აიეტი (ასოციაცია)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აიეტი (ასოციაცია)}} |
აიეტი — საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია.[1].
ასოციაცია შეიქმნა ბუნებრივი გარემოს და ადამიანის ყოფითი გარემოს დაცვის მიზნით. ასოციაციის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პატარებიც. 1990–1991 წლებში შექნილი იყო ბავშვთა რაზმებიც. დიდი რეზონანსი ჰქონდა მათ მიერ გამართულ პლაკატების გამოფენა–კონკურს[2] „საქართველოს ზღვისპირეთი ითხოვს შველას“.[3] ასოციაციის დაკვეთით ჩატარდა სამეცნიერო გამოკვლევა კოლხეთის დაბლობის ტყეების მდგომარეობის შესახებ. ასოციაცია აქტიურად იბრძოდა ანაკლიის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის გაუქმებისათვის.[4] 1996–2000 წლებში გამოდიოდა ასოციაციის გაზეთი "ზღვისპირეთი". 1999 წელს ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით გამოსცა ბროშურა "საქართველოს ზღვისპირეთის დაცული ტერიტორიები".[5]
ისტორია
რედაქტირებაასოციაცის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა 1990 წლის 30 აგვისტოს ანაკლიაში. ყრილობას თავმჯდომარეობდა საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე. ყრილობამ დაამტკიცა ასოციაციის წესდება და ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩია ჰენრი კუპრაშვილი, მოადგილეებად ოთარ ფაცაცია და აბესალომ ტუღუში. წესდებამ ცვლილება განიცადა 1991 წელს,[6] საბოლოო ვარიანტი რეგისტრირებულია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის ოქტომბერში.
ასოციაციის დროშა 1990 წელს შექმნა სამხატვრო აკადემიის დიზაინის კათედრის პროფესორმა, ჩოხოსნები - 1973 წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ. ასოციაციის ემბლემა 1990 წელს შექმნა ცნობილმა არქიტექტორმა, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრმა, სტუ–ს პროფესორმა შოთა ბოსტანაშვილმა.
-
ასოციაციის ემბლემა
-
ასოციაციის დროშა
ასოციაციის საქმიანობის მიზანი
რედაქტირება- საქართველოს საზღვრებში შავი ზღვის აუზის (სანაპირო ზოლი, აკვატორია, შელფი, მდინარეთა აუზები და სხვა) ბუნებრივი გარემოს და ადამიანის ყოფითი გარემოს დაცვა;
- სამეურნეო საქმიანობის შედეგად დარღვეული ბუნებრივი ობიექტების (მცირე მდინარეების, ტბების, წყაროების და ა. შ.) აღდგენა, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა;
- უნიკალური ლანდშაფტების აღდგენა-შენარჩუნება, ადგილობრივი ნაკრძალების, ეროვნული პარკების შექმნა და არსებული განვითარება, ბუნების ძეგლთა დაცვა;
- ზღვის სანაპიროს პერსპექტიული განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
- ზღვისპირეთის დაცვის უზრუნველსაყოფად მეცნიერულ-კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ეფექტიანი გამწმენდ ნაგებობათა ქსელის შექმნა, დაცვითი ობიექტების მშენებლობა, მათი ტექნიკური აღჭურვა-რეკონსტრუქცია;
- ზღვისპირეთის დაცვის პრობლემებზე კანონმდებლობის დარღვევათა ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოფხვრა;
- საქართველოს ზღვისპირეთში ისტორიული, ეთნოგრაფიული და კულტურული ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, აღდგენა და მათი დაცვა;
- დემოგრაფიული პრობლემების შესწავლა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;
- ბუნებრივი გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება;
- ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდა, ეკოლოგიური საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წარმოება;
- ზღვისპირა რეგიონისათვის დამახასიათებელი ტრადიციული წეს-ჩვეულებების აღორძინება;
- ფესტივალების, შეჯიბრებების, სპორტული სანახაობის ჩვენება;
- ცურვის და საწყალოსნო თამაშობათა აღდგენა-პოპულარიზაცია;
- კლუბების და სხვა ტიპის გაერთიანებების შექმნა;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ერთ–ერთი პირველთაგანი. გაზ. „ზღვისპირეთი“, 1996 წლის სექტემბერი
- ↑ YouTube.
- ↑ 1. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 1991 წლის 16 თებერვალი; 2. გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი", 1991 წლის 16 თებერვალი; 3. გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი", 1991 წლის 19 თებერვალი; 4. გაზ. "ნერგი", 1991 წლის 20 თებერვალი; 5. Ольга Мелия. Помогите черуном морю! 6. ცოტნე მერაბიშვილი. „აიეტი“ უხმობს. გაზ. „თბილისი“, 1991 წლის 7 ივნისი; 7.გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, #114, 1991 წლის 14 ივნისი; 8.თინათინ თათიკაშვილი. „აიეტი“ – ბუნების ქომაგი. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 1991 წლის 15 ივნისი; 9.საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ”აიეტის” მიერ გამოცხადებული პლაკატების საბავშვო ნამუშევრების კონკურსის შედეგების შესახებ (სიუჟეტი და ინტერვიუ). ტელევიზიის პირველი არხი. 20 საათი. 1991 წლის ივნისი. ავტორი მაია რუსაძე; 10. Dear reader. “Littoral”, May 1997 და სხვ.
- ↑ წერილი ”ახალგაზრდა ივერიელს” (საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ”აიეტის” წერილი რუსული სამხედრო ბაზების გატანისათვის აქციების დაწყების შესახებ). # 119, 1990 წლის 30 ოქტომბერი; საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია ”აიეტის” განცხადება ანაკლიიდან რუსული სამხედრო ბაზის გატანის მოთხოვნით საპროტესტო მიტინგის ჩატარების შესახებ. # 136, 1990 წლის 06 დეკემბერი
- ↑ საქართველოს ზღვისპირეთის დაცული ტერიტორიები. თბილისი, 1999
- ↑ გაზ. „სოფლის ცხოვრება“, #84, 1991 წლის 27 დეკემბერი