ჰენრი კუპრაშვილი
ჰენრი კუპრაშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1946, ხაშური, საქართველოს სსრ) — ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, მოცურავე. მსოფლიო ჩემპიონი ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი).[1][2] ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი ზამთრის ცურვაში. [3] საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე.[4] საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი.
ჰენრი კუპრაშვილი | |
---|---|
ჰენრი კუპრაშვილი, 2006 | |
დაბადების თარიღი |
13 სექტემბერი, 1946 ხაშური, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | სპორტსმენი, მეცნიერი, პროფესორი |
ჯილდოები | მედლები: ბაირონის (ოქრო, დიდი ბრიტანეთი), „მხედრული მამაცობისათვის (საქართველო), „სამაგალითო სამსახურისათვის“ (უკრაინა), „თავისუფლების მსოფლიო მედალი“ (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწინაპრები
რედაქტირებაჰენრი კუპრაშვილის ბაბუა, ლუკა კუპრაშვილი (1896-1924 წ.წ. ცუცხვათელი მღვდლის შვილი) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების დროს ოკრიბაში აჯანყებულთა რაზმის მეთაური. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, იგი ოკრიბის ტყიდან არ გამოვიდა და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლ კაპიტონ დოღონაძესთან ერთად. 29 აგვისტოს ბოლშევიკებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა (ესროლა ბოლშევიკმა კეზევაძემ სოფელ კურსებიდან). დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა და სოფლის წყაროსთან რისია უგრეხელიძის ხელში გარდაიცვალა (იყო 28 წლის). დარჩა 18 წლის ფეხმძიმე (ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე) მეუღლე, რომელიც შვილებთან ერთად მთელი ცხოვრება ბოლშევიკების მუდმივი პრესის ქვეშ იმყოფებოდა.[5][6] [7]
განათლება
რედაქტირებაჰენრიმ დაამთავრა ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი [8] და სპი-ს საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება [9]
სხვაგვარად აზროვნებისათვისა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაფრთხილებული იყო პირველად, 1967 წელს საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდში, მეორედ, 1975 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობისას. გაფრთხილება მიიღო 2004 წლის 20 ოქტომბერსაც, ამჯერად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორი პასუხისმგებელი მუშაკისგან (მდივნის მოადგილე სიხარულიძე და სამსახურის უფროსი მ. კალანდაძე) გაზ. «24 საათში» სტატიის «მეფემ არ იცის, თორემ...» გამოქვეყნებისთვის,[10] აუკრძალეს შემდგომში მათთან შეთანხმების გარეშე სტატიების ბეჭდვა. მისთვის (მაშინ იგი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსად მუშაობდა) მათი ულტიმატუმი მიუღებელი იყო და იმავე გაზეთში კვლავ გამოაქვეყნა სტატია «ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი»[11], ამის შემდეგ იგი მკაცრად დაისაჯა.
საქმიანობა
რედაქტირება1968-2006 წლებში ჰენრი კუპრაშვილი იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი პრეპარატორი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,[12] დოცენტი, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი.
1977-1979 წლებში მუშაობდა, როგორც სახალხო კონტროლის თბილისის საქალაქო კომიტეტის მეთოდკაბინეტის გამგე.[13]
1989-1992 წლებში მისი საქმიანობა საქართველოს სახალხო ფრონტში მუშაობას ეხებოდა - ჯერ სააღრიცხვო განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარის თანაშემწეს სახით.
1992 წლის მარტიდან - 1992 წლის დეკემბრამდე იგი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელ მდივანის სახით მუშაობდა.[14]
1992-1996 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, ჯერ სახელმწიფო მრჩეველის, შემდეგ მთავარი სახელმწიფო მრჩეველის და სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.[15]
1996-2004 წლებში ჰენრი კუპრაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა. იყო საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი;[16] საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი;[17] უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი;[18] საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი; ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი.
1996-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ინფორმატიზაციის საკორდინაციო საბჭოში.
