ვახ აბდალაძე (დ. 6 თებერვალი, 1996, ქუთაისი) — ქართული წარმოშობის ირლანდიელი მორაგბე, რომელიც თამაშობს დუბლინის ლენსტერში ბურჯის პოზიციაზე. აბდალაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში (საქართველო) და გაიზარდა ირლანდიაში.

ვახ აბდალაძე
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1996 (1996-02-06) (28 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველო
სიმაღლე 1,88
წონა 116 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ლენსტერი
პოზიცია ბურჯი
თამაში 11
ქულა 5
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ირლანდია 20 წლ.

5 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ქუთაისიდან ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად და დასახლდა დუბლინის გარეუბანში, სადაც აბდალაძემ დაიწყო რაგბის თამაში. თავდაპირველად მისი პოზიცია იყო შუამარბი, მოგვიანებით კი გადაინაცვლა შერკინებაში. აბდალაძე გამოძახებული იყო საქართველოს 17-წლ. ნაკრებში და სადაც 8 ნომრის პოზიციაზე ითამაშა.[1]

პირველი პროფესიონალური კონტრაქტი აბდალაძემ გააფორმა 2018 წელს, ლენსტერთან. მას შემდეგ კი დღემდე თადარიგის ბურჯად ითვლება და იშვიათად ეძლევა თამაშში ჩართვის საშუალება

2016 წელს, აბდალაძე გამოიძახეს ირლანდიის 20-წლ. ნაკრებში, 2016 წლის 20-წლ. მსოფლიო თასის მოსამზადებელ პერიოდში. ამ ტურნიში ირლანდიამ თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მასპინძელ ინგლისთან დამარცხდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Early starts and competitive edge helping Abdaladze to achieve his goals. Leinsterrugby.ie (6 მარტი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-21. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2018.