ცუცხვათი
ცუცხვათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე. უახლესი რკინიგზის სადგურია ორპირი.
სოფელი | |
---|---|
ცუცხვათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°17′11″ ჩ. გ. 42°51′50″ ა. გ. / 42.28639° ჩ. გ. 42.86389° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 460 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 671[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში არის ურთხელის კორომი, მოედინება მინერალური წყალი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1171 | 555 | 616 |
2014[1] | 671 | 332 | 339 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმოვანი, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღაროს სახელითაც.
ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან („ცაცხლათი“). წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. XVIII საუკუნეში ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი მესხორაძეები. 1712 წელს მესხორაძეებს შესაშური მასპინძლობა გაუწევიათ მეფე გიორგი V-ისათვის. ქაიხოსრო მესხორაძეს და მის შვილებს სიმონს და ანდროს, კარის მღვდლის პეტრე კუპრაშვილისა და მისი შვილებისათვის იასესა და დავითისათვის მიუციათ წყალობა.[4] მეფე გიორგი V-მ წელს მესხორაძეებს გადასცა ციხისთაობა და ცუცხვათის ციხე.[5]
ციხე 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს გაათავისუფლა სოლომონ პირველმა, ხოლო იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია ციხის კოშკისა და გალავნის ნაშთები.
ეკონომიკა
რედაქტირებასოფელში მოიპოვება ქვა ტეშენიტი, რომელიც გადამუშავების შემდეგ გამოიყენება მოსაპირკეთებელ მასალად. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, მეჩაიეობას, მესიმინდეობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 246.
- ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით. ოკრიბა. – თბილისი, რაეო. 2003. გვ. 101
- ↑ საქართველოს ისტორიის ლექსიკონი, გვ. 3