ლაშა კანდელაკიშვილი
ლაშა კანდელაკიშვილი (დ. 2 ივნისი, 1984) ― ქართველი გეოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი.
ლაშა კანდელაკიშვილი | |
ლაშა კანდელაკიშვილი 2022 წელს | |
ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 21 იანვარი, 2011 |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
დაბადებული | 2 ივნისი, 1984 სიღნაღი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
პროფესია | გეოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალაშა კანდელაკიშვილი 1984 წლის 2 ივნისს სიღნაღში დაიბადა. 2007 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 2017 წელს ― პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მიიღო.
2007-2008 წლებში თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის, ხოლო 2008-2009 წლებში თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2012-2019 წლებში ევროპის უნივერსიტეტის რექტორი იყო. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ბიზნესმარკეტინგი“ (თანაავტორი). თბილისი: მწიგნობარის გამ-ბა და სტ. 2011. ISBN 9789941424151.
- „საბანკო საქმე: სახელმძღვანელო“ (თანაავტორი). თბილისი: შპს "კალიგრაფი". 2010. ISBN 9789941020186.
- „თანამედროვე ეკონომიკა: ლექციების კურსი“ (თანაავტორი). თბილისი: მწიგნობარის გამ-ბა და სტ. 2010. ISBN 978-9941-424-10-6.
- „თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა: სახელმძღვანელო“ (თანაავტორი). თბილისი. 2010. ISBN 9789941011917.