ქუთაისის უნივერსიტეტი
ქუთაისის უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქუთაისში. დაარსდა 1991 წელს, ვალერიან ქელბაქიანისა და რევაზ ლაღიძის მიერ. იგი დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო.[3] 2022 წლისთვის 2 ფაკულტეტი: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და მედიცინის ფაკულტეტი ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია გოჩა თუთბერიძე.
შპს ქუთაისის უნივერსიტეტი[1] | |
---|---|
დაფუძნდა | 1991 |
ტიპი | კერძო |
რექტორი | გოჩა თუთბერიძე |
პრეზიდენტი | ლაშა კანდელაკიშვილი |
მისამართი | წერეთლის ქ. 13[1] |
ქალაქი | ქუთაისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | +995 (431) 23 79 79 |
მეტსახელი | UNIK |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] |
http://unik.edu.ge/, https://unik.edu.ge/locale/ge და https://unik.edu.ge/locale/en |
ისტორია
რედაქტირებაუნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს, როგორც „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი“. იგი დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. 1992 წელს „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი“ ეწოდა, ხოლო 2010 წელს — „ქუთაისის უნივერსიტეტი“.
ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია.[4] 2021 წლის 29 ოქტომბრიდან არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრი.[5]
უნივერსიტეტს აქვს რექტორის მიერ დამტკიცებული ლოგო, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი.[1]
სასწავლო პროგრამები
რედაქტირებაქუთაისის უნივერსიტეტში 2 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი[6] და მედიცინის ფაკულტეტი,[7] რომელთა ფარგლებში 8 საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.[8] უნივერსიტეტში როგორც ქართული, ისე ინგლისურენოვანი პროგრამები ფუნქციონირებს.
ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს. ფაკულტეტზე მოქმედებს ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“, რომელიც სხვადასხვა რეფერირებად ბაზაშია ინდექსირებული. ფაკულტეტის დეკანია თეონა გრიგოლაშვილი. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამართლის, ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმისა და ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა.
მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს ეფუძნება. მედიცინის ფაკულტეტის დეკანია თამარ პერტაია. ფაკულტეტს აქვს სიმულაციის ცენტრი.[9]
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი, ბიოქიმიური და ჰისტოლოგიური, ფიზიოლოგიური და მიკრობიოლოგიური/იმუნოლოგიური ლაბორატორიები.
ორგანიზაცია და მართვა
რედაქტირება2020 წლის 2 ივლისიდან 29 დეკემბრამდე უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი იყო. 2022 წლისთვის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძეა. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობას თამარ ზარგინავა ასრულებს, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით ― ნინო ტალიაშვილი, ხოლო ხარისხის განვითარების მიმართულებით ― სოფიო ხუნდაძე.
უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოა ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო, რომელსაც რექტორი თავმჯდომარეობს.[10]
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებაქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ გამოიცემა.[11] უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია ბიბლიოთეკა, რომლის ფონდის კატალოგი ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში, Openbiblio, არის ასახული.
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებასაერთაშორისო ასოციაციები
რედაქტირებაქუთაისისი უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. საქართველოს მასშტაბით, იგი მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ასოციაციაში გაწევრიანდა. უნივერსიტეტი ინოვაციების გლობალური საუნივერსიტეტო ქსელის მუდმივი ინსტიტუტციური წევრი, Businet გლობალური ქსელისა და ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრია.
საერთაშორისო პარტნიორები
რედაქტირებაურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტი 15 სახელმწიფოს 27 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
ქვეყანა | უნივერსიტეტი | ქვეყანა | უნივერსიტეტი |
---|---|---|---|
უკრაინა |
|
პოლონეთი |
|
ბულგარეთი | რუმინეთი |
| |
ლიეტუვა | ლატვია | ||
ესპანეთი | საფრანგეთი | ||
ჩეხეთი | ხორვატია |
| |
ჩინეთი | ინდონეზია |
| |
ავსტრია |
|
ყირგიზეთი | |
აშშ |
საერთაშორისო პროექტები
რედაქტირებაქუთაისის უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროექტებში: „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (RURD) და „სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (E-PSY).
სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში შექმნილია „კონფუცის კლასი“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
- ↑ Kutaisi University https://unik.edu.ge/Services/68 — Kutaisi University.
- ↑ ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორია ოფიციალურ საიტზე
- ↑ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის 2018 წლის ანგარიში ka. Association of Private Universities (2018). ციტირების თარიღი: 18 March 2022[მკვდარი ბმული]
- ↑ European University Association. EUA Welcomes 19 new members დაარქივებული 2022-03-07 საიტზე Wayback Machine. . 15 November 2021. წვდომის თარიღი: 18 მარტი, 2021.
- ↑ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
- ↑ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
- ↑ საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
- ↑ შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის საქმიანობის წესი. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
- ↑ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მმართველი საბჭოს დებულება. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik.edu.ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.
- ↑ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი. ქუთაისის უნივერსიტეტი. 2021. unik. edu. ge. წვდომის თარიღი: 28 თებერვალი, 2022.