 2005–06, 2007–08: 2
    • ფინალისტი: 1999–2000, 2001–02: 2
  • პრო-14:
    • გამარჯვებული: 2002–03, 2008–09, 2010–11: 3
    • ფინალისტი: 2001–02, 2004–05, 2014–15, 2016–17: 4
  • კელტთა თასი:
    • გამარჯვებული: 2004–05: 1
  • ირლანდიის პროვინციათშორის ჩემპიონატი:
    • გამარჯვებული: 1947–48, 1952–53, 1954–55, 1957–58, 1959–60, 1962–63, 1965–66, 1966–67 (shared), 1968–69, 1972–73 (shared), 1973–74, 1975–76 (shared), 1977–78 (shared), 1978–79, 1982–83 (shared), 1987–88 (shared), 1993–94 (shared), 1994–95, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01: 22 (7 shared)
  • სეტანტანტას ჩელენჯ თასი:
    • გამარჯვებული: 2007, 2008: 2
  1. https://www.telegraph.co.uk/sport/rugbyunion/2337205/Munster-savour-slice-of-heaven.html
  2. https://www.telegraph.co.uk/sport/rugbyunion/international/newzealand/3473409/The-day-Munster-shocked-the-All-Blacks-to-the-core-Rugby-Union.html
  3. http://news.bbc.co.uk/sport2/hi/rugby_union/my_club/munster/9196601.stm
  4. https://www.independent.co.uk/sport/rugby/rugby-union/oneills-try-that-never-was-sinks-munster-682134.html[მკვდარი ბმული]
  5. https://www.rugbydump.com/news/the-infamous-hand-of-back-incident-of-2002/
  6. http://news.bbc.co.uk/sport2/hi/rugby_union/welsh/8023379.stm
  7. www.independent.ie/sport/rugby/heineken-cup/munsters-epic-ends-as-tragedy-2498854.html
  8. https://web.archive.org/web/20120504202020/http://www.munsterrugby.ie/news/10444.php
  9. https://web.archive.org/web/20130503014659/http://www.munsterrugby.ie/rugby/11887.php
  10. https://web.archive.org/web/20140427211740/http://www.munsterrugby.ie/news/18412.php
  11. https://web.archive.org/web/20150519125943/http://www.munsterrugby.ie/rugby/20623.php
  12. https://web.archive.org/web/20150601011457/http://www.munsterrugby.ie/news/20699.php#.VWrGSnlFDIU
  13. https://web.archive.org/web/20160427234504/http://www.munsterrugby.ie/news/22485.php
  14. https://web.archive.org/web/20161018204239/http://www.munsterrugby.ie/news/23295.php#.WAN_rfkrLIU
  15. https://www.munsterrugby.ie/match-stats/?FixGuid=16MG3296
  16. https://www.munsterrugby.ie/report/memorable-european-run-comes-to-an-end/
  17. https://www.munsterrugby.ie/report/aviva-anguish-in-pro12-final/
  18. https://munsterrugby.ie/report/munsters-champions-cup-dream-ends-in-bordeaux/
  19. https://www.munsterrugby.ie/report/munster-lose-semi-final-to-leinster-by-a-point/
  20. https://www.munsterrugby.ie/report/report-munster-defeated-by-saracens-in-coventry/
  21. https://www.munsterrugby.ie/report/report-munster-fall-to-guinness-pro14-semi-final-defeat/