ჯონათან სექსტონი (ინგლ. Jonathan Sexton; დ. 11 ივლისი, 1985) — ირლანდიელი მორაგბე, რომელიც თამაშობს დუბლინის კლუბ „ლენსტერიში“ და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში. კრიტიკოსების მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო მგეზავად.

ჯონათან სექსტონი
Jonathan Sexton 2015 RWC.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1985 (1985-07-11) (35 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი, ირლანდია
სიმაღლე 189 სმ
წონა 92
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ლენსტერი
პოზიცია მგეზავი
თამაში 147
ქულა 1027
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ირლანდია
თამაში 76
ქულა 714
Jonathan Sexton ვიკისაწყობში

ადრეული წლებირედაქტირება

სექსტონი დაიბადა 1985 წლეს, დუბლინში. მან რაგბის თამაში „სენ-მერის კოლეჯში“ დაიწყო, სადაც „ლენსტერი სკაუტების“ ყურადღება მიიქცია. მისი დებიუტი „ლენსტერის“ ძირითად გუნდში შედგა 2006 წელს. რაგბის თამაშის პარალელურად სექსტონმა სწავლა განაგრძო დუბლინის უნივერსიტეტში სადაც ფინანსისტის საბაკალავრო ხარისხი მიიღო.

ლენსტერირედაქტირება

2007-2008 წლების სეზონზე სექსტონი თავის პირველ ტიტულს დაეუფლა „ლენსტერთან“ ერთად — მოიგო პრო 12. სექსტონმა ძირითად გუნდში ადგილი დაიმკვიდრა 2009 წლის მაისში. 2 მაისს, ჰეინიკენის თასის ფინალში ლენსტერი ისტორულ მეტოქეს „მანსტერს“ ხვდებოდა, როდესაც სექსტონს ძირითადი მგეზავის არგენტინელი ფილიპე კონტეპომის შეცვალ მოუწვია. ის მატჩი 25/6 დამთავრდა დუბლინელთა სასარგელოდ. ამის შემდეგ ახალგაზრდა სექსტონს გუნდის დაგეზვა მოუწია სკარლეტის წინააღმდეგ, სადაც 15 ქულა მოიპოვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

 
სექსტონი 2011 წლის ნახევარ ფინალში

სექსტონი კარგი თამაშის წყალობით ძირითადი ათიანი ხდება, ამიტომაც, მისი შემცვლელმა არგენტინელმა კაპტონმა, მალევე დატოვა გუნდი და ფრანგულ სტად ფრანსეს შეურთდა. სექსტონმა ძირითადში თამაში დაიწყო 2009 წლის ჰეინიკენის თასის ფინალიში „ლესტერის“ წინააღმდეგ, სადაც არეკნის და გადამწყვეტი ჯარიმის გატანით გუნდს პირველად მოაპოვებინა ჩემპიონთა თასი.[1]

რასინგ 92 (2013–2015)რედაქტირება

 
სექსტონი „რასინგ 92-ის შემადგენლობაში 2013 წელს

2013-2014 წლების სეზონზე სექსტონმა დატოვა ირლანდიური კლუბი და პარიზულ კლუბს რასინგ 92 შეურთდა. მისი წლიური ხელფასი საფრანგეთში 750,000 ევრო, გახდა, რამაც სექსტონი იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბედ აქცია. ამ დროისთვის ფრანგული კლუბის სამწვრთნელო შტაბს შეურთდა კიდევ ერთი ლეგენდარული ირლანდიელი მგეზავი რონან ო'გარა. სექსტონის მოღვაწეობა წარუმატებელი აღმოჩნდა გუნდისთვის, ფრანგულმა გრანდმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის გადალახვა.

ლენსტერში დაბრუნება (2015–დან)რედაქტირება

2014 წელს წარუმატებელი ფრნგული ვოიაჟის შემდეგ სექსტონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლენსტერთან 2019 წლის ნოემბრამდე.[2] 2018-2019 სეზონის დასაწყისში სექსტონი გახდა გუნდის კაპიტანი.[3]

ირლანდიის ნაკრებირედაქტირება

სექსტონი ირლანდიის ნაკრებში გამოიძახეს 2008 წლის ექვსი ერის გათამაშებისთვის თუმცა ტრამვის გამო მას ამ ტურნირში მონაწილება არ მიუღია.[4] 2009 წელს სექსტონა ითამაშა ირლანდიის A ნაკრებში, რომელთან ერთადაც ჩერჩილის თასს დაეუფლა. მისი დეუბიუტი ძირითად ნაკრებში კი შედგა 2009 წლის ნოემბერში ფიჯის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო.[5][6]

2010 წლიდან სულ უფრო ხშირად უწევდა ძირითად გუნდში თამაში. მალე მისმა კონკურენტმა ვეტერანმა რონან ო'გარამ გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. 2011 წლის მსოფლიო თასზე პირველი ორი შეხვედრა სექსტონმა ძირითადში დაიწყო.

2018 წელს სექსტონი ნომინირებული იყო 6 ერის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე, თუმცა საბოოლოდ ექვს ნომინანტს შორის გამარჯვება მის თანაგუნდელ ჯეიკობ სოკდეილს ჰხვდა წილად.

ტიტულებირედაქტირება

სენტ-მერის კოლეჯირედაქტირება

ლენსტერირედაქტირება

ირლანდიარედაქტირება

ირლანდია არედაქტირება

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებირედაქტირება

  • ტურნე: 2 (2013, 2017)
  • მოგებათა სერია: 1 (2013)
  • ფრეთა სერია: 1 (2017)

მსოფლიო რაგბის პრიზირედაქტირება

  • 2018 წლის საუკეთესო მორაგბე

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Leicester 16 Leinster 19. ercrugby.com (23 May 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - 27 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2009.
  2. Johnny Sexton confirms Leinster return.
  3. Johnny Sexton named new Leinster captain. rte.ie. 7 August 2018. https://www.rte.ie/sport/rugby/2018/0807/983651-johnny-sexton-named-new-leinster-captain/.
  4. Sexton to miss Six Nations opener. RTÉ (21 January 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან - 31 May 2009. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2008.
  5. Sexton to make debut for Ireland“, BBC Sport, 17 ნოემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 17 November 2009. 
  6. RTÉ. (21 ნოემბერი, 2009) Matchtracker. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 ნოემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2009.