2005 წლის თებერვლიდან 2010 წლამდე იყო სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი და შიდაუსაფრთხოების სამმართველოს ინსპექტორი.
2009 წლის სექტემბრიდან დღემდე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორია.
ჰენრი კუპრაშვილი ავტორია 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენებისა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერსციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ავტორი და ხელმძღვანელი.[19]
სხვადასხვა დროს მისი სამეცნიერო კვლევების სფეროები იყო: პოლიტოლოგიის პრობლემები, საინფორმაციო პოლიტიკის თავისებურებები საინფორმაციო ეპოქაში, საინფორმაციო-ანალიტიკური ტექნოლოგიები, ეროვნული უშიშროება, საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ევროპის პოლიტიკური სისტემა, ევროპის პოლიტიკური მიმდნარეობები და სხვ.
მიღწევები
რედაქტირებადამსახურებანი
რედაქტირებამასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აზრით, „ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა ქართული ცურვა, ანუ ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ–იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას“[20]. აღინიშნებოდა, რომ მან ასევე „სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს“,[21] და დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში;[22]. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო;[23] შემდგომში მან დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა.
არის დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის „ჩოხოსნები – 1973“ წევრი,[24][25], დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე; 1990 წელს შექმნილი საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია "აიეტის" [26] დამაარსებელი და თავმჯდომარე; 2010 წელს შექმნილი საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი; საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; სპორტსაზოგადოება დინამოს წევრი. 1989 წელს საქართველოს ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია «იმედის» წინამძღვრად იქნა არჩეული. არჩეული იყო საქართველოს სახალხო ფრონტის [27] დარბაზის წევრად (1989-1992).
1990 წელს საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად. არჩევნების ჩაშლის შემდეგ იგი იმავე წელს, შემოდგომისათვის დანიშნულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე საქართველოს სახალხო ფრონტმა დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა დმანისის #41 საარჩევნო ოლქში [28]
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–ემ ჰენრი კუპრაშვილს 1988 წელს უბოძა ოქროს ჯვარი, 2003 წელს ვერცხლის კი - დიდი ჯვარი და ფოტოსურათი წარწერით [29]
წოდებები
რედაქტირებაპირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,[30] პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,[31] პროფესორი. ვიცე-პოლკოვნიკი.[32] ჯორჯ მარშალის ცენტრის კურსდამთავრებული.[33] ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის,[34][35] მედლის "მხედრული მამაცობისათვის"[36] და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის[37] კავალერი.
მსოფლიო მასმედიის მიერ მისთვის შერქმეული მეტსახელები: ადამიანი დელფინი (ტ/კ სი-ენ-ენი 17.02.01, 05.11.02), დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, სრუტეთა მბრძანებელი, კაცი ლეგენდა და სხვ. ეს თიკუნები მიიღო მას შემდეგ, რაც 2002 წლის 30 აგვისტოს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ქართული სამხედრო-საწრთვნელი წესით, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მანამდე კი 2001 წლის 28 იანვარს, სპორტკომპლექს "ლაგუნა ვერეს" აუზში ჰენრი კუპრაშვილმა ამავე სტილით გაცურა ორი კილომეტრი 92 წუთში, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიები აშუქებდნენ.
2002 წელს გაზეთ „ახალი ეპოქის“ ჟურნალისტებმა ჰენრი კუპრაშვილი დაასახელეს წლის ადამიანად [38]
ლიტერატურა
რედაქტირება- ელენე ჩაბრაძე. ძეგლი ხელთუქმნელი. წინაპრები და თანამედროვეობა. გაზ. "ბიზნეს–კურიერი", 1994 წლის 25 თებერვალი–4 მარტი
- გურამ ყორანაშვილი. ჭკუის სასწავლებელი წიგნი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", № 9, 1998 წლის 13 იანვარი
- მიხო მორჩილაძე. ჰენრი, წამოხვალ პარტიზნად? გაზ. "ახალი ეპოქა", 2002 წლის 18–24 ოქტომბერი
- დანელია ვ. გამარჯვება, ბიჭებო! – თბილისი, გამომც.”დედაენა” 2002, გვ. 83-86
- დარდანელის გმირი: შვიდი უნიკალური მოვლენა / მთ.რედ.:ომარ გოგიაშვილი. თბ.: მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი, 2003. 64 გვ.; ტექსტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ISBN 99940-0-190-6 UDC: 796.092.2 + 797.2(479.22)[1] დაარქივებული 2007-12-15 საიტზე Wayback Machine.
