ტონგის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

(გადამისამართდა გვერდიდან ტონგას მორაგბეთა ეროვნული ნაკრები)

ტონგის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ქვეყანაში უფრო ცნობილი, როგორც ’Ikale Tahi«ფსოვები») — ტონგის ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. როგორც პოლინეზიის ქვეყნების სხვა ნაკრებები, ტონგელებიც ყოველი მატჩის დასაწყისში ასრულებენ საბრძოლო ცეკვას. ტონგის ნაკრების შემთხვევაში ესაა კაილაო, აგრეთვე ცნობილი როგორც სიპი-ტაუ. ნაკრები სამოის და ფიჯის ეროვნული ნაკრებებთან ერთად შედის წყნარი ოკეანის ქვეყნების სარაგბო ალიანსში. 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებმა მიაღწია უნიკალურ მიღწევას, მოუგო საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 19–14. მიუხედავად ამისა, ახალი ზელანდიის და კანადის ეროვნულ ნაკრებებთან წაგებამ არ მისცა პოლინეზიელებს საშუალება თავის ისტორიაში პირველად გასულიყვნენ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

ტონგა
კავშირი ტონგის რაგბის ფეხბურთის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი ʻIkale Tahi
ემბლემა თეთრი მტრედი
მწვრთნელ(ებ)ი მანა ოტაი
კაპიტანი ნილი ლატუ
ყველაზე მეტი კეპი ნილი ლატუ (43)
ყველაზე მეტი ქულა კურტ მორათი (338)
ყველაზე მეტი ლელო ფეტუ’უ ვაინიკოლო (15)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ტონგის დროშა ტონგა 9 – 6 ფიჯი ფიჯის დროშა
(15-08-1924)
უდიდესი გამარჯვება
ტონგის დროშა ტონგა 119 – 0 სამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა
(22-03-2003)
უარესი დამარცხება
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 102 – 0 ტონგა ტონგის დროშა
(16-06-2000)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 6 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი პირველი რაუნდი, მესამე ადგილი ჯგუფში 1995, 2007, 2011

კუნძულებზე რეგბი გამოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში — თამაში შემოიტანეს მეზღვაურებმა და მისიონერებმა. ტონგის რაგბის კავშირი შეიქმნა 1923 წლის ბოლოს. ეროვნული ნაკრების პირველი თამაში შედგა მომდევნო წელს: ტონგამ მოუგო ფიჯის ანგარიშით 9–6. მიუხედავად ამისა, მეორე სატესტო თამაშში ტონგის ნაკრებმა წააგო (3–14), ხოლო გადამწყვეტი თამაში დამთავრდა ფრედ 0-0.