ჰისტოლოგია (ბერძ. Ιστολογία < ἱστός „ქსოვილი“ + λόγος „მეცნიერება“) — მეცნიერება მცენარეებისა და ცხოველების უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპული აგებულების შესახებ. ხორციელდება ქსოვილის თხელი ფენის დათვალიერებით ოპტიკური ან ელექტრონული მიკროსკოპით. ჰისტოლოგია ბიოლოგიისა და მედიცინის არსებითი ნაწილია. ჰისტოპათოლოგია, პათოლოგიური ანატომიის მნიშვნელოვანი დარგია, რომლის როლი განსაკუთრებით დიდია სიმსივნის დიაგნოზტიკისას.

მიკროსკოპით უჯრედების შესწავლა

არჩევენ ზოგად ჰისტოლოგიას, რომელიც იკვლევს ქსოვილების განვითარების, აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს და კერძო ჰისტოლოგიას, რომელიც შეისწავლის მრავალუჯრედიანი ცხოველების ორგანოების შემადგენელი ქსოვილების თვისებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: