შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Scotland national rugby union team, შოტ.-გელ. Sgioba nàiseanta rugbaidh na h-Alba) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. იმართება შოტლანდიის რაგბის კავშირის (ინგლ. Scottish Rugby Union მიერ. მსოფლიო რაგბი მას მიაკუთვნებს ჰაი-პერფომანსის კატეგორიის ნაკრებებს, ანუ მსოფლიოში ყველაზე უფრო ძლიერ ნაკრებებს. ნაკრების საშინაო არენაა — სტადიონი «მარიფილდი» (ინგლ. Murrayfield Stadium) ედინბურგში, რომელიც იტევს 67 ათას მაყურებელზე ცოტათი მეტს.

შოტლანდია
კავშირი შოტლანდიის რაგბის კავშირი
ემბლემა the Thistle
მწვრთნელ(ებ)ი გრეგორ ტაუნსენდი
კაპიტანი სტიუარტ ჰოგი
ყველაზე მეტი კეპი კრის პატერსონი (109)
ყველაზე მეტი ქულა კრის პატერსონი (809)
ყველაზე მეტი ლელო იან სმითი, ტონი სტანგერი (24)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
(აგრეთვე მსოფლიოში პირველი საერთაშორისო)
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 1 – 0 ინგლისი ინგლისის დროშა
(27-03-1871)
უდიდესი გამარჯვება
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 100 – 8 იაპონია იაპონიის დროშა
(13-11-2004)
უარესი დამარცხება
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 10 – 68 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა
(06-12-1997)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 8 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი, 1991

შოტლანდიის ეროვნული ნაკრები ყოველწლიურად ასპარეზობს ექვსი ერის ჩემპიონატში, სადაც 15 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის 1999 წლის ხუთი ერის თასის უკანასკნელი გათამაშება, ხოლო დიდი მუზარადი სამჯერ აქვს მოპოვებული. ოთხ წელიწადში ერთხელ ნაკრები მონაწილეობას იღებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც ყველაზე უფრო საუკეთესო შედეგი ნაჩვენები აქვს 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეოთხე ადგილი. 2017 წლის თებერვალში შოტლანდიის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაიკავა მეხუთე ადგილი, რაც მისი საუკეთესო შედეგია 2003 წელს რეიტინგების შექმნის მომენტიდან[1].

თავისი პირველი მატჩი შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩაატარა 1871 წლის 27 მარტს ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და გაიმარჯვა ანგარიშით 1-0. ეს მატჩი რაგბის ისტორიაში შევიდა, როგორც ნაკრებების პირველი საერთაშორისო მატჩი. დღეისათვის შოტლანდიისა და ინგლისის მორაგბეთა ორთაბრძოლა ითვლება რაგბის ერთ-ერთ კლასიკურ დაპირისპირებად. მათ შორის ექვსი ერის თასის მატჩში გამარჯვებული ხდება კალკუტის თასის მფლობელი. ოთხ წელიწადში ერთხელ შოტლანდიის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები შეიძლება მიწვეულნი იყვნენ «ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების» შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო გამოსაფენ ნაკრებს, შემდგარს შოტლანდიელი, ინგლისელი, ირლანდიელი და უელსელი მოთამაშეებისაგან. რადგანაც შოტლანდიაში არ არსებობს ოფიციალური ეროვნული ჰიმნი, თამაშის წინ სრულდება პატრიოტული სიმღერა Flower of Scotland.

  1. High five for buoyant Scotland. World Rugby (2017-02-27). ციტირების თარიღი: 2017-03-03.