კლაიპედის უნივერსიტეტი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 24 ოქტომბერი 2022. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

კლაიპედის უნივერსიტეტი (ლიეტ. Klaipėdos universitetas) ― უნივერსიტეტი ლიეტუვის საპორტო ქალაქ კლაიპედაში.

კლაიპედის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1991
ტიპი უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
სტუდენტი 10 000
ქვეყანა ლიტვა[1]
კავშირები Lithuanian Research Library Consortium[2] და European University for Smart Urban Coastal Sustainability[3]
კლაიპედის უნივერსიტეტი — ლიეტუვა
კლაიპედის უნივერსიტეტი
http://www.ku.lt/

მიმოხილვა

რედაქტირება

კლაიპედის უნივერსიტეტი ლიეტუვის სეიმის განკარგულებით, 1991 წლის 1-ელ იანვარს დაარსდა. უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა ქალაქში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. საწყის ეტაპზე უნივერსიტეტში 3 000 სტუდენტი სწავლობდა და სამ ფაკულტეტს (ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საზღვაო ინჟინერია და პედაგოგიკა) მოიცავდა. შემდეგში უნივერსიტეტში შვიდი ფაკულტეტი და რვა ინსტიტუტი შეიქმნა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მათემატიკის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საზღვაო ინჟინერიის, ხელოვნების, პედაგოგიკის, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტები და საზღვაო, საზღვაო ლანდშაფტის, უწყვეტი განათლების, სანაპირო კვლევებისა და დაგეგმარების, ბალტიის ზღვის რეგიონის ისტორიისა და არქეოლოგიის, რეგიონული პოლიტიკისა და დაგეგმარების, მექატრონიკისა და მუსიკოლოგიის ინსტიტუტები. 2017 წლისთვის უნივერსიტეტში 4 000 სტუდენტი სწავლობდა, ხოლო პერსონალი 600 ადამიანს შეადგენდა. უნივერსიტეტში 54 საბაკალავრო, 4 სპეციალიზებული პროფესიული, 48 სამაგისტრო და 11 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება