ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი
ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი (ჩეხ. Vysoká škola finanční a správní o.p.s.) ― კერძო ბიზნეს სკოლა ჩეხეთის რესპუბლიკაში. დაარსდა 1999 წელს, საბანკო აკადემიისა და ჩეხეთის ქვანახშირის ჯგუფის მიერ. იგი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი კერძო ბიზნეს სკოლა იყო. 2009 წელს ჩეხეთის მთავრობის აკრედიტაციის კომიტეტმა სკოლას სრული უნივერსიტეტის სტატუსი მიანიჭა.
ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი | |
---|---|
| |
დაფუძნდა | 1999[1] |
ტიპი | უნივერსიტეტი |
ქვეყანა | ჩეხეთი[1] |
http://www.vsfs.cz[1] , https://www.vsfs.cz/en/ და https://www.vsfs.cz/ru/ |
ისტორია
რედაქტირებაფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტი 1999 წელს დაარსდა. სკოლა 2001 წელს გაფართოვდა და მოსტსა და კლადნოში ახალი კამპუსები გაიხსნა. 2002 წელს უნივერსიტეტმა აშშ-ის სიეტლის საქალაქო უნივერსიტეტთან დაიწყო თანამშრომლობა, ხოლო 2004 წელს ერასმუსის პროგრამებს შეუერთდა. 2009 წელს სკოლამ სადოქტორო პროგრამის განხორციელების სახელმწიფო ნებართვა მიიღო და უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. 2016 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტის ფილიალი კარლოვი-ვარშიც მდებარეობს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- VSFS Website დაარქივებული 2012-08-22 საიტზე Wayback Machine.
- Information system (IS) VŠFS
- VSFS International Students Club დაარქივებული 2017-09-26 საიტზე Wayback Machine.
- ACTA of VSFS – R & D magazine დაარქივებული 2022-09-29 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #1142174964 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Studijní střediska : VŠFS cs. ციტირების თარიღი: 2019-05-23