ბიატლი — თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM) მიერ შემოღებული სპორტის სახეობა. არის სპორტის ორი სახეობის ნაზავი, რომელიც მოიცავს სირბილის, ცურვის და სირბილის კომბინაციას.[1] შეჯიბრება იწყება სირბილით (მანძილი განსაზღვრულია ასაკობრივი ჯგუფით), წყალთან მიახლოებისას იხდიან სარბენ ფეხსაცმელს და შედიან ღია წყალში, განსაზღვრული მანძილის გაცურვისა და წყლიდან ამორბენის შემდეგ იცვამენ ფეხსაცმელს და კვლავ გარბიან ასაკობრივი კატეგორიით განსაზღვრულ მანძილს. გამარჯვებულად ცხადდება ის ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს.

ტარდება მიქსიც(შერეული ესტაფეტა), ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევე როგორ როგორც გუნდურ ესტაფეტაში.

ასაკობრივი კატეგორიები იწყება 7 წლიდან 70 წლამდე და ზევით. ბიატლში ტარდება ეროვნული, რეგიონალური და მსოფლიო ჩემპიონატები (ტრიატლთან ერთად).

საქართველოში ბიატლში (ტრიატლთან ერთად) შეჯიბრებებს ატარებს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია (პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი). მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება 1999 წლიდან.

საქართველოდან ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია ჰენრი კუპრაშვილი. მან 2015 წელს გუნდურში მიღებულ ოქროს მედალს,[2] 2018 წელს ინდივიდუალურში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში ბათუმში გაიმართება. „ბათუმელები“. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  2. Georgia wins dozens of medals at Biathle and Triathle World Championships. agenda.ge (22 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  3. ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. „ghn.ge“ (30 ოქტომბერი, 2018). ციტირების თარიღი: 23 აგვისტო,2019.