- ირმა კახურაშვილი. დავით მეფე... კომუნისტების დროს. გაზ. "მთავარი გაზეთი", 2003 წლის 8 თებერვალი
- ნომადი ბართაია, მოგიღწევია საქართველოვ, აქამდე როგორ .ჰენრი კუპრაშვილს . გაზ. მწერლის გაზეთი, № 36, 2003 წლის 11-17 დეკემბერი
- მაყვალა კუბლაშვილი, ჰენრი კუპრაშვილს - დარდანელის გმირს. გაზ. ახალი ვერსია, № 31, 2003 წლის 4-10 აგვისტო
- გოგი დოლიძე. ლაგუნა ვერეს საოცრებანი. გაზ. "რეზონანსი", № 249, 2006 წლის 14 სექტემბერი
- Ruso Strelkova (August 31, 2007). To Wear or not to Wear (a Chokha)? That is the Question დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. . Georgia Today Issue #372, 31.08.07-06.09.07
- კვესელავა ი, შარაშენიძე ა, დავითაძე ა. ქართული სუფრა. გამომცემლობა "უნივერსალი", თბილისი, 2008. გვ. 310–321.
- შორენა პაპაშვილი. გლობალიზაციის პირობებში ქართველი ჩოხოსნები თავიანთ ფუნქციას აქტუალურად ხედავენ. პრესა.ge, 2009 წლის 7 თებერვალი
- მელსიდა აკოფიანი. ქართველი ”ჩოხოსნები” დავით აღმაშენებლის ხსენების 936-ე წლისთავს აღნიშნავენ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. . ს/ს ახალი ამები–საქართველო, 2009 წლის 8 თებერვალი
- ჰენრი კუპრაშვილი. ჩოხოსნები 36 წელია აღნიშნავენ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. გაზ. "რეზონანსი", № 032, 2009 წლის 9 თებერვალი
- [2] დაარქივებული 2012-01-07 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰენრი კუპრაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პირადი საიტი დაარქივებული 2012-12-04 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ჰენრი კუპრაშვილი Facebook-ზე
- ვიდეოსიუჟეტები ჰენრი კუპრაშვილის შესახებ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ UIPM BIATHLE/TRIATHLE WORLD CHAMPIONSHIPS, Results.
- ↑ ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
- ↑ ჰენრი კუპრაშვილი 6 გზის მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში - ყველაზე ტიტულოვანი მოცურავე დამოუკიდებელ საქართველოში.
- ↑ რა სტერეოტიპი დაამსხვირა სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ.
- ↑ ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", #308, 1999 წლის 13 ნოემბერი
- ↑ ჯიქია ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში. დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, 2012. https://ru.scribd.com/document/365068628/1924-წლის-აჯანყება-დასავლეთ-საქართველოში
- ↑ გაზეთი. „მუშა და გლეხი“, თბილისი, 1924, #38
- ↑ ინფორმაცია შუა საუკუნის ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრების შესახებ . გაზ. ”თბილისის უნივერსიტეტი”, #6, 1972 წლის 25 თებერვალი
- ↑ გაზეთ ”ლენინელის” სპეცნომერი მომზადდა ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტ ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. სპი-ს გაზ. ”ლენინელი”, # 39, 1975 წლის 19 დეკემბერი
- ↑ ჰენრი კუპრაშვილი. «მეფემ არ იცის, თორემ...» - გაზ. «24 საათი», #142, 2004 წლის 17 ივნისი
- ↑ ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი. გაზ. «24 საათი», #254. 26.10.04).
