რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987 — პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, რომელიც მიმდინარეობდა 1987 წლის 22 მაისიდან - 20 ივნისამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ტურნირის ვადები | 22 მაისი - 20 ივნისი 1987 |
ადგილი | ახალი ზელანდია - ავსტრალია |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ახალი ზელანდია |
მეორე ადგილი | საფრანგეთი |
მესამე ადგილი | უელსი |
ტურნირის სტატისტიკა | |
ჩატარებული მატჩები | 32 |
დასწრება | 604 500 (18 891 თამაშზე) |
ბომბარდირი(ები) | გრანტ ფოქსი (126 ქულა) |
ყველაზე მეტი ლელო | კრეიგ გრინი ჯონ კირვანი (6 ლელო) |
მსოფლიო თასის შემოღება ირბ-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზე დაადგინა. ოთხივე ბრიტანული ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და სამხრეთსა და ფრანგებს ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.
ირბ-ის მამებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბველები ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარზე მყოფი საბჭოთა კავშირის (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.
თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. მეოთხედფინალში ყველა უძლიერესი უპრობლემოდ გავიდა. მათთან ერთდ მეოთხედფინალში გავიდა ფიჯიც.
სატურნირო ბადე ორგანიზატორებს ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ თანა-მასპინძლები ერთმანეთს ფინალში, "იდენ პარკზე" უნდა შეხვედროდნენ. მაგრამ , რომ აქამდე საქმე არ მივიდა, რადგან იმ წელს ევროპული "ხუთი ერის" სლემით მომგებმა საფრანგეთმა სიდნეის გარეუბანში აშენებულ "კონკორდზე", შეჯიბრების საუკეთესო მატჩად აღიარებულ ნახევარფინალში, სულ ბოლოსღა, დაალელოვა ავსტრლია.
ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რადგან ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. უელსელები კი მანამდე ნახევარფინალში სასტიკად მოისრნენ კივებთან.
ფინალში "ოლ ბლექსის" უპირატესობა უდავო იყო და მანაც მეთოდურად გამოუყვანა წირვა "ლე ბლეს".
დებიუტმა ყოველმხრივ გაამართლა: ბურთაობა ეშხიანი იყო. სტადიონებზე 600 ათასი კაცი მივიდა, სამასმა მილიონმა კი შეჯიბრს ტელევიზიით 17 ქვეყანაში უცქირა; ირბ-ს სარფად ერთი მილიონი (!) გირვანქა დარჩა. ჰოდა, მამებმაც მაშინ გადაწყვიტეს, თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ გაეთამაშებინათ[1].
სტადიონები
რედაქტირებაქვეყანა | ქალაქი | სტადიონი | ტევადობა | სურათი |
---|---|---|---|---|
ავსტრალია | ბრიზბენი | Ballymore Stadium | 24,000 | |
სიდნეი | Concord Oval | 20,000 | ||
ახალი ზელანდია | ოკლენდი | Eden Park | 45,472 | |
ველინგტონი | Athletic Park | 39,000 | ||
კრაისტჩერჩი | Lancaster Park | 36,500 | ||
დანიდინი | Carisbrook | 35,000 | ||
როტორუა | Rotorua International Stadium | 35,000 | ||
ნეიპირი | McLean Park | 30,000 | ||
ჰამილტონი | Rugby Park | |||
ინვერკარგილი | Rugby Park Stadium | 17,000 | ||
პალმესტონ-ნორთი | Showgrounds Oval |
მონაწილე ქვეყნები
რედაქტირებააფრიკა | ამერიკა | აზია | ევროპა | ოკეანეთი |
---|---|---|---|---|
|
შედეგები
რედაქტირებაჯგუფი А
რედაქტირებაგუნდი | ავსტრალია | ინგლისი | აშშ | იაპონია | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ავსტრალია | 19:6 | 47:12 | 42:23 | 3 | 0 | 0 | 108−41 | 6 | |
ინგლისი | 6:19 | 34:6 | 60:7 | 2 | 0 | 1 | 100−32 | 4 | |
აშშ | 12:47 | 6:34 | 21:18 | 1 | 0 | 2 | 39−99 | 2 | |
იაპონია | 23:42 | 7:60 | 18:21 | 0 | 0 | 3 | 48−123 | 0 |
ჯგუფი B
რედაქტირებაგუნდი | უელსი | ირლანდია | კანადა | ტონგა | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
უელსი | 13:6 | 40:9 | 29:16 | 3 | 0 | 0 | 82−31 | 6 | |
ირლანდია | 6:13 | 46:19 | 32:9 | 2 | 0 | 1 | 84−41 | 4 | |
კანადა | 9:40 | 19:46 | 37:4 | 1 | 0 | 2 | 65−90 | 2 | |
ტონგა | 16:29 | 9:32 | 4:37 | 0 | 0 | 3 | 29−98 | 0 |
ჯგუფი C
რედაქტირებაგუნდი | ახალი ზელანდია | ფიჯი | იტალია | არგენტინა | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ახალი ზელანდია | 74:13 | 70:6 | 46:15 | 3 | 0 | 0 | 190−34 | 6 | |
ფიჯი | 13:74 | 15:18 | 28:9 | 1 | 0 | 2 | 56-101 | 2 | |
იტალია | 6:70 | 18:15 | 16:25 | 1 | 0 | 2 | 40−110 | 2 | |
არგენტინა | 15:46 | 9:28 | 25:16 | 1 | 0 | 2 | 49−90 | 2 |
ჯგუფი D
რედაქტირებაგუნდი | საფრანგეთი | შოტლანდია | რუმინეთი | ზიმბაბვე | მ | ფ | წ | განსხ | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საფრანგეთი | 20:20 | 55:12 | 70:12 | 2 | 1 | 0 | 145−44 | 5 | |
შოტლანდია | 20:20 | 55:28 | 60:21 | 2 | 1 | 0 | 135−69 | 5 | |
რუმინეთი | 12:55 | 28:55 | 21:20 | 1 | 0 | 2 | 61−130 | 2 | |
ზიმბაბვე | 12:70 | 21:60 | 20:21 | 0 | 0 | 3 | 53−151 | 0 |
პლეი-ოფი
რედაქტირებამეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | ||||||||
ახალი ზელანდია | 30 | |||||||||
შოტლანდია | 3 | |||||||||
ახალი ზელანდია | 49 | |||||||||
უელსი | 6 | |||||||||
უელსი | 16 | |||||||||
ინგლისი | 3 | |||||||||
ახალი ზელანდია | 29 | |||||||||
საფრანგეთი | 9 | |||||||||
საფრანგეთი | 31 | |||||||||
ფიჯი | 16 | |||||||||
საფრანგეთი | 30 | მატჩი მესამე ადგილისთვის | ||||||||
ავსტრალია | 24 | |||||||||
ავსტრალია | 33 | უელსი | 22 | |||||||
ირლანდია | 15 | ავსტრალია | 21 | |||||||
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული |
---|
ახალი ზელანდია პირველი წოდება |
წინამორბედი: |
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987 |
შემდეგი: 1991 |