- ↑ სპი-ს გაერთიანებული პროფკავშირული ორგანიზაციის კონფერენცია. გაზ. ”ლენინელი”, # 37, 1984 წლის 28 დეკემბერი
- ↑ დათვალიერება და შედეგები. გაზ. ”თბილისი”, # 148, 1978 წლის 29 ივნისი
- ↑ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება #407 (06.04.92) “ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სახელმწიფო კომისიის შესახებ”. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი 1992 წლის აპრილი, თბილისი, 1992, გვ.72-76
- ↑ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება (12.07.95), თბილისი, 1995
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის # 32 განკარგულება (01.02.96), გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, .02.96;
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის # განკარგულება (02.02.97)
- ↑ ინფორმაცია დანიშვნის შესახებ. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, # 11, 2003 წლის 14 იანვარი; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება # 30 (11.01.03)
- ↑ პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
- ↑ ედუარდ შევარდნაძე. ბატონ ჰენრი კუპრაშვილს. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”. #213, 04.09.02;
- ↑ გურანდა გურასაშვილი. ლორდ ბაირონიდან ჰენრი კუპრაშვილამდე. ჟურნ. ”ოლიმპიელი”, # 2-4, 2002
- ↑ საქართველოს მსოფლიო რეკორდები. გაზ. “დილის გაზეთი”. 2002 წლის 25-27 მაისი
- ↑ საინფორმაციო სააგენტო მედია ნიუსი – ”დარდანელის გმირი” სახელმძღვანელოს გამოსცემს. გაზ. “ხვალინდელი დღე”, # 168, 02.09.03; ჰენრი კუპრაშვილი. ქართული ცურვა.[სახელმძღვ. ცურვის მოყვარულთათვის / რედ.: პროფ.გიორგი დოლიძე; მხატვ.: ლევან ძაგნიძე, მე-2 გამოც. – ქუთაისი : ქუთაისის უნივერსიტეტის გამ-ბა, 2005
- ↑ YouTube.
- ↑ YouTube.
- ↑ YouTube.
- ↑ YouTube.
- ↑ საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წამოყენებული დეპუტატობის კანდიდატები ქალაქ თბილისში. გაზ. ”საქართველო”, #3, 1990 წლის 11 თებერვალი
- ↑ საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – კუპრაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მიიღო. გაზ. “ალია”, # 26, 2003 წლის 8–10 მარტი
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #1299 (09.10.03) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მთავარ საჯარო თანამდებობაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 2003
- ↑ საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ჰენრი კუპრაშვილმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. გაზ. “ახალი თაობა”, # 174, 2003 წლის 27 ივნისი ნათელა ფაილოძე – დარდანელის დამპყრობმა მეცნიერების მწვერვალზეც ”ასცურა”. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #174, 2003 წლის 4 ივნისი
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 603 (13.09.96) ვადამდე წოდების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული). თბილისი, 1996. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა” , № 188,1996 წლის 18 სექტემბერი; Graduate Recognition Book. George C. Marshall European Center for Security Stdies, October, 2007
- ↑ Recognition Book. Senior Executive Course, 15-26 May, 2000.George C. Marshall European Center for Security Stdies. College of International and Security Studies. Garmisch-Parten-kirchen.Germany. 2000
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება (№ 1172, 06.09.02) ჰენრი კუპრაშვილის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ. გაზ.“საქართველოს რესპუბლიკა”, № 219,2002 წლის 11 სექტემბერი
- ↑ YouTube.
- ↑ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის № 258 (12.12.93) ბრძანებულება (მოხალისეთა რაზმის ”აიეტის” მეთაურის ჰენრი კუპრაშვილის მედლით ”მხედრული მამაცობისათვის” დაჯილდოების შესახებ), გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, № 266, 1993 წლის 18 დეკემბერი
- ↑ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ – დარდანელის გმირი ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების მედლით დაჯილდოვდა. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #86, 2003 წლის 2 აპრილი
- ↑ “ახალი ეპოქა”: წლის ადამიანი – 2002. გაზ. "ახალი ეპოქა", #75, 2002 წლის 27 დეკემბერი–2003 წლის 9 იანვარი